კონტრასტული პროცედურები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კონტრასტული პროცედურები

- სითბოსა და სიცივის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანვეა ცნობილი. ძველი რომაელები სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით იყენებდნენ რომაულ თერმებს (აბანოებს) და ცივი წყლის აუზებს. ძველი სლავები ჯერ ორთქლის აბაზანას იღებდნენ, მერე კი ცივ მდინარეში ბანაობდნენ ან პირდაპირ თოვლში ხტებოდნენ. არსებობდა ადგილობრივი ცხელი და ცივი პროცედურების გამოყენების პრაქტიკაც. მაღალი და დაბალი ტემპერატურის მონაცვლეობა განაპირობებდა ორგანიზმისთვის სასარგებლო ძვრებს, ანელებდა ან აჩქარებდა ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ცხელი სათბურის, კომპრესის ან ყინულის ბუშტის საშუალებით შეიძლება გავაქროთ შეშუპება, სილურჯე, ანთება, შევამსუბუქოთ ტკივილი. მთავარია, ვიცოდეთ მათი სწორად გამოყენება. დღეს სამკურნალო საშუალებების არსენალი ფართოა, თუმცა არც ამ მარტივი პროცედურების დავიწყება გვმართებს.

- როგორი ეფექტი აქვს სითბურ პროცედურებს?

- სითბურმა პროცედურებმა შეიძლება გამოიღოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგიც, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა სარგებლობისა თუ ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ. სითბო აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს ქსოვილებისა და უჯრედებისკენ მდინარე სისხლის ნაკადს, ხსნის ანთებას, შეშუპებას, ტკივილს, სპაზმს კანქვეშა ქსოვილებში, კუნთებსა და ორგანოებში. ვინაიდან სითბური პროცედურები აფართოებს სისხლძარღვების სანათურს და ზრდის სისხლის ნაკადს, ისინი უკუნაჩვენებია:

  • ტრავმის მიღებიდან პირველი რამდენიმე დღე;
  • მუცლის ღრუში მიმდინარე მწვავე ანთებითი პროცესების (აპენდიციტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის), ასევე - მუცლის ღრუში დაუდგენელი წარმოშობის ტკივილის დროს.

კანის ისეთი ანთებითი დაავადებების არსებობისას, როგორებიცაა დერმატიტი და ფურუნკულოზი.

- რა სახის ადგილობრივი სითბური პროცედურები არსებობს?

- სახლის პირობებში ფიზიოთერაპული პროცედურის ჩატარება ყველაზე მარტივად შესაძლებელია სათბურით. სათბური უნდა აავსოთ 40 გრადუსამდე გაცხელებული წყლით და გამოყენებამდე გააგრილოთ, რომ ბავშვს მგრძნობიარე კანი არ დაეწვას. სათბურის პირდაპირ დადება არ შეიძლება - ის უნდა შევფუთოთ პირსახოცში ან ბავშვის საფენში. თუ სათბური არ გაქვთ, გამოგადგებათ პლასტმასის ბოთლი, ოღონდ თავსახური კარგად უნდა ეჭირებოდეს, ან ქსოვილის ტომარა, რომელშიც შეიძლება ჩავყაროთ გაცხელებული მარილი. არსებობს ელექტრონული სათბურებიც. თბილი სათბური კარგია კოლიკის დროს. შაკიკის დროს უმჯობესია ერთდროულად ცივი და თბილი პროცედურების ჩატარება: თავზე, მტკივან მხარეს, ვადებთ ყინულის ბუშტს ან ცივ საფენს, ხოლო ფეხებზე - ცხელ სათბურს. ყინულის ბუშტიც პირსახოცში უნდა გაახვიოთ, რომ კანი არ დაზიანდეს. ძალზე ეფექტური საშუალებაა გამაცხელებელი კომპრესები, განსაკუთრებით - გაციების დროს. ყველაზე მარტივია წყლის კომპრესი: ცხელ წყალში ან ბალახების ნახარშში დასველებული საფენი დაადეთ ბავშვს ყელზე და გაშრობამდე დაუტოვეთ, შემდეგ ისევ დაასველეთ. გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ. სპირტიანი კომპრესი მოქმედებს რამდენიმე საათი. გამოიყენეთ არაყი ან ქაფურის სპირტი, გაზავებული წყლით, თანაფარდობით 1:1. ზეთის კომპრესი ყველაზე მეტხანს ინარჩუნებს სითბოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაფურის ზეთიც და ჩვეულებრივი მზესუმზირას ზეთიც, შემთბარი წყლის აბაზანაში 38 გრადუსამდე. დაასველეთ ნაჭერი ზეთში, დაადეთ ყელზე და შეუხვიეთ. შეიძლება კომპრესის გულმკერდზე დადებაც, ოღონდ არა გულის მხარეს. განსაკუთრებით ეფექტურია ძლიერი ხველის დროს. კომბოსტოსა და თაფლის კომპრესი: კომბოსტოს ფურცელი რამდენიმე წამით ჩაალბეთ ცხელ წყალში, ამოიღეთ, გადაუსვით 1/2 ჩაის კოვზი თაფლი და დაადეთ ბავშვს გულმკერდზე, ზემოდან დააფინეთ კომპრესის  ქაღალდი, ბამბა და ჩააცვით მჭიდრო მაისური. სითბური პროცედურები უნდა ჩატარდეს ძილის წინ.

- როგორია კომპრესის დადების წესი?

