რა ინფორმაციას გვაწვდის ანალიზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ინფორმაციას გვაწვდის ანალიზები

ანალიზების ჩასაბარებლად პოლიკლინიკაში ბავშვთან ერთად წასვლა ბევრი მშობლისთვის ტრაგედიაა და ცდილობენ, ის სხვა დროისთვის გადადონ. არადა, სწორედ ანალიზების საშუალებით არის შესაძლებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ამა თუ იმ სისტემის მუშაობის დარღვევის დროულად გამოვლენა, დამატებითი გამოკვლევის დანიშვნა და მკურნალობა.

- რას უჩივიან უმეტესად ბავშვები და რა საშიშროებას უქადის ეს ორგანიზმს?

- ბავშვები ხშირად უჩივიან ყელის ტკივილს. ისინი ადვილად ცივდებიან. დაავადება იწყება მწვავედ, წესისამებრ, ხორხისა და ტრაქეის დასაწყისის დაზიანებით, ტემპერატურის 37-37,5 გრადუსამდე მომატებით. ანთებითი პროცესი ვლინდება იმუნური სისტემის სისუსტის ფონზე, რაც ხშირად გადაცივების ან გადატანილი დაავადების ბრალია. ის შეიძლება გართულდეს:

  • წითელათი;
  • გრიპით;
  • პარაგრიპით;
  • ენტეროვირუსული ინფექციით;
  • ადენოვირუსული ინფექციით;
  • რინოვირუსული ინფექციით.

ასეთ დროს მშობლებისა და პედიატრების ყველაზე გავრცელებული შეცდომაა გამოკვლევამდე მკურნალობის დაწყება. ეს ართულებს დაავადების დინამიკაზე დაკვირვებას და ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას. თუ დაავადება ბაქტერიით არის გამოწვეული, გამოკვლევები მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ბაქტერიები მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების მიმართ და მკურნალობის ფონზე დათესვის შედეგად არაინფორმაციულ პასუხს მივიღებთ. სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, თუ დაავადება არ გართულდა, გამოჯანმრთელება იწყება სიმპტომების გამოვლენიდან 4-5 დღის შემდეგ. ვირუსულია თუ ბაქტერიული წარმოშობისა დაავადება, ამის გარკვევა შესაძლებელია სისხლის საერთო ანალიზით, ხოლო სახელდობრ რომელი მიკრობია დაავადების მიზეზი, ამის გასარკვევად საჭიროა დამატებითი გამოკვლევა. მეორე გავრცელებული ჩივილია ქავილი. ალერგია სამართლიანად მიიჩნევა თანამედროვეობის დაავადებად. ბავშვებთან ადრეული ასაკიდანვე ყველაზე ხშირად იჩენს თავს ატოპიური დერმატიტი, რომელსაც წინათ დიათეზს უწოდებდნენ.


მისთვის დამახასიათებელია სახის, წელისა და კიდურების არეში კანის ანთებითი რეაქცია. ალერგია, დერმატიტი ბავშვთა ასაკში სულ უფრო აქტიურად და მრავალფეროვნად ვლინდება. ბევრი მშობლისთვის ეს ნამდვილი პრობლემაა. ალერგიული რეაქციის შესამცირებლად საჭიროა დაავადების გამომწვევ ალერგენებთან კონტაქტის შეზღუდვა ან აკრძალვა. ალერგენი შესაძლოა იყოს საკვები, ფხვნილი, რომელშიც ბავშვის ტანსაცმელი და თეთრეული ირეცხება, ოთახის მტვერი, ოთახის ყვავილების მტვერი, შინაური ცხოველების კანის ნაწილაკები და სხვ. დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს, ადრევე გამოვავლინოთ ალერგენები, რომელთა მიმართ ბავშვს მომატებული მგრძნობელობა აქვს. ამასთან, სანამ ჩატარდება გამოკვლევა კონკრეტულ ალერგენებზე, რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზი და გამოკვლევა იმუნოგლობულინ E-ზე. იმუნოგლობულინს ორგანიზმი გამოიმუშავებს მხოლოდ ალერგიული პათოლოგიების დროს. მიღებული შედეგების შეჯამებით შესაძლებელი ხდება სავარაუდო დიაგნოზის დადასტურება. მესამე ჩივილია მუცლის ტკივილი. ხშირად დერმატიტებს (ალერგიულ რეაქციებს) თან ახლავს ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა (დისბიოზი). ნაწლავის ნორმალური ფლორის ცვლილება, როგორც თანმხლები მდგომარეობა, მოსალოდნელია სხვადასხვა დაავადების დროს. მათ შორისაა:

