ახალშობილი გოგონას ორგანიზმის თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილი გოგონას ორგანიზმის თავისებურებანი

- გოგონას ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება, რომლის წყალობითაც შეასრულებს ის მომავალში დედობის რთულ და საპასუხისმგებლო ფუნქციას, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ჰიგიენას, მოვლას მოითხოვს. უმთავრესად ეს ეხება გარეთა სასქესო ორგანოების მოვლას. გოგონას სასქესო ორგანოები წინიდან ესაზღვრება შარდის გამომყოფ არხს, ხოლო უკანა მხრიდან - სწორ ნაწლავსა და უკანა ტანს. სწორედ ამ თავისებურების ბრალია, რომ გოგონას ორგანიზმი უფრო ადვილად ინფიცირდება აღმავალი გზით. შარდში ლეიკოციტების მომატება საშოში მიმდინარე ანთებითი პროცესის სიგნალია. ანთების მიზეზი შეიძლება იყოს: 1) ჰიგიენის წესების დარღვევა, რის შედეგადაც საშოში განავლოვანი მასები ხვდება და 2) გადატანილი ვირუსული ინფექცია - ზედა სასუნთქი გზების ინფექციების შემდეგ საშოში ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესი. ამ დროს საშოდან გამონადენი 3-5 დღის შემდეგ თავისთავად შეწყდება. თუ ასე არ მოხდა, ექიმს უნდა მიმართოთ.

- ახალშობილის ორგანიზმი განიცდის გარემოსთან შეგუების პროცესს, რაც პათოლოგიასა და ნორმალურ მდგომარეობას შორის მოსაზღვრე მდგომარეობად ითვლება. რომელი ასეთი მოსაზღვრე მდგომარეობები გვხვდება მხოლოდ გოგონებში?

- ახალშობილებისთვის დამახასიათებელია ჰორმონული კრიზი. გოგონებს უჯირჯვდებათ სარძევე ჯირკვლები და უჩნდებათ გამონადენი საშოდან. გამონადენი ზოგჯერ სისხლიანია (სულ რამდენიმე წვეთი), ზოგჯერ - უფერული. ჰორმონული კრიზი არავითარ პათოლოგიას არ უკავშირდება, ამიტომ საშიში არ არის. პირიქით, საქმე საგანგაშოდ სწორედ მაშინ გვაქვს, როდესაც გამონადენი არ შეინიშნება - მისი არარსებობა საქალწულე აპკის შეხორცებაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში ბავშვთა გინეკოლოგის კონსულტაციაა საჭირო. სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებას მკურნალობა არ სჭირდება. ჯირკვალს ხელს ნუ ახლებთ და შიგთავსს ნუ გამოადენთ. მხოლოდ თბილი საფენები დააფინეთ და მსუბუქად გადაუხვიეთ.

- სხვა შემთხვევაში კი საშოდან გამონადენი, წესისამებრ, ინფექციაზე მიუთითებს. როდის არის შესაძლებელი საშოს ინფიცირება და როგორ ავაცილოთ ეს პატარას თავიდან?

- საშოდან გამონადენის არსებობა მხოლოდ ჰიგიენის წესების დარღვევის შედეგი არ არის. ის შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. სასურველია, ჩვილს საკუთარი საწოლი ჰქონდეს და მშობლებთან ერთად არ ეძინოს. ძუძუზე მყოფ ჩვილს დედა ღამით თავის საწოლში გადააწვენს ხოლმე. რა თქმა უნდა, ასე უფრო მოხერხებულია: პატარა მოთხოვნისთანავე იღებს რძეს, დედას კი შეუძლია, კვებათა შუალედში გამოიძინოს. სამაგიეროდ, არსებობს ინფიცირების საშიშროება, თუ მშობლებს თვითონ აქვთ პრობლემები ამ მხრივ. გირჩევთ, ასეთ დროს ჩვილს საკუთარი საფენი დაუფინოთ, რათა მისი სხეული მშობლების ზეწარს არ შეეხოს. მით უმეტეს აუცილებელია ეს ზაფხულში, როდესაც ბავშვს მსუბუქად აცვია. განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა დედ-მამას ანთებითი დაავადება, უცხო ფლორა პატარას კარგს არაფერს მოუტანს. ასე რომ, შეაჩვიეთ პატარა თავის საწოლში ძილს. საფრთხე შეიძლება პამპერსმაც შეგვიქმნას, რომელიც სათბურის ეფექტს იწვევს. მისი შედეგია კანის სიწითლე. თუმცა კანის შეწითლება ყოველთვის სველი პამპერსის ბრალი როდია. ის შეიძლება საკვების მიმართ ალერგიამაც გამოიწვიოს. დიფერენცირება ადვილია: თუ შორისთან ერთად ლოყების ან კიდურების კანიც გაწითლდა ან გამონაყარი შეინიშნება, მიზეზი, სავარაუდოდ, ალერგიაა. არსებობს ანტიალერგიული საშუალებები, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. თუ სიწითლეს საშოდან გამონადენიც დაერთო და ბავშვიც წრიალებს, ჭირვეულობს, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ბავშვთა გინეკოლოგს მიმართოთ - გამორიცხული არ არის, დედის ინფექციას ან პამპერსით გამოწვეულ დერმატიტს საშვილოსნოს ანთების პროვოცირება მოეხდინა. აგენტ-პროვოკატორის როლი შეიძლება შეასრულოს ასევე ჰელმინთოზმა - ჭიებით ინვაზიამ. მისი არსებობა მაშინ უნდა ვიეჭვოთ, როდესაც ოჯახში შინაური ცხოველები ჰყავთ. ინვაზიის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

  • ოჯახში, სადაც ჩვილია, ნუ იყოლიებთ შინაურ ცხოველებს. აქ საუბარია იზოლირებულ ბინაზე. თუ ცხოველს ეზოში მიუჩენთ ბინას, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება.
  • ბინა კარგად უნდა დალაგდეს სველი წესით. მიუხედავად ამისა, ნუ მისცემთ პატარას იატაკზე ხოხვის უფლებას.
  • გამოუყავით ბავშვს სათამაშოდ ისეთი ადგილი, მაგალითად, მანეჟი, რომელსაც შინაური ცხოველები არ ეკარებიან.
  • ყურადღებას ნუ მოადუნებთ, დააკვირდით პატარას საქციელს. თუ ის წრიალებს, ხშირად იკიდებს ხელს შორისის მიდამოში, ფეხმოკეცილი ჯდება და ქანაობს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას შორისის მიდამო ექავება. პედიატრის კონსულტაცია ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

- თუ მშობელმა დროულად არ მიმართა ექიმს და ანთებითი პროცესი გახანგრძლივდა, რა მოჰყვება ამას?

- ანთებითი პროცესის გახანგრძლივებამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე ბაგეების შეხორცება. გოგონას სასქესო ორგანოების ლორწოვანი ვერ უძლებს ხანგრძლივ გაღიზიანებას, მით უმეტეს - ჭუჭყიანი პამპერსით. მცირე ბაგეების ლორწოვან გარსზე ჩნდება მიკრონაპრალები. ბაგეები ხორცდება და სასქესო ნაპრალი იხურება.


- როგორია გოგონას მოვლის, ჰიგიენის თავისებურებანი?

- გოგონა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიოთ პირადი ჰიგიენის დაცვას. გარეთა სასქესო ორგანოები, შორისის მიდამო ბავშვს მუდამ სუფთა და მშრალი უნდა ჰქონდეს. უნდა ვარიდოთ როგორც გადახურებას, ასევე გადაცივებას, გამოვუყოთ საკუთარი საპონი, ღრუბელი, პირსახოცი. ბავშვის თეთრეული და ტანსაცმელი საერთო სარეცხთან ერთად არ გარეცხოთ. მით უმეტეს დაუშვებელია მათი რეცხვა უფროსების საცვლებთან ერთად. პატარა გოგონებს ხშირად დაუთვალიერეთ სასქესო ორგანოები, რათა უსიამოვნების მაუწყებელი ნიშნები არ გამოგეპაროთ. ჩვილს დროულად გამოუცვალეთ პამპერსი. ჩასაბანად მხოლოდ გამდინარე წყალი გამოიყენეთ. არამც და არამც არ შეიძლება მისი ჩაბანა აბაზანაში ან თასში ჩაგროვილი წყლით. ამასთანავე, წყალი გადადუღებული უნდა იყოს. გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ჩაბანოთ პამპერსის ყოველი გამოცვლის შემდეგ და ძილის წინ. ეს აუცილებელია, რათა საშო განავლოვანი მასებით არ დაბინძურდეს. პამპერსის გამოცვლის შემდეგ დედამ ან მომვლელმა ჯერ თვითონ უნდა დაიბანონ ხელები საპნით, მერე კი გოგონა ჩაბანონ. ჩაბანა ხდება მუცლის ქვემო ნაწილიდან, წინიდან უკანა ტანისკენ. საპირისპირო მიმართულებით ჩაბანისას ადვილად ხდება განავლოვანი მასებით საშოს ინფიცირება. ჩასაბანად მხოლოდ და მხოლოდ სუფთა წყლის გამოყენებას გირჩევთ. სოდა, კლიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) და სხვა სადეზინფექციო საშუალებები ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ერთი წლიდან სქესობრივ მომწიფებამდე (მენსტრუაციის დაწყებამდე) კი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ბავშვის ან სპეციალური ჰიგიენური საპონი, რომელიც გოგონებისთვის არის განკუთვნილი. გულმოდგინედ გამშრალების შემდეგ გარეთა მცირე ბაგეებისა და შორისის მიდამო კრემით ან საბავშვო ზეთით დაამუშავეთ. ნუ ისარგებლებთ საბავშვო პუდრით - იგი ჩვილის ნაზ ლორწოვანს აშრობს და აზიანებს. სიწითლის შემჩნევისთანავე ბავშვს შორისის მიდამო თუთიის შემცველი მალამოთი დაუმუშავეთ. ყურადღება მაქციეთ პატარას კუჭ-ნაწლავის მოქმედებას - განავალსა და დეფეკაციის სიხშირეს, შარდვის რეგულარობას. გადავსებული შარდის ბუშტი საშვილოსნოს უკან გადახრას იწვევს, ხოლო განავლოვანი მასების შეგუბება - სიგმოიდური და სწორი ნაწლავების წინ გადახრას. თუ გოგონას შარდვა და ნაწლავთა მოქმედება რეგულარული ექნება, ამით თავიდან ავაცილებთ მომავალში შინაგანი ორგანოების არასწორ მდებარეობას.

- როგორია მოზარდი გოგონას ჰიგიენური რეჟიმი?

- ჰიგიენის განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვას მოზარდმა მენსტრუაციის დროს. ამ პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში 2-3-ჯერ მაინც არის საჭირო. ამასთანავე, აუცილებელია მკერდისა და იღლიების ჰიგიენური დამუშავება. გოგონას პატარაობიდანვე უნდა შევასწავლოთ სასქესო ორგანოების მოვლა, ავუხსნათ, რომ შორისის მიდამო ფრთხილად უნდა ჩაიბანოს თბილი წყლით წინიდან უკანა ტანისკენ რბილი ერთჯერადი ხელსახოცით, რათა არ დაიბინძუროს საშო. ამავე მიმართულებით უნდა მოხდეს გამშრალებაც. ასევე უნდა ვასწავლოთ გოგონას სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის დროულად დაცლა გადავსებული ორგანოების საშვილოსნოზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. მენსტრუაციის პერიოდში გოგონებმა თავი უნდა არიდონ ფიზიკურ დატვირთვას, მით უმეტეს - თუ ციკლი ტკივილით მიმდინარეობს. გოგონას მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვას, რათა არ შეფერხდეს ორგანოების სისხლით მომარაგება და სასქესო ორგანოები არ დაზიანდეს. მოარიდეთ გოგონა ველოსიპედზე ან ცხენზე დიდხანს ჯდომას - შესაძლოა, მიიღოს გარეთა სასქესო ორგანოების ტრავმა, განუვითარდეს მენჯის ღრუს ორგანოების შეგუბებითი მოვლენები.

- რას გვეტყვით სასქესო ინფექციების პროფილაქტიკის შესახებ?

- განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ სასქესო ინფექციების პროფილაქტიკას. ეს საკითხი უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე წყდება, რაც ითვალისწინებს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე გოგონას აცრას პაპილომავირუსის ვაქცინით. ეს ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ძირითად ფაქტორად მიიჩნევა. ამდენად, მისგან თავდაცვა ქვეყნის დემოგრაფიული კლიმატის გაუმჯობესების საწინდარიც არის. დაბოლოს, ის, რაც გოგონამ უფროსების დაუხმარებლად უნდა შეძლოს:

  • ყოველდღე უნდა გამოიცვალოს საცვლები;
  • არ ისარგებლოს საერთო პირსახოცით, ღრუბლით;
  • თუ გაუჩნდა უსიამოვნო შეგრძნება, წვა, ქავილი, სიწითლე შორისის ან გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, დროულად უნდა მიმართოს ექიმს, გინეკოლოგს;
  • ნუ მოერიდება დედის, ექიმის; ახსოვდეს, რომ გაჭიანურება სერიოზულ გართულებებამდე მიიყვანს, რომელსაც მისი არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ მომავალიც შეიძლება შეეწიროს.