ვარჯიშები ღაბაბის მოსაშორებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარჯიშები ღაბაბის მოსაშორებლად

ასაკის მატებასთან ერთად, კანიც ეშვება, ამიტომ აუცილებელია სახის მასაჟი, რომ კუნთები მუდამ ტონუსში იყოს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ვარჯიშს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ვარჯიშები აკეთოთ რეგულარულად, 1 თვის მანძილზე.

ვარჯიში პირველი:

სკამზე დაჯექით, მოდუნდით, ხელები ძირს დაუშვით. წარმოიდგინეთ, რომ ნიკაპზე მძიმე ტვირთი ჩამოგკიდეს. ნელი მოძრაობით გადასწიეთ თავი უკან, თითქოს ტვირთს ეზიდებოდეთ.

ეს ვარჯიში გააკეთეთ 6-ჯერ.

ვარჯიში მეორე:

ნიკაპის ქვეშ მუშტები ამოიდეთ და მიაწექით. პირი გააღეთ და

შეეცადეთ ხელების ძალას შეეწინააღმდეგოთ.

ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ

ვარჯიში მესამე:

ქვედა ტუჩი ისე დაჭიმეთ, რომ ქვედა კბილები გამოჩნდეს.

გაიმეორეთ 7-ჯერ.

ვარჯიში მეოთხე:

თავი რიგრიგობით გადახარეთ მარჯვენა და მარცხენა მხარეს, თანაც ისე, რომ ნიკაპი მხარს მიებჯინოს.

გაიმეორეთ 5-ჯერ, თითო მხარეს.

ვარჯიში მეხუთე:

თავი უკან გადააგდეთ, ქვედა ყბა წინ წამოსწიეთ და მაღლა ასწიეთ, თითქოს ქვედა ტუჩი ცხვირის წვერს უნდა მიადოთ.

გააკეთეთ ეს ვარჯიში 5-ჯერ.

წყარო