პედიატრიის ცნობარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრიის ცნობარი

ფილტვის ალვეოლების ალერგიული ანთება

როგორ მიმდინარეობს ფილტვის ალვეოლების ანთება? როგორ მკურნალობენ მას? ეს დაავადება ზემოთ აღწერილი მექანიზმით ვითარდება და წარმოადგენს ფილტვებში ლოკალიზებულ ადგილობრივი ტიპის რეაქციას. ამ შემთხვევაში ალერგენი შეიძლება იყოს აქტინომიცეტები, ობი ან ცხოველური ცილა. ისინი სასუნთქ გზებში ხვდებიან სხვადასხვა სახის, მაგალითად, თივის, კომპოსტის (შავი, ფხვიერი, მიწის სუნის მქონე ორგანული მასალა), ქამა სოკოს, მერქნის მექანიკური დამუშავების დროს გამოყოფილ მტვერთან ერთად. ფილტვის ალვეოლების ამგვარი ანთება აერთიანებს ერთმანეთის მსგავსი მიმდინარეობისა და ნიშნების მქონე დაავადებათა მთელ ჯგუფს.

ფილტვის ალვეოლების ალერგიული ანთება იწყება ალერგენთან კონტაქტიდან 6-8 საათის შემდეგ. ავადმყოფს უვარდება ხველა, ეუფლება მოხრჩობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურაც იმატებს.

ფილტვის ალვეოლების ალერგიული დაზიანება ზრდასრულებთან უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვებთან, რადგან დიდებს უფრო ხშირად უხდებათ ალერგენებთან კონტაქტი. მაგალითად, მეწისქვილეებთან, მეფუნთუშეებთან, მიწათმოქმედებთან, ბამბის ფაბრიკისა თუ ქათმების ფერმის თანამშრომლებთან ეს დაავადება პროფესიულ ხასიათს იღებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიგენთან ხანგრძლივი კონტაქტი იწვევს ანტისხეულების (IgG) წარმოქმნას. ქსოვილებში (ალევეოლების კვეთაზე, წვრილი სისხლძარღვების კედლებში) ლაგდება კომპლექსები და თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, დროთა განმავლობაში მოხდება ფილტვის ქსოვილის სკლეროზირება და განვითარდება სუნთქვითი უკმარისობა.

ფილტვის ალვეოლების ალერგიული ანთების მკურნალობა ალერგენების ლიკვიდაციისკენაა მიმართული. ამისთვის უნდა შეწყდეს ალერგენთან კონტაქტი და დაინიშნოს ანტიჰისტამინური საშუალებები. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება.

შრატისმიერი დაავადება

რა არის შრატისმიერი დაავადება? როგორ მკურნალობენ მას? შრატისმიერი დაავადება – ეს არის ორგანიზმის ზოგადი რეაქცია მასში მოხვედრილი უცხო შრატის (მაგალითად, ზოგიერთ ვაქცინაში შემავალი ცხენის შრატის) მიმართ. მოცირკულირე იმუნური კომპლექსები იწვევს ადგილობრივი ტიპის ანთებით რეაქციას. ორგანიზმში ალერგენის მოხვედრიდან 7-15 დღის განმავლობაში იმატებს ტემპერატურა, ვითარდება ჭინჭრის ციება, სახსრების შეშუპება, კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება და მუცლის ტკივილი.

შრატისმიერ დაავადებას მკურნალობენ ანტიჰისტამინური და სისხლძარღვის კედლების გამამკვრივებელი პრეპარატებით. ზოგჯერ აუცილებელი ხდება კორტიკოსტეროიდების დანიშვნა.


ალერგიული რინიტი

როგორ ვითარდება ალერგიული რინიტი? როგორ მკურნალობენ მას? ალერგიული რინიტი ორგვარად შეიძლება განვითარდეს: როგორც თივის ცხელება, რომელიც მცენარეების ყვავილობის პერიოდში იჩენს თავს და როგორც არასეზონური ალერგიული რინიტი, რომლის სიმპტომებიც მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება.

თივის ცხელება აღმოცენდება ხეების, ბალახების, ბუჩქების, სარეველების ყვავილობის პერიოდში. ყველაზე ხშირად ეს მაისის ბოლოს, ივნისის ბოლოს და ივლისის შუაში ხდება.

