მოულოდნელი უსიამოვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოულოდნელი უსიამოვნება

ბავშვს ინფორმაცია ისე უნდა მივაწოდოთ, რომ არ შევაშინოთ - შიში ბავშვის განვითარებას აფერხებს. არც ტყუილის თქმა შეიძლება - პატარა იგრძნობს, რომ რაღაცის გვეშინია, მაგრამ არ ეცოდინება, რისა და გამუდმებით შფოთვის შეგრძნება ექნება.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს საშიში და უსაფრთხო ადგილები, კეთილი და ბოროტი ადამიანები, სიხარული და მწუხარება. რეალურ ცხოვრებასთან მოუმზადებლად შეჯახება შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზად იქცეს.

 

არ ვიცი, რა მქვია...

შეგვიძლია, ტანსაცმელს შიგნიდან პატარა ჯიბე გამოვაკეროთ და შიგ ჩავდოთ ბარათი, სადაც ეწერება, რა ჰქვია ბავშვს, სად ცხოვრობს, ვინ არიან მისი მშობლები. ეს ინფორმაცია შესაძლოა ძალზე ფასეული აღმოჩნდეს იმ შემთხევვაში, თუ ბავშვი დაიკარგა. არცთუ იშვიათად ხუთი-შვიდი წლის პატარებმაც კი არ იციან საკუთარი მისამართი, გვარი, მშობლების სამუშაო ადგილი. ტელეფონის ნომრის კითხვას კი აზრიც არა აქვს... ეს ყოველივე ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ, თანაც ისე, რომ ძილშიც კი ახსოვდეს.

 

წითელი, ყვითელი, მწვანე

უნდა ვაღიაროთ, რომ მოძრაობის წესებს ყველანი ვარღვევთ, ბევრი კი ბავშვთან ერთად გადარბის ქუჩაზე, როცა შუქნიშანზე წითელი ნათურა ანთია. ეს საშიშია - შესაძლოა, ბავშვმა მოგვბაძოს.

ყოველთვის დაიცავით მოძრაობის წესები, როცა თქვენს გვერდით ბავშვია.

აუხსენით პატარას, რატომ ჩერდებიან მანქანები, როცა მწვანე ნათურა ანთია და როდის არის ნებადართული ქუჩის გადაკვეთა ფეხით მოსიარულეთათვის.

განუმარტეთ, რატომ უნდა ვუყუროთ შუქნიშანს.

ითამაშეთ სახლში შუქნიშნობანა სათამაშო მანქანებითა და თოჯინებით.

 

მარტო სახლში

თუ ბავშვს სახლში მარტო დარჩენა მოუხდა, მან უნდა იცოდეს, რომ უცნობს კარი არავითარ შემთხვევაში არ გაუღოს, თუნდაც ამ უკანასკნელმა უთხრას, დედიკოს (ან მამიკოს) მეგობარი ვარო. აუხსენით, რომ მასთან არასოდეს გაგზავნით უცხო ადამიანს. სთხოვეთ, საერთოდ არ გამოელაპარაკოს კარს იქით მდგარ უცნობს.

 

თუ ცეცხლი გაჩნდა...

ბავშვმა უნდა იცოდეს, რა ნომერზე დარეკოს, უნდა შეეძლოს მისამართის მიცემა და საშველად ხალხის დაძახება. დროთა განმავლობაში მას ცეცხლის ჩაქრობის წესებიც უნდა ვასწავლოთ, მაგრამ 5 წლამდე ეს ნაადრევია - ცეცხლის ჩაქრობისას პატარა შესაძლოა თვითონვე დაზიანდეს.

 

თუ ბებია ცუდად გახდა...

პატარამ მეზობლის დაძახება, სასწრაფოს გამოძახება და ჭიქა წყლის მოტანა უნდა შეძლოს, მაგრამ საოჯახო აფთიაქზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. ცოტა რომ წამოიზრდება, უკვე შეიძლება, ზოგიერთი წამლის შესანახი ადგილიც ვუჩვენოთ.

 

ამასთან ერთად...

ბავშვს უნდა ვასწავლოთ ონკანის დაკეტვა, გაზისა და ელექტრობის გამორთვა.

პატარები მზად უნდა იყვნენ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, თუმცა ყველას ვუსურვებთ, არასოდეს დასჭირვებოდეთ ამ ცოდნის გამოყენება.