მოლურჯო ლაქები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოლურჯო ლაქები

კვანძოვანი პერიარტერიიტი იმუნოკომპლექსური დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს არტერიების დაზიანება. ის უმეტესად სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის, B ჰეპატიტის, ვაქცინაციის, მედიკამენტური მკურნალობის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს. ხშირად ემართებათ ექსუდაციური დიათეზის, კვებითი ალერგიის მქონე ბავშვებს, უფრო მეტად - ბიჭუნებს. ბავშვებში ის, ჩვეულებრივ, მწვავედ იწყება. დაავადების დასაწყისს თან სდევს:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • ოფლიანობა;
  • სახსრებისა და კუნთების ძლიერი ტკივილი.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დასაწყისი ასეთი მწვავე არ არის - ავადმყოფი რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩივის საერთო სისუსტეს, სუბფებრილურ (37,5-38 გრადუსამდე) ტემპერატურას, რომელიც პერიოდული და არამოტივირებულია. ამის შემდეგ კი თავს იჩენს კვანძოვანი პერიარტერიიტის ტიპური ნიშნები, ყველაზე ხშირად - კანისა და სისხლძარღვოვანი (თრომბანგიური) სინდრომი.

  • დაავადების ტიპური კლინიკური სიმპტომია მარმარილოსებრი მოლურჯო (ციანოზური) ლაქები ქვედა კიდურებზე. ისინი უმეტესად ფეხების ქვედა ნაწილებსა და დუნდულებზე ჩნდება. ზოგჯერ - გულმკერდსა და სახეზეც. ლაქები ხან მუქდება, ხან ბაცდება, დროდადრო შეიძლება გაქრეს კიდეც.
  • დაავადების კიდევ ერთი ნიშანია კვანძოვანი წარმონაქმნები მსხვილი სისხლძარღვების გასწვრივ.
  • ფეხისგულებზე, მტევნებზე, ტერფებსა და სახსრების მიდამოში წარმოიქმნება მტკივნეული შეშუპება. ამას თრომბანგიურ სინდრომს უწოდებენ.

კვანძოვან პერიატერიიტს სხვა გამოვლინებებიც ახასიათებს - ნევროლოგიური სინდრომი, მუცლის, კიდურების ტკივილი, პოლინევრიტი, წონის კლება, გულის დაზიანება. მუცლისა და კიდურების ტკივილი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა უფრო მეტად მცირე ასაკის ბავშვებში შეინიშნება. ნაწლავთა მოქმედების დროს გამოიყოფა თხიერი, სისხლნარევი მასები. ყოველივე ამას თან ახლავს ენტერიტი, პერიტონიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაზიანება. მიუხედავად ტიპური ნიშნების არსებობისა, ბავშვთა ასაკში დიაგნოზის დასმა მაინც ძნელია. ამერიკის რევმატოლოგთა კოლეგია გვთავაზობს კვანძოვანი პერიარტერიიტის საკლასიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • წონის უმიზეზო კლება დაავადების დაწყების შემდეგ 4 კგ-ითა და მეტით;
  • კანის ლაქოვანი და ბადისებრი ცვლილებები ტანსა და ქვედა კიდურებზე;
  • ტკვილი ან სხვა უსიამოვნო შეგრძნება სათესლეების მიდამოში, რაც არ უკავირდება ინფექციას ან ტრავმას;
  • მიალგია - კუნთების სისუსტე და ტკივილი; გამოხატულია უმთავრესად ქვედა კიდურების კუნთებში;
  • მონონევრიტი ან პოლინეიროპათია;
  • დიასტოლური წნევის მომატება (ვერცხლისწყლის სვეტის 90მმ-ზე მეტად);
  • სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება, რაც არ არის დაკავშირებული ორგანიზმის გამოშრობასა და შარდის სიმცირესთან;
  • B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება (HBSAg - ანტიგენის ან B ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულების არსებობა სისხლის შრატში);
  • არტერიოგრაფიული ცვლილებები - ბიოფსია ავლენს წვრილი და საშუალო არტერიების კედელში ნეიტროფილების არსებობას.

დაავადების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება და მკურნალობის დროული დაწყება სასურველი შედეგის საწინდარია. შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება და რემისიის მიღწევა. დაავადების ადრეულ სტადიაში ეფექტურია გლუკოკორტიკოიდები - ანთების საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატები. მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე წამლის დოზას ამცირებენ. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რათა არ გამოგვეპაროს გართულება. ქრონიკული ფორმის დროს, როცა გამოხატულია კუნთოვანი ატროფია და ნევრიტი, რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოპროცედურები, ჰიდროთერაპია. გირჩევთ, ნებისმიერი საეჭვო ნიშნის გაჩენისას მიმართოთ ექიმ რევმატოლოგს, თვითმკურნალობა დაუშვებელია!