- ვიღებთ ქსოვილის ან დოლბანდის ნაჭერს, ვკეცავთ 3-4 ფენად, ვასველებთ და ვადებთ მტკივან ადგილას. ზემოდან ვაფენთ კომპრესის ქაღალდს ან პოლიეთილენის პარკს, ზომით - საფენზე ოდნავ მოზრდილს, შემდეგ - ბამბას ან ფლანელის ნაჭერს და ვახვევთ თავსაფრით, ელასტიკური ბანდით ან ვაცმევთ მჭიდრო მაისურს. როდესაც კომპრესს მოხსნით, გაუწმინდეთ ის ადგილი თბილ წყალში დასველებული ხელსახოცით და ერთი საათით თბილად შეუხვიეთ. თუ წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, შეგიძლიათ, უბრალოდ საბანში ჩაფუთნოთ.

- კიდევ როდის არის სასარგებლო თბილი კომპრესი?

- მაგალითად, ბრონქიტისა და პნევმონიის დროს კარგია თხის ქონის კომპრესის დადება გულმკერდსა და ზურგზე, ოღონდ ისე, რომ არ დაიფაროს გულის მხარე და ხერხემლის მალები. პატარა ბავშვებს ხშირად ემართებათ ოტიტი - ყურის ანთება. თუ ჩვილი ჭირვეულობს, საკვებზე უარს ამბობს, ვერ აჩერებს თავს, ან, თუ უკვე ლაპარაკობს, უჩივის ყურის ტკივილს, აჩვენეთ ბავშვი ყურის ექიმს. კომპრესის დადება შეიძლება მხოლოდ მისი ნებართვით, რადგან გამორიცხული არ არის, კომპრესმა გამოიწვიოს დაფის აპკის გახვრეტა ან ჩირქოვანი ანთება! კომპრესი ედება ასე: მართკუთხა საფენი ნახევრამდე ჩაჭერით, რომ ყურის ხვრელი ღია დარჩეს; ჩამოაცვით ყურზე ისე, რომ ნიჟარა ჩანაჭერში მოხვდეს; ჩამოაცვით ზემოდან ასევე ჩაჭრილი ცელოფანი, დაადეთ ბამბა და დაახურეთ ქუდი ან შეუხვიეთ შარფით. დაუტოვეთ მთელი ღამე. გამაგრებულ ნანემსარზე დღეში 1-2-ჯერ 3-4 საათით დააფინეთ სპირტიანი კომპრესი.

- როგორი ეფექტი აქვს ცივ პროცედურებს?

- დადებითიც და უარყოფითიც. სიცივე აღიზიანებს კანის პერიფერიულ რეცეპტორებს, ნერვული სისტემის საშუალებით მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. სიცივის ზემოქმედებით ხდება სისხლძარღვების ხანმოკლე შევიწროება, რასაც მოსდევს მათი გაფართოება (მათ შორის - კაპილარულისაც, რაც მნიშვნელოვანია დაზიანებული ქსოვილებისა და ორგანოების აღდგენისთვის) და სისხლის ნაკადის გაძლიერება. ცივი პროცედურები ამცირებს შეშუპებას, კარგია ტრავმისა და ნაღრძობის დროს. ხანგრძლივი ცივი პროცედურები იწვევს გადაცივებას, რასაც მოჰყვება მყარი სისხლძარღვოვანი სპაზმი და შესაძლოა, ანთებითი დაავადებითაც კი დასრულდეს. ცივი კომპრესისთვის საჭიროა ყინულოვანი წყალი (ან სამკურნალო ხსნარი) და პირსახოცი. მტკივან ადგილზე დაფენილ ცივ კომპრესს 1 საათის განმავლობაში 2-3-წუთიანი ინტერვალით ვცვლით (ვაბრუნებთ მეორე მხარეს ან ხელახლა დავასველებთ). შეიძლება, წყალს დავამატოთ ძმარი, ფურაცილინის ან რივანოლის ხსნარი. ცივი კომპრესი ეფექტურია:

  • ცხვირიდან სისხლდენის დროს - რაც უფრო ცივი იქნება, მით უკეთესი. საფენი უნდა დავაფინოთ ცხვირის ძგიდეზე, ჩანაჭდევიდან ნესტოებამდე;
  • სილურჯის, კოპისა და ნაღრძობის დროს -  უმჯობესია ყინულის ბუშტის გამოყენება. გადაცივების თავიდან აცილების მიზნით იდება 20 წუთით 10-15-წუთიანი ინტერვალით.
  • მაღალი ტემპერატურის დროს - დაასველეთ საფენი 1:1 თანაფარდობით განზავებულ ძმრის წყალხსნარში, დაადეთ შუბლზე, იდაყვისა და მუხლის სახრელებში (სადაც გაივლის მსხვილი სისხლძარღვები), გაშრობისთანავე გამოცვალეთ ან დაასველეთ ხელახლა. ფეხზე ამოაცვით ამავე ხსნარში დასველებული ბამბის წინდები. ზემოდან გადააფარეთ თხელი საბანი.

გახსოვდეთ: ცივი საფენები სიცხის დასაწევად უნდა გამოიყენოთ მაშინ, როდესაც ბავშვს აღარ ამცივნებს და ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს. ამ დროს პატარას გამაგრილებელი პროცედურები სჭირდება და არამც და არამც ჩათბუნება, რასაც, სამწუხაროდ, აკეთებს მშობლების უმრავლესობა. პროცედურების პარალელურად ასვით ბავშვს გრილი სითხე. თუ სიცხის დამწევი მედიკამენტი დაალევინეთ, დაიცადეთ 30-40 წუთი. თუ ტემპერატურამ არ დაიკლო, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ცივი საფენების გამოყენება.