კრიპტორქიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კრიპტორქიზმი

- რა იწვევს კრიპტორქიზმს?

- სათესლე ჯირკვლები ნაყოფის მუცლის ღრუში ვითარდება და საზარდულის არხის გავლით მერეღა ჩამოდის სათესლე პარკში. ამ პროცესის შეფერხება შესაძლოა გენეტიკური ან ჰორმონული დარღვევებით იყოს განპირობებული. მხედველობაში მაქვს ჰიპოფიზის იმ ჰორმონების ნაკლებობა, რომლებიც სათესლე ჯირკვლების ფუნქციას და მამაკაცის ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებს. ამ პრობლემით იბადება დროულ ახალშობილთა 3 პროცენტზე მეტი და დღენაკლულთა 30 პროცენტი. ამათგან დროულ ახალშობილთა ნახევარს ჯირკვლები სათესლე პარკში წლამდე თავისით ჩამოსდის. ამ ასაკში ეფექტურია მედიკამენტური (არაქირურგიული) მკურნალობაც. დაავადების მესამე მიზეზია გესტაციური ასაკი და მასა დაბადებისას.

- რას გვეტყვით დაავადების რისკფაქტორებზე?

- რისკის მთავარი ფაქტორია ნაადრევი მშობიარობა, განსაკუთრებით - როცა პატარა პირველი შვილია. მას მოსდევს ახალშობილის მცირე მასა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალის სასქესო ჰორმონის - ესტროგენის მიღება, მემკვიდრეობა (თუ ოჯახის რომელიმე უფროს წევრს კრიპტორქიზმი ჰქონდა, ნაყოფს მისი განვითარების უფრო დიდი ალბათობა ექნება).

- სად შეიძლება ჩარჩეს სათესლე ჯირკვალი?

- ჩამოუსვლელ სათესლე ჯირკვალს შეიძლება ჰქონდეს როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი მდებარეობა. პირველ შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე ვარიაცია:

  • რეტრაქციული - ჯირკვალი მდებარეობს სათესლე პარკის ზევით და მას ზევით ქაჩავს სათესლე ჯირკვლის ამწევი კუნთი თავისი ჰიპერაქტიურობის გამო;
  • ექტოპიური - სათესლე ჯირკვალს საზარდულის არხიდან გამოსვლის შემდეგ უკავია არანორმალური პოზიცია.

სხვა ადგილას გაჩერებული ჯირკვლის ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ ოპერაციის დროს შეიძლება.

- რითია საშიში კრიპტორქიზმი?

- ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება კრიპტორქიზმს მოჰყვეს, უნაყოფობაა. ახალშობილის ჩამოუსვლელ ჯირკვალში სპერმატოზოიდები ჯერ კიდევ წარმოიქმნება, მაგრამ თუ ჯირკვალი წლამდე არ ჩამოვიდა სათესლე პარკში, იწყება ქსოვილის ატროფია და 2 წლის ასაკისთვის უჯრედების 40%-ში სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი წყდება. 3 წლისთვის ასეთი უჯრედების რიცხვი უკვე 70%-ს აღწევს, ხოლო მოწიფული ასაკისთვის არც ერთი მოფუნქციონირე უჯრედი აღარ არსებობს.

მეორე საფრთხე, რასაც ჩამოუსვლელი ჯირკვალი ორგანიზმს უქადის, ავთვისებიანი სიმსივნეა. სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 10% კრიპტორქულ (მუცლის ღრუში ჩარჩენილ) ჯირკვალზე მოდის, ხოლო 1% - საზარდულის არხში ჩარჩენილზე. ჩამოუსვლელი ჯირკვალი მეორესაც ვნებს. საქმე ის არის, რომ მუცლის ღრუში (ან სხვაგან) ჩარჩენილი სათესლე ჯირკვალი ორგანიზმისთვის უცხო სხეულია, რომლის მიმართაც ის ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ანტისხეულები კი ნორმალური ჯირკვლის ფუნქციონირებასაც უშლიან ხელს. დაბოლოს, კრიპტორქიზმი იწვევს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ვინაიდან ასეთი პრობლემის მქონე ვაჟები თანატოლებისგან განსხვავდებიან.

- რა ასაკში და როგორ ხდება კრიპტორქიზმის მკურნალობა?

- სათესლე ჯირკვლის პარკში თავისთავად ჩამოსვლას მხოლოდ ორ წლამდე შეიძლება დაველოდოთ. ამ პროცესის დასაჩქარებლად შესაძლებელია მედიკამენტური მკურნალობის ჩატარება ჰორმონული პრეპარატებით. ასეთი მკურნალობის ეფექტურობა 6-50%-ია. თუ ორ წლამდე ჯირკვალი პარკში არ ჩამოვიდა, საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ამისათვის იდეალურია ასაკი ორიდან ექვს წლამდე. თუ ოპერაცია ამ პერიოდში ჩატარდა,  კრიპტორქული ჯირკვლის ნაყოფიერებას ათიდან ცხრა შემთხვევაში ვინარჩუნებთ.

ოპერაციის მიზანია სათესლე ჯირკვლის ადგილმდებარეობის დადგენა, მისი გამოთავისუფლება ირგვლივ მდებარე ქსოვილებისაგან და სათესლე პარკში თავისუფლად მოთავსებისათვის სათანადო სიგრძის სათესლე არხით უზრუნველყოფა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჯირკვლის ნორმალური სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფაა, რათა ოპერაციის შემდეგ პარკში ჩამოტანილმა ჯირკვალმა ატროფია არ განიცადოს. მივმართავ მშობლებს: თუ თქვენს ვაჟს კრიპტორქიზმი აქვს, ნუ დააყოვნებთ, რაც შეიძლება ადრე აჩვენეთ ბავშვი ქირურგს, რათა ჯიუტი ჯირკვალი სათესლე პარკში დროულად ჩამოვიტანოთ.