ალერგიული რინიტის დროს ცხვირიდან ჭარბ ლორწოვან გამონადენს თან ახლავს ცემინება, ცხვირის გაჭედვის შეგრძნება (ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო), თავის ტკივილი. ხშირად თავს იჩენს ცრემლდენა, ქუთუთოების შეწითლება და შესივება, სინათლის შიში, ზოგჯერ - ასთმის ნიშნებიც (დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში). ბალახებთან კონტაქტის დროს კანზე სიმაგრეები და შეშუპებები ჩნდება.

თივის ცხელება ხშირია სისხლით ნათესავებს შორის, უმთავრესად - ახალგაზრდებთან. 2-3 წლის ბავშვებთან ის იშვიათია, თუმცა ამ შემთხვევაში მტვერთან კონტაქტის გამო კანზე ცვლილებებიც შეიძლება წარმოიშვას.

ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებთან თივის ცხელებამ შესაძლოა თავი იჩინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის (ფაღარათი, მუცლის ტკივილი) ან კანისმხრივი (დიათეზი) ცვლილებებით.

მცენარეების ყვავილობის პერიოდში მკურნალობა გულისხმობს ადგილობრივი (ცხვირის წვეთები) და შინაგანად მისაღები ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებებისა და სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების გამოყენებას. ზოგჯერ ადგილობრივად იყენებენ ჰორმონულ პრეპარატებს. ხშირად ყვავილობის პერიოდის დასრულებამდე ინიშნება ლორწოვანი გარსის შეშუპების დამაცხრობელი საშუალებები.

არასეზონური ალერგიული რინიტი კლინიკური ნიშნებით თივის ცხელებას ჰგავს, მაგრამ მისი სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში შეინიშნება, რადგან ალერგენები დიდხანს მოქმედებენ.

არასეზონურ ალერგიას უმეტესად საყოფაცხოვრებო ალერგენები (სახლის მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, ბალიშისა და მუთაქის ბუმბული, ობი) იწვევს. სამკურნალოდ აუცილებელია ალერგენის მოშორება და იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც თივის ცხელების დროს ინიშნება. ისეთი ალერგენის, როგორიცაა ოთახის მტვერი, მთლიანად მოშორება შეუძლებელია, მაგრამ მისი რაოდენობის შემცირება შეიძლება. ამისთვის აუცილებელია ოთახის სველი წესით დალაგება, რბილ სათამაშოებსა და ხალიჩებზე უარის თქმა ან მათი ხშირი რეცხვა და წყლის მტვერსასრუტით ყოველდღიური წმენდა, ნაჭრის ავეჯის, ლეიბების, გადასაფარებლების ხშირი ფერთხვა და მტვერსასრუტით დასუფთავება.

კონტაქტური ეგზემა

გვხვდება თუ არა ბავშვებთან კონტაქტური ეგზემა? კონტაქტური ეგზემა ალერგენთან კანის უშუალო კონტაქტით გამოწვეული დაზიანებაა. ამ დროს ვითარდება IV ტიპის იმუნური რეაქცია, რომელსაც უჯრედულ და დაგვიანებული ტიპის რეაქციასაც უწოდებენ. კონტაქტური ეგზემის განვითარების მექანიზმში მთავარ როლს ასრულებს არა ანტისხეულები, არამედ ლიმფოციტები. ისინი ალერგენთან კონტაქტის დროს ათავისუფლებენ ბევრ ქიმიურ სუბსტანციას - ე.წ ლიმფოკინებს, რომლებსაც ამ ტიპის რეაქციაში მედიატორის ფუნქცია აკისრიათ. პატარებზე ხშირად დაავადება ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ და ხშირად პროფესიული ხასიათისაა (საღებავების, ბეწვის, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების საწარმოთა თანამშრომლები, ფარმაკოლოგიურ საწარმოთა თანამშრომლები და ა.შ.). კონტაქტური ეგზემა ბავშვებსაც შეიძლება განუვითარდეთ, მაგალითად, ფორმალინთან კონტაქტის დროს. ამ უკანასკნელს ტანსაცმლის საღებავად იყენებენ. ფორმალინით შეღებილ ტანსაცმელთან განმეორებითმა შეხებამ შესაძლოა ბავშვის კანზე ცვლილებები გამოიწვიოს.

