ვარჯიში – სიცოცხლის გაჯანსაღებისა და გახანგრძლივების საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარჯიში – სიცოცხლის გაჯანსაღებისა და გახანგრძლივების საშუალება

ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი შემადგენელი კი ფიზიკური აქტიურობა, რაციონალური კვება, სწორი სუნთქვა, გაკაჟება, შრომისა და დასვენების ჰიგიენა და მავნე ჩვევებზე უარის თქმაა.

როგორია სწორი კვება, სუნთქვა, რომელი ვარჯიშის შესრულებაა უფრო ეფექტური – შესაძლებელია გავარკვიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის სხვადასხვა მეთოდიკის გაცნობისას. თუმცა, ცალსახად შეიძლება აღინიშნოს, რომ დაავადებებისა და შეუძლოდ ყოფნის ძირითადი მიზეზი ჩვენი ბუნებისთვის შეუთავსებელი ცხოვრების დამაზიანებელი გარემოებების ზემოქმედებაა.

იმისათვის, რომ ლაღად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ, გვქონდეს შეკრული ფორმები, გავთავისუფლდეთ სტრესისგან, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. სწორედ რეგულარული ვარჯიში არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ფიტნეს ვარჯიშის სახეებზე, თავისებურებებსა და აკვა აერობიკის დადებით მხარეებზე გვესაუბრება კლინიკა „მედის“ აკვა აერობიკის ინსტრუქტორი ეკა ქალიაშვილი:

– ქალბატონო ეკა, როგორ უნდა განვსაზღვროთ ვარჯიშისას ოქროს შუალედი?

– ვარჯიშის დროს აუცილებელია სწორად გადავანაწილოთ ენერგია, ისე, რომ არც გადავიღალოთ და არც ზერელედ ჩავატაროთ ვარჯიში. სწორედ ამიტომ არის მიღებული ვარჯიშის სამ ნაწილად დაყოფა: საწყისი, ფუნდამენტური და დასასრული.

ასე ხდება ადამიანის ემოციური და სასიამოვნო მუშაობის შერწყმა სასარგებლოსთან.

– რა დროის შემდეგ შეგვიძლია ვარჯიშის შედეგებზე მსჯელობა და როგორ ხდება დატვირთვის განსაზღვრა ასაკისა და სხეულის აგებულების სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით?

– შედეგებზე შესაძლებელია საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი გაივლის იოგას ან პილატესის სულ მცირე ორთვიან კურსს, რომელიც შედგება კვირაში სამჯერ 45-წუთიანი ვარჯიშისაგან.

თითოეულ ადამიანს აქვს სხეულის ინდივიდუალური აგებულება და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ჯგუფური მუშაობისას შერჩეული გვაქვს ვარჯიშის რამდენიმე მიმართულება, რომლებიც მაქსიმალურად არის მორგებული თითოეულ ინდივიდს.

– ვარჯიშის შემდეგ რას უნდა გრძნობდეს ადამიანი?

– ვარჯიშის დამთავრებისას ადამიანი უნდა გრძნობდეს სასიამოვნო დაღლილობას, მაგრამ ამასთანავე ენერგიის მოზღვავებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების შედეგად მეტ ფიზიკურ აქტივობას.

– რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიში და სპეციალისტის რამდენი სეანსი შეიძლება დასჭირდეს ადამიანს ვარჯიშის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის?

– მწვრთნელის მეთვალყურეობა უდავოდ მნიშვნელოვანია. შედეგის მისაღებად, პირველ რიგში, აუცილებელია ამა თუ იმ ვარჯიშის სწორად ჩატარება. მოძრაობები უნდა იყოს ფრთხილი და მკაფიო.

მწვრთნელის გარეშე ზემოთ აღნიშნულის შესრულება არის რთული, მით უმეტეს მათთვის, ვინც მანამდე არ ცხოვრობდა ფიზიკურად აქტიური სტილით.

ხოლო დამოუკიდებლად ვარჯიშის სწორად წარმართვისთვის ადამიანს, სულ მცირე, სამი თვის სეანსი უნდა ჰქონდეს გავლილი, რათა მეტად თავდაჯერებულად იგრძნოს თავი.

– რა არის პილატესი, რა უპირატესობით გამოირჩევა სხვა ტიპის ვარჯიშისაგან და აქვს თუ არა უკუჩვენება?

– იოზეფპილატესის მიერ შექმნილი მიმდინარეობა მართლაც რომ გამორჩეულია. მასში გაერთიანებულია თერაპია და ფიტნესი.

ქალებისათვის ეს არის ოპტიმალური მიმდინარეობა, სასურველი შედეგის მისაღებად (გახდომა და გამკვრივება).

უკუჩვენებებს რაც შეეხება, ვისაც სურს ვარჯიშის დაწყება, საქმის კურსში უნდა ჩააყენოს მწვრთნელი თავისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, რათა გამოირიცხოს რაიმე პრობლემის გამწვავება.

– რა მსგავსება და განსხვავებაა იოგასა და პილატესს შორის?

– იოგასა და პილატესს შორის დიდი მსგავსებაა. იოზეფპილატესი უკვე 1926 წელს აქტიურად იყო დაკავებული იოგათი, რამაც დაუდო საფუძველი ახალ მიმდინარეობას – „პილატესს“. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ პილატესში მეტი ყურადღება ექცევა ხერხემალს, წელს, ქვედა კიდურებს და საბოლოოდ, მათ გაძლიერებას.

რაც შეეხება იოგას, იგი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულში იყო ჩამოყალიბებული და ურყევად მოაღწია ჩვენს დრომდე. იოგა მოიცავს ადამიანის თითოეულ კუნთს და უცვლელად ეხმარება მას უამრავი ფიზიკური და შინაგანი პრობლემის გადაწყვეტაში.

– რა დანიშნულება აქვს იოგას და ვისთვის არ შეიძლება ის?

– იოგას თავდაპირველი დანიშნულება იყო სხეულის უნაკლო ფლობა, რათა არაფერს შეეშალა ხელი მლოცველი ადამიანისათვის. ისინი სრულიად ეძლეოდნენ იოგას ხელოვნებას, რათა სულიერად მეტად მდგრადები ყოფილიყვენ. იოგა – ეს არის სხეულისა და სულის ჰარმონია.

რაც შეეხება უკუჩვენებებს, მისი შესრულება არ შეიძლება:

  • ხერხემლის თიაქარისას, ასევე რაიმე ტრავმის შემდგომ პერიოდში და დაჭიმული კიდურების დროს;
  • გამორიცხულია თავზე დგომა კისრის მალების დარღვევების შემთხვევაშიც.

თუ ადამიანს არ აწუხებს რომელიმე ზემოთ აღნიშნული მწვავე პრობლემა, მისთვის იოგა იქნება სიჯანსაღის შეუცვლელი თანამგზავრი ცხოვრების ბოლომდე.

– რა არის აკვა აერობიკა და რითია ის სასარგებლო?

– აკვა აერობიკა არის კომპლექსური ვარჯიშები წყალში მუსიკის თანხლებითა და ქორეოგრაფიული შესრულებით. იგი ასტიმულირებს:

  • ცხიმების წვას;
  • ეფექტურია წონის კორექციისა და სხეულის გამკვრივებისათვის;
  • აკვა აერობიკა ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • ხსნის სტრესს და აღადგენს სხეულის კოორდინაციას;
  • რეკომენდებულია ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალოდ;
  • ამაგრებს გულის კუნთებს;
  • არეგულირებს არტერიულ წნევასა და ქოლესტერინის დონეს.

– რა არის აკვა აერობიკის უკუჩვენება?

– აკვა აერობიკას უკუჩვენება არ გააჩნია.

– რამდენად ეფექტურია აკვა აერობიკა სხეულის ფორმების გასალამაზებლად და ჭარბ წონასთან საბრძოლველად?

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აკვა აერობიკა არის ვარჯიშები წყალქვეშ სხვადასხვა სპორტული ინვენტარის გამოყენებით. წყალზე წინააღმდეგობის გაწევის ხარჯზე იტვირთება კუნთოვანი სისტემა, რაც უზრუნველყოფს:

  • სხეულის გამკვირვებას;
  • გაჯანსაღებასა და კონტურისა და რელიეფის ცვლილებას.

– როგორია კვების რეჟიმი აკვა აერობიკის დროს?

– კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აკვა აერობიკის დროს. საჭიროა კვება იყოს სწორი და რაციონალური, რასაც ნუტრიციოლოგები დიეტას უწოდებენ – აქედან ორი ძირითადი და სამი წახემსება, სულ – ხუთი კვება დღის განმავლობაში.