რა ნიშნებით გამოვიცნოთ ბავშვის ავადმყოფობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რა ნიშნებით გამოვიცნოთ ბავშვის ავადმყოფობა

რა ნიშნებით გამოვიცნოთ ბავშვის ავადმყოფობა
მშობლები ხშირად ყურადღებას ისეთ ასპექტებს აქცევენ, როგორებიცაა მადა და ძილი.


როდესაც ბავშვი ძალიან ცოტას ან ბევრს ჭამს, მოუსვენრად სძინავს ან აგრესიის მოულოდნელი შეტევები აქვს - ეს მზრუნველ მშობლებს აშფოთებს, დანარჩენების აზრით კი თავისით გაივლის.


ნერვული სისტემა

ჩვეულებრივ, მშობლები ყურადღებას სხეულის ტემპერატურას აქცევენ: ნორმალური - ნიშნავს, ყველაფერი კარგადაა, როცა მაღალია - უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება. როდესაც ტემპერატურა მაღალია, ხელები კი ყინულივით, ეს პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმზე მიუთითებს.

თუ პატარას ხელები მუდმივად ცივი აქვს, ე.ი. ნერვული სისტემის აგზნებადობაა მომატებული. თერმორეგულაციის დარღვევა ბავშვის
ორგანიზმის სისუსტეზე, სტრესისადმი ორგანიზმის გამკლავების უუნარობაზე მიუთითებს.

მუდმივად ნოტიო ხელისგულები და ოფლიანი ქვედა საცვალი ორგანიზმის ნერვული რეგულაციის მოშლილობაზე მეტყველებს.

ნევროზთან მიახლოებულ მდგომარეობაზე მიუთითებს სხვა ნიშნებიც - ფრჩხილებს იკვნეტს, უეცრად კრთება, ძილში ლაპარაკობს (არაფერია საშიში,
თუ ეს დროდადროა, მაგრამ თუ ყოველ ღამე მეორდება, საჭიროა ნევროპათოლოგის კონსულტაცია).

თუ ბავშვი მუდმივად აგზნებულია, ძნელია მისი თამაშით გართობა, თამაშის დაწყების შემდეგ კი არ შეუძლია შეჩერება, აგრესიულად რეაგირებს თამაშში ჩარევისას, აწყობს ხანგრძლივ ისტერიკებს, შეიძლება ქალაშიდა წნევის მომატების სიმპტომი იყოს, რაც ნევროპათოლოგის კომპეტენციაა.

ნერვული სისტემის გადამეტებული აგზნებადობა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევამ. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს გახშირებული გულისცემაც. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბეზე მიუთითებს მსუბუქად გამოწეული თვალები. ამ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.


ენა

ენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სარკეა, სადაც გაწერილია ყველა ჩვენი დაავადება. თუ ენაზე მუდმივად ყვითელი ან თეთრი ნადებია, ეს კუჭის ან ნაწლავების მუშაობის დარღვევას მიუთითებს. საყურადღებოა ე.წ. “გეოგრაფიული” ხაზები ენაზე, რომლებიც ხშრად აღინიშნება ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღების შემდეგ ან ნაწლავის დისბაქტერიოზისას.


კანი

ბავშვის კანს ასევე ბევრის თქმა შეუძლია ორგანიზმის მდგომარეობაზე. დისბაქტერიოზისას ის მშრალია, იქერცლება და ხშირია ალერგიული გამონაყარი. თუ ტუჩები გამომშრალი და დამსკდარია, შეიძლება ეს კუჭ-ნაწლავის სერიოზული დარღვევების გამოვლინება იყოს.

საყურადღებოა ე.წ. “მარმარილოსებრი” კანი - ფერმკრთალი, მცირე ვენების მკვეთრი ნახატით, მსუბუქად ლაქოვანი. სავარაუდოდ, ბავშვს დარღვეული აქვს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოქმედება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ადვილად დაღლა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი.

თვალების ქვეშ სილურჯეები შეიძლება რკინის ან სხვა ვიტამინის ნაკლებობის შედეგი იყოს.


ფრჩხილები და კბილები

ფრჩხილების დათვალიერებისას შეიძლება აღინიშნებოდეს თეთრი ხაზები, რაც ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობას მიუთითებს. მისი დეფიციტი ასევე აისახება კბილების მდგომარეობაზე. საერთოდ, კბილები ორგანიზმის მთელი ძვლოვანი სისტემის მდგომარეობის მაჩვენებელია.


