რა არის ცირკუმციზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ცირკუმციზია

ასოს სხეულისა და ასოს თავისგან. სხეული დაფარულია თხელი კანით, რომელიც მეტად მოძრავია, ვინაიდან მდიდარია კანქვეშა ფაშარი ქსოვილით, თავის კანი კი, რომელიც კიდევ უფრო თხელია, მჭიდროდაა გადაკრული მის თეთრ გარსზე და ამიტომაც უძრავია. ასოს თავის ყელის ნაწილში ასოს სხეულის კანი ქმნის თავისუფალ ნაოჭს - ჩუჩას, რომელიც ასოს თავზეა გადაკრული და თითქმის მთლიანად ფარავს მას, განსაკუთრებით - სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე. ჩუჩას ორი ფურცელი აქვს: შიგნითა, შედარებით თხელი, რომელიც უშუალოდ ასოს თავთან არის კონტაქტში და გარეთა, შედარებით უხეში, რომელიც ასოს სხეულის კანის გაგრძელებაა. ცირკუმციზია ჩუჩის მოკვეთის პროცედურაა. მას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. დღეისათვის არსებობს ცირკუმციზიის რამდენიმე ტიპი, რომლებიც სხვადასხვა ქირურგის მიერაა შემუშავებული. საზოგადოდ კი განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რომელთა დროს, შესაბამისად, ხდება ჩუჩის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა.

რატომ მიმართავენ ცირკუმციზიას

ბავშვებს ამ პროცედურას ფიმოზის გამო უტარებენ. ფიმოზის დროს ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ეს პათოლოგიური მდგომარეობა აფერხებს ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას და ხელს უწყობს თავსა და ჩუჩას შორის განსაკუთრებული ნივთიერების - სმეგმის დაგროვებას. სმეგმა ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლების გამონაყოფია. როცა ის ზომაზე მეტი გროვდება, იქმნება დაავადების გამომწვევ მიკრობთა გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა - ასოს თავის რეგულარული ჩამობანა საპნითა და თბილი წყლით. თუ ჰიგიენას სათანადო ყურადღება არ მიექცა, შესაძლოა განვითარდეს ბალანოპოსთიტი - ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება, რომელსაც ხშირად ინფექციის აღმავალი მიმართულებით გავრცელება მოჰყვება. ამ დროს ანთებითი პროცესი შარდსადენ მილს, ზოგჯერ შარდის ბუშტსაც მოიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფიმოზი ბავშვებში ასაკთან ერთად აღმოიფხვრება. ამის კვალობაზე, თუ მდგომარეობა განსაკუთრებით რთული და მძიმე არ არის, სამ წლამდე ბავშვებს ცირკუმციზიას არ უტარებენ. ზრდასრული მამაკაცისთვის ოპერაციის ჩვენებაა თესლის ნაადრევი დაღვრაც. ცირკუმციზიის შემდეგ ასოს თავის მფარავი კანი მკვრივდება და მგრძნობელობა უქვეითდება, რისი მეოხებითაც სქესობრივი აქტი ხანგრძლივდება.

ცირკუმციზიის დადებითი შედეგები

ბავშვებში ათჯერ მცირდება შარდსასქესო სისტემის ინფექციურ დაავადებათა (ცისტიტის, პიელონეფრიტის) რისკი. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროცედურა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ალბათობასაც აქვეითებს. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ცირკუმციზიის ჩატარება, ამერიკელ სპეციალისტთა მტკიცებით, საგრძნობლად ამცირებს ასოს კიბოს განვითარების რისკს. სწორედ წინადაცვეთის დამსახურებაა, რომ მუსლიმანური ქვეყნების მკვიდრ ქალებს გაცილებით იშვიათად ემართებათ საშვილოსნოს ყელის კიბო. საქმე ის გახლავთ, რომ ჩუჩამოკვეთილ მამაკაცებთან სქესობრივი კონტაქტისას ისინი იშვიათად ინფიცირდებიან პაპილომავირუსით, რომლის ერთ-ერთ ტიპს საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზად მიიჩნევენ. ცირკუმციზია აადვილებს სასქესო ასოს ჰიგიენას, სმეგმა ამ დროს გაცილებით ნაკლები გამოიყოფა.

ცირკუმციზიის უარყოფითი შედეგები

თუ პროცედურა არასრულფასოვნად და არასტერილური ხელსაწყოებით ჩატარდა, ისევე როგორც სხვა ქირურგიული მანიპულაციების დროს, სავსებით მოსალოდნელია, ჭრილობა ანთებითი პროცესით გართულდეს. ჭრილობის დაჩირქებას ხელს უწყობს ანალური ხვრელის სიახლოვე და პოსტოპერაცულ პერიოდში ჰიგიენის წესების დაუცველობაც. ცირკუმციზიას ზოგჯერ სასქესო ასოს დეფორმაცია მოსდევს. პროცედურის არასწორად ჩატარება (კანის ნაოჭის საჭიროზე მეტი ნაწილის მოკვეთა) ასოს მფარავი კანის დაჭიმვას იწვევს და პენისის დეფორმაციას განაპირობებს. თანამედროვე მიდგომით, ფიმოზის დროს ცირკუმციზიას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ადგილობრივი სტეროიდული საშუალებებით კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა.