როგორ ავირიდოთ რაქიტი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ ავირიდოთ რაქიტი?

როგორ ავირიდოთ რაქიტი?
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რაქიტი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მის შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ პედიატრ მარინა აფციაურს.

- რატომ არის რაქიტის პრობლემა კვლავ აქტუალური?

- რაქიტი არა მარტო პედიატრიული, ზოგადსამედიცინო და სოციალური პრობლემაც არის, რადგან სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია:

  • ავადობის მაღალი სიხშირე;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ინტერფერონის პროდუქციის შემცირება;
  • კუნთთა ჰიპოტონია;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაც­იები.

ეს ყოველივე ხელს უწყობს ბავშვებთან სასუნთქი სისტემის ინფექციების გახშირებას, იწვევს ოსტეოპოროზს, ზრდის ჩამორჩენას, ძვლების დეფორმაციებს, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის აბსორბციის (შეწოვის) დაქვეითებას, კბილების დაზიანებას, კარიესს, კუჭ-ნაწლვის მოტორიკის ცვლილებას, ბილიარული (ღვიძლის) ფუნქციის
დარღვევას, ნერვული სისტემის ფუქნციის დარღვევას და ა.შ.

- რა მიიჩნევა რაქიტის განვითარების მთავარ მიზეზად?

- რაქიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც განპირობებულია კანში მისი წარმოქმნის უკმარისობით. ასევე საკვებთან ერთად მისი მიწოდების შეფერხებით, ნაწლავში შეწოვის პროცესების დაქვეითებით და სხვა.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დიდი ხნის დავიწყებული რაქიტი
დაბრუნდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი აღორძინება უკავშირდება ორგანიზმის D ვიტამინით არასათანადო მომარაგებას. ძუძუთი კვების ისეთ შემთხვევაში, როდესაც D ვიტამინს დამატებით არ იღებდნენ, ყველა ბავშვს რაქიტი განუვითარდა.

- რა გზით ხვდება ორგანიზმში D ვიტამინი?

- რაქიტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს D ვიტამინით უზრუნველყოფას პერორალური გზით (ანუ ამ ვიტამინით მდიდარი საკვების, ასევე თავად D ვიტამინის მიღებას). ამაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდშივე უნდა დაიწყოს.

თანამედროვე მონაცემებით, ორსულის კვება ზომიერად მრავალფეროვანი უნდა იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცილოვანი ინგრედიენტების შემცველი (ცხოველური და მცენარეული) პროდუქტების ყოველდღიურ გამოყენებას.

ცხოველური პროდუქტებიდან ორსული უნდა იღებდეს ხორცს, თევზს, კვერცხს, ხაჭოს, ყველს, რძეს, ნადუღს, მაწონს, კეფირს.

მცენარეულიდან - პურს, კარტოფილს, ლობიოს, ბარდას, ბურღულეულს.

უმნიშვნელოვანესია ცხიმები - ნაღები, კარაქი, არაჟანი, კვერცხის გული, მცენარეული ზეთი.


ოპტიმალური რაციონი
ორსულის რაციონი ოპტიმალურად ითვლება, თუ შეიცავს:

  • 100გ ცილას;
  • 90-100გ ცხიმს;
  • 400-500გ ნახშირწყლებს;
  • ენერგეტიკული ღირებულება კი 2500-300 კკალ-ს აღწევს.

იგივე მოეთხოვება მეძუძური დედის რაციონს.

ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის მიზანშეწონილია ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრების (პოლივიტამინების) მიღება ფიზიოლოგიური მოთხოვნილების გათვალისწინებით. ასევე გასათვალისწინებელია თანარსებული, ფონური დაავადებები. ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის - პოლვიტამინების მიღებაც კი პირად ექიმთან, ამ შემთხვევაში - გინეკოლოგთან უნდა შეთანხმდეს.

როდესაც ბავშვი არ ან ვერ იღებს D ვიტამინს საკვებთან ერთად თუ პრეპარატის სახით, ის არ არის დაზღვეული რაქიტის განვითარებისგან.

ყველაზე მეტ D ვიტამინს შეიცავს:

  • ნაღების კარაქი;
  • თევზის ქონი;
  • კვერცხი (განსაკუთრებით - გული);
  • ხიზილალა.

რაქიტის ასარიდებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია D ვიტამინის მიღების სხივური გზა ანუ ორგანიზმზე მზის სხივების ზემოქმედება. მათი დეფიციტისას კი კანში D ვიტამინის წარმოქმნა ითრგუნება, იბლოკება.

საქართველოს ბუნებრივი, ზომიერი კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები, მზიანი დღეების სიუხვე, რაქიტის პროფილაქტიკისთვის ძალზე ხელსაყრელია.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ.

მშობლებო, უარს ნუ იტყვით ბუნების ამ საჩუქარზე, სწორად ორგანიზებული სრულფასოვანი კვებითა და მედიკამენტური ღონისძიებებით აარიდეთ თქვენს პატარას D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად