იდეალური ფიგურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იდეალური ფიგურა

აქ შემოგთავაზებენ აერობიკას, სტეპ-აერობიკას, ცეკვას. კვირაში 2-3 დღე კუნთების მიზანმიმართულ ვარჯიშს დაუთმეთ. ვარჯიშის დროს გულმოდგინედ დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური უბნები. ყურადღებით აარჩიეთ ვარჯიშის დრო. უმჯობესია, ერთსა და იმავე დროს ივარჯიშოთ. თავისუფალ დროს იარეთ ველოსიპედით ან ფეხით. გადახედეთ კვების რეჟიმსა და რაციონს. რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი, შემწვარი, მლაშე და ცხარე კერძები, უარი თქვით შაშხსა და ტკბილეულზე. მიირთვით ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, ავოკადო, მუქი შოკოლადი. ისინი შეიცავენ მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც, დიეტოლოგების მტკიცებით, მუცლიდან ზედმეტი ცხიმის მოცილებაში დაგეხმარებათ. იელის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ცხიმებით მდიდარი ერთთვიანი დიეტები მეტად ეფექტურია. ამასთანავე, მონოუჯერი ცხიმები ითვლება გულის, ღვიძლის დაავადებების, დიაბეტის, ძუძუსა და ფილტვის კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებად.

რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს - ორგანიზმმა უნდა მიიღოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების აუცილებელი რაოდენობა. ჭამეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. სვით წყალი, მწვანე და შავი ჩაი, ყავა, ოღონდ უშაქროდ. უარი თქვით ტკბილ, გაზიან სასმელებზე - ისინი ვნებს არა მარტო ფიგურას, არამედ ჯანმრთელობასაც. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მუცელს მოცულობას მატებს ჰაერიც. ნაწლავები მისგან რომ გაითავისუფლოთ, ერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ლობიო, ჭარხალი, კომბოსტო, მსხალი და ციტრუსები, უარი თქვით საღეჭ რეზინზე, რადგანაც მისი ღეჭვისას ზედმეტ ჰაერს ყლაპავთ. ცომეული ტანადობასთან შეუთავსებელია, ამიტომ პურის ნაცვლად ორცხობილა მიირთვით. ნუ დაივიწყებთ მასაჟს. მასაჟისტის ხელებს სასწაულის მოხდენა შეუძლია. თქვენთვის ყველაზე შესაფერისი იქნება ანტიცელულიტური მასაჟის კურსი. ის დაგეხმარებათ ზედმეტ წონასთან, პრობლემურ ზონებში ცხიმოვან ჩანართებთან ბრძოლაში და კანსაც მოუხდება. მაქსიმალური ეფექტისთვის მასაჟს დაუმატეთ ტალახისა და წყალმცენარეების აპლიკაციები.

ყურადღება მიაქციეთ გარდერობს - სწორად შერჩეულ ტანსაცმელს შეუძლია, სხეულს მეტი მომხიბვლელობა შესძინოს და იდეალს მიუახლოოს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, ვიზუალურად დაიგრძელოთ ფეხები, ხაზი გაუსვათ მკერდს, ყელსა და მხრებს, გამოკვეთოთ ვიწრო წელი. შეგიძლიათ, რჩევისთვის მიმართოთ პროფესიონალ კონსულტანტსაც, ან უბრალოდ ისარგებლოთ სტილისტის რჩევებით. ეცადეთ, არ დაიკლოთ ძილი - მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს კავშირი ორგანიზმში კორტიზოლის შემცველობასა და ძილის ხარისხს შორის. შეგახსენებთ, რომ კორტიზოლი მადაზე პასუხისმგებელი ჰორმონია. ადამიანებს, რომლებიც ქრონიკულ გამოუძინებლობას უჩივიან, მუდამ შიათ. ნუ დაწვებით დასაძინებლად მშიერი, ნუ დალევთ ყავას საღამოს, ძილის წინ, მიიღეთ თბილი შხაპი ან აბაზანა, შეიქმენით მყუდრო ატმოსფერო საძინებელში. სხეულის მოვლა პროგრამის აუცილებელი ნაწილია. შხაპის ან აბაზანის მიღების დროს ისარგებლეთ სქრაბით, რომელიც ათავისუფლებს სხეულს მკვდარი უჯრედებისგან, ასუფთავებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სქრაბი ამზადებს კანს მოვლის შემდგომი ეტაპებისთვის და ზრდის შეწოვის უნარს, რაც აუცილებელია დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბით, კრემით თუ ლოსიონით სარგებლობისას.