ფიტნესი და სპორტი

ასაკოვან მამაკაცებში ფეხბურთი გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს

ასაკოვან მამაკაცებში ფეხბურთი გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთი ძალიან სასარგებლოა არანავარჯიშევი, 63-დან 75 წლის ასაკის მამაკაცებისთვის. ფეხბურთი ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

მკვლევარები მამაკაცებს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ყველა მოხალისე ვარჯიშობდა 52 კვირის განმავლობაში. მონაწილეების უმრავლესობა კვლევის დასრულებიდან 2 წლის შემდეგაც აგრძელებდა ერთმანეთთან ფეხბურთის თამაშს კვირაში 2-ჯერ. ანალიზმა აჩვენა, რომ ფეხბურთის თამაშის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, მამაკაცთა გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა 15% გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, მოხალისეთა შრომის უნარი გაუმჯობესდა 43%, ხოლო ფუნქციური შესაძლებლობა გაიზარდა 30%. ერთი წლის შემდეგ სხეულის მასის ინდექსი
შემცირდა 3%. ამასთან, მათმა ორგანიზმმა უკეთ გააკონტროლა სისხლში შაქრის დონე და გაუმკლავდა თავისუფალ რადიკალებს.

ლალი ჩხიკვაძე

რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებებით განპირობებული
05-07-2019
მამაკაცის კოსმეტიკით დღეს ვეღარავის გააკვირვებ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც სურთ კარგად გამოიყურებოდნენ,
05-09-2018