  • ჭიებით ინვაზია;
  • ხელოვნური კვება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები (წვრილი ნაწლავების ანთება - ენტერიტი, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება - კოლიტი და ა.შ.);
  • გაუმართლებელი მკურნალობა ანტიბიოტიკებით ან მათი დოზის გადაჭარბება.

ასეთ დროს უნდა ჩატარდეს განავლის გამოკვლევა მიკროსკოპით (კოპროლოგია) ჭიის კვრცხებზე, ასევე - ნახშირწყლების შემცველობა. დამატებით ტარდება ნაწლავის მიკროფლორის გამოვლევა დისბიოზზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა. უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება ისეთი ჩივილის, როგორიცაა - ტკივილი შარდვისას! ბავშვთა ასაკში შარდსასქესო სისტემის დაავადებების მიმდინარეობა ხასიათდება იმით, რომ პრაქტიკულად არ იწვევს შესამჩნევ ჭირვეულობას. შარდვისას ტკივილის, წვის შემჩნევისთანავე უნდა ჩააბაროთ შარდი საერთო გამოკვლევისთვის, ხოლო საჭიროებისას ტარდება დამატებითი კვლევა-დათესვა ფლორაზე. თუ გოგონაა, ყურადღებით დააკვირდით საშოს ლორწოვანს, მცირე ბაგეები შეხორცებულია თუ არა, რომელიც ნორმალურ შარდვას უშლის ხელს. გავრცელებული პათოლოგიაა გოგონებში საშოს ლორწოვანის ანთება - როდესაც ინფექცია ხვდება ჭუჭყიანი ხელით, კანიდან, ნაწლავიდან, გამოყელვისას... უფრო მოზრდილ ასაკში გვხვდება საშვილოსნოს ლორწოვანის ანთება (ვულვოვაგინიტი). სიმპტომებით ემსგავსება ხაჭოსებრ გამონადენს. არ გირჩევთ პრობლემის დამალვას. დროულად მიაკითხეთ ექიმს და ჩააბარეთ ანალიზი.

- ყველაზე მნიშვნელოვანი და ინფორმაციული ნებისმიერი ჩივილის დროს არის სისხლის ანალიზი. როდის და როგორ ხდება მისი ჩაბარება?

- ბავშვთა დაავადებების ყველაზე ინფორმაციული გამოკვლევაა სისხლის საერთო ანალიზი, ამასთან მარტივი მეთოდი. მისი მაჩვენებლები ექიმისთვის იძლევა ინფორმაციას ყველა ორგანოსა და სისტემაზე, მათ დაავადებაზე გამოვლენამდე, სწორად შერჩეულ მკურნალობის ტაქტიკაზე. პირველი სისხლის საერთო ანალიზი კეთდება აცრების დაწყებამდე 2-3 თვის ასაკში. ამ ასაკში იზრდება რკინადეფიციტური ანემიის რისკი. ბავშვის ორგანიზმში ანემიის შემთხვევაში ქვეითდება ერითროციტები და ჰემოგლობინის დონე. აცრებამდე საჭიროა დარწმუნდეს ექიმი, რომ ბავშვი ჯანმრთელია. უმჯობესია სისხლის აღებამდე ბავშვი იყოს მშიერი, დედის რძეც არ უნდა ჰქონდეს მიღებული. უნდა მიიყვანოთ ძუძუთი კვებამდე. სისხლის მაჩვენებლების ცვლილებას იწვევს ანალიზის აღებამდე ფიზიკური აქტიურობა, სტრესი. ამიტომ მოზრდილი ბავშვი დაამშვიდეთ, დააწყნარეთ და შემდეგ აიღეთ სისხლი. ბავშვის დაბადება ოჯახისთვის დიდი სიხარულია. ამ წუთიდან მშობლების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ იგი ჯანმრთელი გაიზარდოს. ამისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პერიოდულად ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება.