მუცლის ტკივილი როდის მივმართოთ ექიმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის ტკივილი როდის მივმართოთ ექიმს

აპენდიციტი

აპენდიციტის დროს ტკივილი იწყება მწვავედ და აქვს შეტევითი ხასიათი. ის იმდენად ძლიერია, რომ ბავშვი ყვირის. ტკივილი თავდაპირველად მთელ მუცელს მოიცავს, მერე კი თანდათან მუცლის ქვედა მარჯვენა კიდისკენ გადაინაცვლებს. არცთუ იშვიათად მას ერთვის პირღებინება, ტემპერატურა 37,5 გრადუსამდე იმატებს. ეს უკვე ორგანიზმის ინტოქსიკაციაზე - ანთებითი პროცესის შედეგზე - მიუთითებს. თუ ბავშვის ქირურგთან მიყვანა დაგვიანდა, შესაძლოა, ჭიანაწლავი გასკდეს, შიგთავსი მუცლის ღრუში ჩაიღვაროს და განვითარდეს მძიმე გართულება - პერიტონიტი. ამ დროს ტკივილი თითქოს ყუჩდება, უფრო ყრუ ხდება. ამას შეცდომაში შეჰყავს მშობელი და შესაძლოა, ექიმის გამოძახება აღარც კი იჩქაროს. ტკივილი გადაეცემა ნაწლავებს და კუჭისკენ ვრცელდება. მწვავე ტკივილი იგრძნობა კუჭის არეში. თან ერთვის პირღებინება. ამას მოსდევს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება - დიარეა, კიდევ უფრო იმატებს ტემპერატურა. ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, ითხოვს სითხეს, ღებინება უძლიერდება, უვარდება თავის ტკივილი. ასეთი ჩივილების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ქირურგის სასწრაფო ჩარევა - დრო ჩვენს წინააღმდეგაა.

ტკივილი ჭიპის ზემოთ

ზაფხულის მიწურულს და შემოდგომის დასაწყისში ჭიპის ზემოთ ტკივილი შესაძლოა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებით - გასტრიტით და გასტროდუოდენიტით - იყოს გამოწვეული. ამ დროს ტკივილი ძლიერი არ არის, მაგრამ უსიამოვნოა, მჭრელი. აღმოცენდება ჭამის შემდეგ ან უზმოზე. ბავშვი ჩამუხლული, მუხლებზე ხელებშემოჭდობილი ზის ან მუცელზე მუხლებმიკრული გვერდზე წვება. ასეთ დროს მიმართეთ ექიმ სპეციალისტს, გასტროენტეროლოგს. მასვე უნდა მიმართოთ, თუ ტკივილი საკვების მიღებასთან არ არის დაკავშირებული, აქვს მჩხვლეტი ხასიათი, აღმოცენდება მარჯვენა ფერდქვეშა არეში და ზურგისა და ბეჭებისკენ გადაეცემა - ეს სანაღვლე გზების დისკინეზიას გვაფიქრებინებს. ამ დროს დარღვეულია ნაღვლის ბუშტიდან ნაწლავისკენ ნაღვლის დენა. საჭიროა კვების რეჟიმის მოწესრიგება, დიეტური საათობრივი კვება, ცხიმიანი საკვებისა და ტკბილეულის შეზღუდვა.

ნაწლავის გაუვალობა

ნაწლავის მოტორული ფუნქციის გაძლიერების - აშლილობის - დროს პატარებს ზოგჯერ ემართებათ ნაწლავის გაუვალობა, რომელიც ნაწლავის მარყუჟების ერთმანეთში ჩაჭედვის შედეგია. ამ დროს ბავშვი ჭირვეულობს, ყვირის, წრიალებს, გაფითრებულია, ეწყება პირღებინება. ძლიერდება ინტოქსიკაციის ნიშნები. ნაწლავთა მოქმედება (განავალი) ერთი დღე-ღამითა და მეტი ხნით ფერხდება. განავლოვანი მასების ნაცვლად გამოდის სისხლიანი ლორწო. ტკივილს შეტევითი ხასიათი აქვს. შეტევებს შორის ბავშვი მშვიდდება, მერე კი ისევ ჭირვეულობს. მუცელი შებერილია, შეხებისას - ძლიერ მგრძნობიარე და გასინჯვის საშუალებას არ იძლევა. პირნაღები მასა შეიძლება შეიცავდეს განავლოვან ნაწილაკებს! მდგომარეობა საგანგაშოა და გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

დავეხმაროთ ისე, რომ არ ვავნოთ

როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლის უმთავრესი საზრუნავია, დაეხმაროს მას - ტკივილი გაუყუჩოს, სიცხე დაუწიოს, სითხე ასვას, ოყნა გაუკეთოს... მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ შესაძლოა ამან სარგებლობის ნაცვლად ზიანი მიაყენოს ბავშვს.

  • თუ ბავშვმა აღებინა, ადროვეთ, მაშინვე ნუ დააძალებთ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას - ეს ღებინების ახალ ტალღას გამოიწვევს. სითხე მიეცით ყოველ 5-10 წუთში ჩაის კოვზით (5 მლ).
  • ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში ნუ გადაუწევთ თავს უკან - ამან შესაძლოა სისხლის სასუნთქ გზებში გადაცდენა გამოიწვიოს. ბავშვს ხველას დააწყებინებს და ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება უფრო გაძნელდება. უმჯობესია, თავი წინ დაახრევინოთ და სისხლმდენი ნესტო გარედან თითის მიჭერით დაახშოთ - წარმოიქმნება სისხლის კოლტი და დენაც შეჩერდება.
  • თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ნუ ჩაფუთნით. ოფლის მოდენა უფროსებისთვისაა უპრიანი; ბავშვი კანის საშუალებით ინტენსიურად გასცემს სითბოს და ჰაერის აბაზანები უფრო მისცემს გაგრილების საშუალებას.
  • თუ ბავშვი ალერგიულია, სასურველი არ არის სამკურნალო ბალახებისა და მათგან დამზადებული მედოკამენტების (ამოსახველებელი სიროფის) მიცემა - ამან შესაძლოა ახალი ალერგიული რეაქციების პროვოცირება გამოიწვიოს.
  • თუ პატარას პირის ღრუში შეამჩნიეთ თეთრი აფთები (სტომატიტი), წყლულები, ნუ მისცემთ მჟავე წვენებსა და საკვებს - ეს ტკივილს გააძლიერებს.
  • თუ ექიმმა პატარას ანტიბიოტიკი დაუნიშნა, მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე არ შეუმციროთ დოზა და მით უმეტეს არ შეწყვიტოთ თვითნებურად მისი მიცემა - დროზე ადრე შეწყვეტილმა მკურნალობამ შესაძლოა ჩივილები განუახლოს პატარას, გამოიწვიოს დაავადების გამომწვევი მიკრობის გააქტიურება (სრული ლიკვიდაციის ნაცვლად) და გართულებებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება.

მშობლებო, ნუ შეცვლით ექიმის დანიშნულებას. მით უმეტეს არ არის საჭირო თვითმკურნალობა და სხვათა გამოცდილების საკუთარ შვილზე შემოწმება. დროულად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, დახმარების ნაცვლად ნუ გაართულებთ მდგომარეობას და ნუ ავნებთ პატარას!