ვარჯიში ინტიმური კუნთებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარჯიში ინტიმური კუნთებისთვის

არამედ გააზრებულ აუცილებლობად იქცევა. თუმცაღა, ცივილიზებულმა საზოგადოებამ უკვე აითვისა სატრენაჟორო დარბაზები, შეიპინგ-ცენტრები და აერობიკის წრეები, უნდა ითქვას, რომ ადამიანებს იმიჯი უფრო აღელვებთ, ვიდრე ჯანმრთელობა. ამ დაწესებულების სტუმართა უმრავლესობა იმისთვის ღვრის ოფლს, რომ მათი სხეული ცნობილი მოდელებისას დაემსგავსოს.

მაგრამ არსებობს ისეთი კუნთებიც, რომლებიც სარკეში არ ჩანს. თუ მათ ნორმალურად ვერ იმუშავეს, ჯანმრთელობაზე, მით უმეტეს – სილამაზეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ეს იდუმალი კუნთები ანალურ-გენიტალური გახლავთ (მათ მცირე მენჯის ან ინტიმურ კუთებსაც უწოდებენ). ისინი, ხელ-ფეხის კუნთებისგან განსხვავებით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში – შარდის გამოყოფის, დეფეკაციისა და სქესობრივი კონტაქტის დროს ამოქმედდებიან. მეტისმეტმა უმოძრაობამ პრობლემები რომ არ შეგვიქმნას, ისინი დამატებით უნდა ვავარჯიშოთ.

სატრენაჟორო დარბაზში მცირე მენჯის კუნთებს ვერ ვავარჯიშებთ, მათთვის სპეციალური კომპლექსია საჭირო.

გენიტალური კუნთები

გენიტალური კუნთების სისუსტეს მცირე მენჯის ორგანოთა გადანაცვლება მოსდევს. ყველაზე ადრე ზარალდება შარდის ბუშტის, საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და სქესობრივი ფუნქციები. ვითარდება შარდის სტრესული შეუკავებლობა, საშვილოსნოს დაწევა, უნაყოფობა, ანთებითი და სიმსივნური პროცესები (საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი). ამ კუნთებზეა დამოკიდებული საშვილოსნოს ნორმალური მდებარეობაც, რომლის გარეშე ჯანსაღი ორსულობა და მშობიარობა წარმოუდგენელია. გენიტალური კუნთების სისუსტე უნაყოფობასაც კი იწვევს (ხშირად ამ კუნთების გაძლიერების შემდეგ ქალები მოულოდნელად ორსულდებიან). დაბოლოს, ამ კუნთთა ტონუსის უკმარისობის შედეგია სექსთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა, დაწყებული სქესობრივი დაუკმაყოფილებლობით და დამთავრებული ორგაზმის სრული უქონლობით.

ანალური კუნთები

როდესაც ანალური კუნთების ტონუსი ნორმალურია, დაცლისას სწორი და მსხვილი ნაწლავი სრულფასოვნად იწურება, ხოლო როცა ეს კუნთები ცუდად მუშაობს, ნაწლავი ბოლომდე არ იცლება, ყალიბდება შეკრულობა, განავლის ქვები, წიდა ნაწლავის კედლებზე რჩება და ორგანიზმს წამლავს. ამის თავიდან ასაცილებლად უამრავ ხერხს მიმართავენ: საფაღარათო საშუალებებს, ოყნას, ჰიდროკოლონოთერაპიას, – მაგრამ როდესაც ანალური კუნთები წესრიგშია, ორგანიზმი თვითონაც მშვენივრად უმკლავდება ამ პრობლემას. გარდა ამისა, ანალური კუნთების გავარჯიშება და განმტკიცება თავიდან აგაცილებთ ბუასილს – სწორი ნაწლავის კედლების შესივებას.

როგორ გადავლახოთ დედამიწის მიზიდულობა

ალბათ, არ არსებობს პრობლემა, გინეკოლოგიური იქნება ის, უროლოგიური თუ პროქტოლოგიური, რომლის მოგვარებაც მცირე მენჯის კუნთების გაუმაგრებლად შეიძლებოდეს. მათში უმოძრაოდ დარჩენილი სისხლი დედამიწის მიზიდულობის ძალას ემორჩილება და ამას ვერსად გავექცევით. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მცირე მენჯის კუნთები განვივითაროთ და მუშაობა ვაიძულოთ. ეს აუცილებელია, რადგან სისხლის უმოძრაობის დროს ნებისმიერი ინფექცია ანთებით პროცესს იწვევს. თუ ინტიმური კუნთები ისე არ ამუშავდა, როგორც საჭიროა, ანთებას რამდენიც უნდა ვებრძოლოთ, მის აღმოფხვრას ვერ შევძლებთ.

როცა მენჯის კუნთები სუსტია, დაბლა იწევს ყველა შინაგანი ორგანო, მცირდება მუცლის შიგა ტონუსიც, რაც მხოლოდ მცირე მენჯის ორგანოების კი არა, კუჭ-ნაწლავის დაავადებებსაც იწვევს.

ახლახან ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მცირე მენჯის კუნთების სრულფასოვანი ტონუსი თავის ტვინის ბიოპოტენციალს ზრდის და ტვინის სტრუქტურების მუშაობას ააქტიურებს. შესაძლოა, სწორედ ამას გულისხმობდნენ ძველი ინდოელი ექიმები, როცა ახსენებდნენ განსაკუთრებულ ენერგიას – კუნდალინის, რომელიც ხერხემლის არხის საშუალებით თავის ტვინამდე აღწევდა და ასაზრდოებდა მას.

ვარჯიშები ქალებისთვის

ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაიგოთ, უფრო ზუსტად, უნდა შეიგრძნოთ, სად მდებარეობს მცირე მენჯი. ამის მიღწევა შეიძლება შარდვის პროცესის პერიოდული შეწყვეტის გზით. თავდაპირველად საკმარისია 2-3 პაუზა, მერე და მერე კი მათი რიცხვი თანდათან გაზარდეთ.

ჯერ უნდა შეიკუმშოს როგორც გენიტალური, ისე ანალური კუნთების ჯგუფები, შემდეგ კი ისინი ცალ-ცალკე უნდა დაიძაბოს. კუნთები შეკუმშული 5 წამს უნდა გააჩეროთ. გახსოვდეთ: მუხლის, საჯდომისა და თეძოს კუნთები ამ დროს მოშვებული უნდა იყოს. ოპტიმალურია ვარჯიშის 15-ჯერ გამეორება.

ივარჯიშეთ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ მდგომარეობაში – ჯდომის, დგომისა თუ წოლის დროს. ვარჯიში შეგიძლიათ შეუთავსოთ საყოფაცხოვრებო საქმიანობას და საჭესთან ჯდომასაც კი, როცა შუქნიშანზე ან ბენზინგასამართ სადგურთან ცოტა ხნით შეჩერება მოგიწევთ. თქვენს იდუმალ ვარჯიშს ვერავინ შეამჩნევს.

არც ორსულობისა და არც მენსტრუაციის დროს ეს ვარჯიში საშიში არ არის, ხოლო გინეკოლოგიური დაავადებების (მიომის, ენდომეტრიოზის) შემთხვევაში ნებართვა ექიმისგან უნდა აიღოთ.

ამჟამად ზოგიერთ კლინიკაში უკვე არსებობს სპეციალური აპარატურა – კომპიუტერული კომპლექსი „პროქტოკორი“, რომელიც ძალზე კარგ შედეგს იძლევა.