პირველი დახმარება გაციების დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

პირველი დახმარება გაციების დროს

პირველი დახმარება გაციების დროს

პატარას ცხვირით სუნთქვა გაუჭირდა, უჩივის ყელის ტკივილს, ახველებს... ესე იგი, ისევ გაცივდა, ისევ პრობლემები... შესაძლებელია თუ არა პროცესის შეჩერება? გვესაუბრება პედიატრი დარეჯან შენგელია:


- პროცესის შეჩერება შესაძლებელია, თუ დროულად მივმართავთ შესაბამის ზომებს. სიცივეში ბავშვი დიდხანს იყო გარეთ, შინ დაბრუნებულს კი ცემინება დააწყებინა, თვალები გაუწითლდა, ცხვირიდან ჩამოსდის... აშკარაა - ბავშვი გაცივდა! მედიცინაში ამას სასუნთქი გზების მწვავე ვირუსულ ინფექციას უწოდებენ.

ეს სახუმარო დაავადება არ არის, რადგან სურდოს შესაძლოა დაერთოს რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია. ჩვენი ორგ­ა­ნიზმი

და მთ­­ელი ჩვენი გა­რემო სავსეა ვი­რუსებითა და ბაქტერიებით, მაგრამ ისინი ზი­ანს არ გვაყენებენ, რადგან მდგომარეობას არეგულირებს ჩვენი იმუნიტეტი ანტისხეულებისა და ლიმფოციტების მეშვეობით. თუ მათი გამომუშავება შეფერხდა, იმუნიტეტი სუსტდება და ორგანიზმი წინააღმდეგობას ვეღარ უწევს ვირუსებსა და ბაქტერიებს. ამდენად, გაციება - ეს არის შედეგი იმუნური დაცვის დასუსტებისა, რასაც პროვოცირებას უწევს ორგანიზმის შეცივება-გადაცივება. შედეგად
ლორწოვან გარსებზე ვირუსები და ბაქტერიები მრავლდებიან, იქიდან კი სისხლში გადადიან და მთელ ორგანიზმს ედებიან.


- როგორია გაციების პირველი ნიშნები?
- გააჩნია, რომელ ორგანოში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. მაგალითად, ლარინგიტისთვის დამახასიათებელია ხმის ჩახლეჩა, ზოგჯერ დაკარგვაც, რინიტისთვის - სურდო და გაჭედილი ცხვირი, ფარინგიტისთვის - ყელის სიმშრალე და ტკივილი. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ზოგადი ნიშნები კი ასეთია: შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტეხის შეგრძნება, სისუსტე, მოძრაობითი აქტიურობის დაქვეითება (ავადმყოფს ურჩევნია, იწვეს), ძილიანობა, თავის ტკივილი.


- როგორ მოვიქცეთ ამ ნიშნების არსებობისას?
- თუ პატარა უარესად მოითენთა, დასუსტდა, უჩივის არასასიამოვნო შეგრძნებებს, მაშინვე მიიღეთ სათანადო ზომები. უმჯობესია, 1-2 დღე იყოთ ბავშვის გვერდით დაავადების დასაწყისში, ვიდრე შორს წასულ შემთხვევაში მთელი კვირა გაატაროთ ავადმყოფის საწოლთან. ნუ გაუშვებთ ბავშვს ბაგა-ბაღში თუ სკოლაში; წოლითი რეჟიმი შედეგიანია, თანაც ბავშვი დაზღვეული იქნება სხვა ინფექციებისგან. დაუთბილეთ ფეხები: ცხელი წყლით სავსე თასში გახსენით 1 სადილის კოვზი მდოგვი და ფეხები 5 წუთით ჩააყოფინეთ. თუ პატარას უკვე აქვს მაღალი სიცხე, ესე იგი დაიგვიანეთ - ასეთ დროს ფე­ხების დათბილვა არ შე­იძლება! ჩაის, კომპოტს დაამატეთ გამხმარი მიხაკი - მას აქვს გამახურებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისება. ხახვი და ნიორი მდიდარია ფიტონციდებით - ნივთიერებებით, რომლებიც სპობენ ვირუსებს. დაჭყლიტეთ ერთი კბილი ნიორი ან 1/4 თავი ხახვი, დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი და გააჩერეთ ერთი საათი. შემდეგ მიღებული მასა გადაწურეთ, დააწვეთეთ ბამბის ბურთულებზე და 30 წუთით ჩაიდეთ ორივე ნესტოში. ასვით ბავშვს ჩაი ჟოლოს მურაბით, შავი მოცხარის, შტოშის, ასკილის, ქაცვის ნაყენი თაფლით. კენკრას ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება აქვს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით შეიცავს ჩ ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციას და ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში. ვირუსები უფრთხიან ტუტე გარემოს, ამიტომ ასვით პატარას უგაზო, შემთბარი მინერალური წყალი. დიდი რაოდენობით სითხე ორგანიზმის ინტოქსიკაციას ამცირებს და ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას. შეამცირეთ რაციონში ხორცისა და ცხიმის რაოდენობა. ავადმყოფ ბავშვს ავადმყოფობასთან ბრძოლისთვის ძალა სჭირდება, ხორცის მოსანელებლად კი დიდი ენერგია იხარჯება. უმჯობესია მოუმზადოთ წიწილის ბულიონი და მცირე ულუფებით მისცეთ დღეში რამდენიმეჯერ. მას ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. ცილოვანი პროდუქტები ორგანიზმმა უნდა მიიღოს უფრო ადვილად მოსანელებელი ფორმით: ასეთია ხაჭო, კვერცხი, თევზი, გუფთა, ქათმის თეთრი ხორცი. აუცილებელია ვიტამინები - როგორც ნატურალური (ხილი, ბოსტნეული, მწვანილი), ასევე სინთეზური (პოლივიტამინების კომპლექსი). მათ შერჩევაში ექიმი დაგეხმარებათ. ვირუსის საწინააღმდეგო, კერძოდ, ინტერფერონის პრეპარატები ეფექტურია დაავადების საწყის სტადიაში, მისი გამოვლენისთანავე. ძილი საუკეთესო წამალია. ძილის დროს ორგანიზმი ისვენებს და აღიდგენს ძალებს. თუ ბავშვი ვერ ისვენებს, დააწვინეთ ჩვეულებრივზე ადრე, ნუ გააღვიძებთ დილაადრიან - დაე, გამოიძინოს! ხშირად ბავშვს დიდხანს სძინავს, მშობელს კი ეს აშინებს და პერიოდულად აფხიზლებს შვილს. ნუ მოიქცევით ასე - ავადმყოფ ბავშვს უფრო მეტად გააღიზიანებთ.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად