სამკურნალო ვარჯიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო ვარჯიში

სამკურნალო-პრევენციულ ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების აღდგენის საშუალებას იძლევა. მაქსიმალური დადებითი შედეგის მისაღწევად ის ძირითადად კომპლექსურად, თერაპიასთან ერთად გამოიყენება.

ფიზიკური ვარჯიშებით დატვირთვა ინდივიდუალურად ირჩევა პაციენტის დაავადებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი არა მხოლოდ ორგანოთა სისტემების ფუნქციური, არამედ ფსიქიკური და ემოციური წონასწორობის აღდგენაში გვეხმარება.

მოძრაობა ბიოლოგიური სტიმულატორი და გამღიზიანებელია, რომელიც ეხმარება ზრდა-განვითარებისა და აღდგენით პროცესებს. ჰიპოკინეზიისას, როდესაც ადამიანი ფიზიკურად არასაკმარისად აქტიურია, ქვეითდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, ამიტომ იგი პაციენტის მდგომრეობის გაუარესებას იწვევს.

სამკურნალო ვარჯიშის ფუნქციები:

  • ფიზიოლოგიური ფუნქციების გააქტიურება;
  • ახალი მდგომარეობისადმი ქსოვილებისა და ორგანოების ადაპტაცია;
  • აღდგენითი პროცესების სტიმულაცია;
  • ორგანიზმში წყალმარილოვანი ცვლის აღდგენა;
  • ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება;
  • ფსიქოემოცური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • დაავადების პროგრესისადმი წინააღმდეგობის გაწევა;
  • გარემოს მავნე ფაქტორთა ორგანიზმზე მოქმედების შემცირება.

სწორად შერჩეული ფიზიკური ვარჯიშების დახმარებით შესაძლებელია ორგანიზმზე ლოკალური მოქმედება, სწორედ იქ, სადაც ეს ნამდვილად საჭიროა;

სამკურნალო ვარჯიში აკრძალულია

არსებობს გარკვეული აკრძალვები, რომელთა არსებობაც ფიზიკურ ვარჯიშს დაუშვებელს ხდის, ასეთებია:

  • პაციენტის მძიმე ზოგადი მდგომარეობა;
  • ინტენსიური ტკივილი;
  • სისხლდენის დაწყების საშიშროება;
  • სხეულის მაღალი ტემპერატურა;
  • არტერიული წნევის მატება;
  • ონკოლოგიური დაავადებები.

იდიომოტორული ვარჯიშები და ტანვარჯიში

არსებობს ფიზიკური დატვირთვის ორი ტიპი: იდიომოტორული, რომელიც ტარდება ფიქრებით, მოტეხილობებისა და დამბლების დროს და ტანვარჯიში, რომელიც ავითარებს ძალას, ამტანობას, წონასწორობას, აღადგენს დაკარგული კოორდინაციის უნარს და სახსრების მოძრაობას.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ტანვარჯიში: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური მიზნად ისახავს კუნთების განვითარებას ჰანტელების მეშვეობით უძრავ მდგომარეობაში, სხეულის დაჭერას ტრენაჟორებზე, იატაკზე, საწოლზე და სხვა; ისინი ავითარებენ ძალას, ამტანობას და ნაჩვენებია კუნთური ქსოვილის ატროფიის – განლევის პრევენციისთვის.

დინამიკური ვარჯიშის დანიშნულებაც იგივეა, ოღონდ ის, სტატიკურისგან განსხვავებით, სხეულის აქტიური მოძრაობებით ხორციელდება.

სამკურნალო ვარჯიშის მეთოდები

  • დამოუკიდებელი ვარჯიში – ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის დროსაც ვარჯიშთა კომპლექსს შეასწავლის ინსტრუქტური, იგი ტარდება რეგულარულად, ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს 3-ჯერ დღეში;
  • სამკურნალო სიარული – ითვალისწინებს დოზირებულ დატვირთვას ფილტვ-ბრონქებზე, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა მოძრაობის სიჩქარე, დაშორება, ხანგრძლივობა და შესვენებების რაოდენობა;
  • ტორენკური – ეს სამკურნალო სიარულის ნაირსახეობაა, რომელიც მთიან გარემოში სიარულს მოიცავს, დატვირთვა დამოკიდებულია რელიეფზე, აღმართის ტიპზე, მარშრუტის ხანგრძლივობასა და ვადაზე;
  • დილის ჰიგიენური ვარჯიში – ეს დილის საათებში ჩასატარებელი ვარჯიშთა კომპლექსია, რომელიც ითვალისწინებს გულის კუნთის გაძლიერებას, სისხლძარღვებისა და სასუნთქი სისტემების ფუნქციათა გაუმჯობესებას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და ორგანიზმის ტონიზებას, დატვირთვის ხანგრძლივობა 20 წუთს არ აღემატება;
  • სამკურნალო ტანვარჯიში – ეს რამდენიმე ტიპის ვარჯიშთა ერთობლიობაა, რომელსაც ორგანიზმზე ზოგადმატონიზებელი ეფექტი აქვს. მათი დანიშნულებაა იმ კონკრეტული მიზნის მიღწევა, რომელიც შეესაბამება დაავადების სიმძიმის ხარისხს. მათი ხანგრძლიობა 10-დან 45 წუთამდეა.

სამკურნალო ვარჯიშის ტიპები

  • ინდივიდუალური მეცადინეობა – ის რეკომენდებულია პოსტოპერაციულ პერიოდში, შეზღუდული მოძრაობის პაციენტებისთვის;
  • ჯგუფური მეცადინეობა – ჯგუფი, ამ შემთხვევაში, იდენტური დარღვევის მქონე ადამიანებისგან შედგება;
  • მეცადინეობა კონსულტანტთან ერთად – სახლში კონსულტანტთან ერთად ტარდება სპეციალური ვარჯიშები.

ნებისმიერი ტიპის ვარჯიში იყოფა რამდენიმე ნაწილად:

I. მოთელვა – რომელიც კუნთებს, ორგანოებსა და სისტემებს ვარჯიშისთვის ამზადებს, გარდა ამისა, მოთელვის მიზანი ორგანიზმის ერთგვარი ტონიზებაცაა;

II. ძირითადი – ეს ვარჯიშის მთავარი ეტაპია, რომელიც მთელი ვარჯიშის 80%-ს იკავებს. ის მიზნად ისახავს დაკარგული ფუნქციების აღდგენას, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კომპენსატორული რეაქციების ფორმირებას;

III. დასკვნითი – მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ორგანიზმი სწრაფად აღიდგენს დატვირთვის შემდგომ ენერგიას და სასიამოვნოდ დუნდება.