კონტაქტური ეგზემის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ლითონის ღილებთან, ელვა შესაკრავთან, მონიკელებულ საათთან, მელანთან, საღებავებთან, გაზეთის ქაღალდთან, რეზინის სათამაშოებთან კონტაქტიც. ეს არ არის ატოპიური დაავადება, მაგრამ ატოპიური მდგომარეობა ხელს უწყობს კონტაქტური ეგზემის გამოვლენას.


კანის ატოპიური ანთება

რა სიმპტომები იჩენს თავს ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებთან კანის ატოპიური ცვლილებების (ატოპიური ეგზემის) დროს? ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან კანის ატოპიურ ანთებას ატოპიურ ეგზემას უწოდებენ, მოზრდილებთან კი - მქავანა დერმატოზს. ეგზემა ბავშვებს უმეტესად სამი თვის ასაკში ემართებათ. ამ დროს თავს იჩენს დამახასიათებელი ცვლილებები ლოყებზე: კანი წითლდება, იქერცლება, შუპდება, სველდება. ცვლილებები ლოკალიზდება ეპითელიუმში (კანის გარეთა რქოვანა შრის ქვემოთ მდებარე შრეში) ბუშტუკოვანი სველი კუნძულების სახით. ეს ბუშტუკები შესაძლოა გაჩნდეს თავის კანზე, კიდურების სახრელებსა და კანის ნაკეცებში. გამონაყარს თან ახლავს ძლიერი ქავილი. ქავილმა შესაძლოა დააზიანოს ეს უბნები და ინფიცირების საშიშროება წარმოშვას.

თუ პროცესი მრავალჯერადად განვითარდა ერთსა და იმავე ადგილას, ამ უბნებში კანი უხეშდება და ფერი ეცვლება. დაავადებას შესაძლოა იმუნიტეტის დაქვეითებაც ახლდეს თან.

ეგზემის მიზეზად შესაძლოა იქცეს კვებითი ან სხვა სახის ალერგენი. დეტერგენტები (სინთეზური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში როგორც სარეცხი საშუალება და ემულგატორი), ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები ხელს უწყობს კანის პათოლოგიური ცვლილებების წარმოშობას და გაძლიერებას. ეს დაკავშირებულია ატოპიურ ექტოდერმულ დეფექტებთან (ატოპიის მქონე ადმიანების ეპიდერმისის დეფექტებთან). ამ დეფექტების მორფოლოგიური ნიშნებია კანის სიმშრალე და კანის აქერცვლა.

როგორ მკურნალობენ ატოპიურ დერმატიტს? სამკურნალოდ ინიშნება სპეციალური დიეტა. აუცილებელია ბავშვის გარემოდან ალერგენის მოშორება. კანის დაზიანებულ უბნებზე უსვამენ სპეციალურ კრემებს, შინაგანად აძლევენ ანტიჰისტამინურ საშუალებებს.

რით განსხვავდება ქავანა დერმატოზი ატოპიური ეგზემისგან? ქავანა დერმატოზს ახასიათებს ატოპიური დერმატოზის ყველა ნიშანი. კანის ცვლილებები ისეთივეა, როგორიც ეგზემის დროს, მაგრამ ლოკალიზდება უმთავრესად კიდურების სახრელებში, ხელების უკანა ზედაპირზე. კანის სიმშრალე უფრო სუსტადაა გამოხატული და ბუშტუკებიც უფრო ნაკლებია. მეტია კუნძულოვანი ელემენტი. დაავადება მიმდინარეობს ძლიერი ქავილით, ახასიათებს პერიოდული გამწვავება და რემისია. ქავანა დერმატოზის დროს ალერგენის აღმოჩენა გაცილებით ძნელია. ხშირად მთავარ როლს ფსიქოლოგიური ფაქტორი ასრულებს. არცთუ იშვიათად ქავანა დერმატოზს თან ახლავს ასთმა.

როგორ მკურნალობენ ქავანა დერმატოზს? ინიშნება ანტიჰისტამინური და დამამშვიდებელი საშუალებები. დაზიანებულ უბნებში ინფექციის შეჭრის შემთხვევაში მკურნალობაში რთავენ ანტიბიოტიკებს. აუცილებელია გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება.

მომდევნო ნომრებში:

  • ატოპიური ასთმა;
  • ასპირინით გამოწვეული ასთმა;
  • ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება;
  • ანაფილაქსიური შოკი;
  • ადგილობრივი ანაფილაქსიური რეაქცია.