მადა და ძილი

თუ ბავშვი ძალიან გამხდარია, ხშირად ცივდება, საჭიროა პულმონოლოგის კონსულტაცია. მადა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას. როდესაც ბავშვი ნაკლებად მოძრავია და “მშვიდი თამაში” უყვარს, საშიში არაფერია, თუ ცოტას შეჭამს. თუ ბავშვი მთელი დღე დარბის და მოძრაობს, მას მადასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა ჰქონდეს.

თუ ბავშვი ბევრს ჭამს და ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად არ იმატებს წონას, ეს შეიძლება პარაზიტული ჭიების არსებობაზე ან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებდეს.

მშობლებს ასევე აშფოთებთ ბავშვის ცუდი ძილი. ჯანმრთელი ბავშვები ღამით ხშირად არ იღვიძებენ, მაგრამ უჭირთ ჩაძინება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დადგენილ დროს დაწვეს დასაძინებლად, ძილის წინ არ ნახოს საშინელებათა ჟანრის მულტფილმები ან ფილმები, საღამოს დიდხანს არ იჯდეს კომპიუტერთან. ეს ყველაფერი აღაგზნებს ბავშვის ნერვულ სისტემას და არღვევს ბიორიტმს.

რისი გაკეთება არ შეიძლება ბავშვის ავადმყოფობისას:

ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ ბავშვთან დაკავშირებით რაიმე არ მოგწონთ ან რაღაც საშიში სიმპტომი შეამჩნიეთ.

ბავშვის ავადმყოფობა მშობლებისთვის ყოველთვის სტრესია. დედები ცდილობენ ბავშვის მდგომარეობის შემსუბუქებას, რასაც წამლების ხელმისაწვდომობაც ეხმარება, ეს კი სავალალო შედეგებს იწვევს.


მაღალი ტემპერატურისას

  • ნუ დაზელთ ბავშვს ძმრით, სპირტით ან ნუ შემოუწყობთ ცივ სათბურებს. სპირტი ძალიან კარგად იწოვება კანიდან და შეიძლება ბავშვის ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიოს.
  • არ აუშვათ ტემპერატურა 38°С-ზე მაღლა. ექიმის მოსვლამდე დასწიეთ ტემპერატურა სიცხის დამწევი საშუალებებით.
  • არ გამოიყენოთ ასპირინი 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან.

მუცლის არეში ტკივილისა და ფაღარათის დროს

  • არ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რამაც შეიძლება ძალიან გაართულოს დიაგნოსტიკა. ტკივილგამაყუჩებელმა წამლებმა შეიძლება შენიღბოს ქირურგიული დაავადებები (აპენდიციტი, მწვავე ქოლეცისტიტი და სხვა).
  • არ შეიძლება სათბურის გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა გააძლიეროს ანთება და ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გააუარესოს.
  • ნუ გააკეთებთ ცხელი წყლის ოყნას, განსაკუთრებით - სხეულის მომატებული ტემპერატურისას.
  • ფაღარათის დროს ნუ მისცემთ ბავშვს შემკვრელ საშუალებებს. თუ ფაღარათი ინფექციითაა გამოწვეული, დაავადების მიმდინარეობა გართულდება, რამდენადაც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფის დაჩქარების ნაცვლად, მათი დაგროვების პროვოცირება მოხდება.
  • ინფექციური დაავადებების, ტემპერატურის მომატების, ფაღარათის, ღებინების დროს, ქირურგიულ დაავადებაზე ეჭვისას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰომეოპათიური საშუალებების მიღება. ასეთი მდგომარება მოითხოვს საზოგადოდ მიღებულ თერაპიას.


ყურის ტკივილისა და ოტიტის დროს

  • ნუ გაუკეთებთ ბავშვს თბილ კომპრესებს ტემპერატურის 38°С-მდე მომატებისას (მაგალითად, ოტიტის დროს);
  • ოტიტის სამკურნალოდ ნუ გამოიყენებთ სპირტს;
  • არ მისცეთ ბავშვს უცნობი წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე. მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზას ბავშვის ასაკისა და მიღების დროის გათვალისწინებით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა
08-05-2019
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
08-05-2019
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
1 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად უვითარდებათ დისბაქტერიოზი - დაავადება, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარღვევითაა გამოწვეული.
ზოგი ბავშვი მუცლის წინა ფარის დეფექტით იბადება - ჭიპის არეში მუცლის აპკი თხელია ან საერთოდ არ არის. მუცლის ღრუში წნევის მატებისას, მაგალითად, ტირილის დროს,
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად