ენურეზი - უნებლიე შარდვა ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენურეზი - უნებლიე შარდვა ბავშვებში

  • შარდის გამომყოფი ორგანოების ფუნქციური დარღვევები;
  • შარდის გამომყოფი სისტემის განვითარების მანკი;
  • პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი.

ზოგჯერ შარდის შეუკავებლობა თავად იქცევა სხვა, კერძოდ, ზედა და ქვედა შარდგამომყოფი სისტემის ანთებითი დაავადებების მიზეზად.

ენურეზის ფორმები და გამოვლენა

არსებობს ენურეზის სამი ფორმა:

1. სტრესული;

2. იმპერატიული;

3. რეფლექსური.

სტრესული ფორმა

ენურეზის სტრესული ფორმა უმეტესად გოგონებთან გვხვდება. მისი მიზეზია მენჯის კუნთების, მათ შორის - ბუშტში შარდის შემაკავებელი კუნთების, სისუსტე. შარდის შეუკავებლობის სტრესული ფორმის დროს მუცელში წნევის მომატებისას (მაგალითად, სიცილის დროს) შარდის უნებლიე გამოყოფა ხდება.

იმპერატიული ფორმა

ენურეზის იმპერატიული ფორმა ბიჭებთანაც გვხვდება და გოგონებთანაც. მას იწვევს შარდის ბუშტის ფუნქციობის დარღვევა, მისი კუმშვადობის მომატება. ბავშვს უჩნდება მოშარდვის დაუოკებელი სურვილი და ხშირად ვერ ასწრებს საპირფარეშომდე მისვლას.

რეფ ლექსური ფორმა

შარდის შეუკავებლობის რეფლექსური ფორმა თავს იჩენს შარდის ბუშტის გადავსებისას, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს შარდის გამოყოფის დარღვევები და შარდის ბუშტის ტონუსის მოშლა.

ჰიპერაქტიური ბავშვები

ენურეზი ხშირად გვხვდება მცირე ასაკის ჰიპერაქტიურ ბავშვებთან, რადგან ასეთ პატარებს ყურადღება გაფანტული აქვთ და საპირფარეშოს იშვიათად სტუმრობენ. ამ შემთხვევაში შარდის შეუკავებლობა არ არის დაავადების სიმპტომი და 5 წლისთვის თავისთავად გაივლის.

როდის მივმართოთ ექიმს

5 წლამდე ასაკის ბავშვებთან შარდის შეუკავებლობა, წესისამებრ, არ უდებს სათავეს სხვა დაავადებას, მაგრამ თუ უნებლიე შარდვას თან ახლავს სხვა სიმპტომები (მაგალითად, მუცლის ქვედა მიდამოს ტკივილი ან წვა) ან 5 წლის შემდეგაც აწუხებს ბავშვს, უროლოგთან მისვლა აუცილებელია.

როგორ უნდა მოიქცეს დედა

  • დღის განმავლობაში 2-3 საათში ერთხელ შეახსენოს ბავშვს, რომ მოშარდვის დროა.
  • ხშირ-ხშირად აუხსნას, რომ შარდის შეკავება არ შეიძლება და უნდა მოშარდოს მანამდე, სანამ მოთხოვნილება აუტანელი გახდება;
  • მოშარდვის შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთით დატოვოს ბავშვი ქოთანზე, რომ პატარამ შარდვა დაასრულოს;
  • ერიდოს სასქესო ორგანოების მიდამოს საპნით დაბანას (გოგონებთან) - ამან შესაძლოა სასქესო ორგანოების გაღიზიანება და დღისით შარდვის შეუკავებლობის ეპიზოდების გახშირება გამოიწვიოს.

გახსოვდეთ, ბავშვებს არ შეუძლიათ შარდის შეუკავებლობის მართვა. ამის გამო ბავშვის დასჯა, გაბრაზება ან დატუქსვა არ შეიძლება - მოსალოდნელია, ამან უფრო მეტად დაამძიმოს პრობლემა.