მოლურჯო ლაქები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

მოლურჯო ლაქები

მოლურჯო ლაქები
mkurnali.geჩემს 6 წლის ბიჭუნას გრიპის გადატანის შემდეგ დარჩა დაბალი სიცხეები, სისუსტე. წვივებზე გაუჩნდა მოლურჯო ლაქები, კვანძების მსგავსი გამონაყარი, ტერფებიც შეუშუპდა. ყველაფერმა თავისთავად გაუარა, მაგრამ ზოგჯერ ფეხებს იტკივებს, განსაკუთრებით  - ღამით. რა შეიძლება იყოს ეს? მირჩიეთ, ვის მივმართო.


კვანძოვანი პერიარტერიიტი იმუნოკომპლექსური დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს არტერიების დაზიანება. ის უმეტესად სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის, B ჰეპატიტის, ვაქცინაციის, მედიკამენტური მკურნალობის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს. ხშირად ემართებათ ექსუდაციური დიათეზის, კვებითი ალერგიის მქონე ბავშვებს, უფრო მეტად - ბიჭუნებს. ბავშვებში ის, ჩვეულებრივ, მწვავედ იწყება. დაავადების
დასაწყისს თან სდევს:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • ოფლიანობა;
  • სახსრებისა და კუნთების ძლიერი ტკივილი.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დასაწყისი ასეთი მწვავე არ არის - ავადმყოფი რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩივის საერთო სისუსტეს, სუბფებრილურ (37,5-38 გრადუსამდე) ტემპერატურას, რომელიც პერიოდული და არამოტივირებულია. ამის შემდეგ კი თავს იჩენს კვანძოვანი პერიარტერიიტის ტიპური ნიშნები, ყველაზე ხშირად
- კანისა და სისხლძარღვოვანი (თრომბანგიური) სინდრომი.

  • დაავადების ტიპური კლინიკური სიმპტომია მარმარილოსებრი მოლურჯო (ციანოზური) ლაქები ქვედა კიდურებზე. ისინი უმეტესად ფეხების ქვედა ნაწილებსა და დუნდულებზე ჩნდება. ზოგჯერ - გულმკერდსა და სახეზეც. ლაქები ხან მუქდება, ხან ბაცდება, დროდადრო შეიძლება გაქრეს კიდეც.
  • დაავადების კიდევ ერთი ნიშანია კვანძოვანი წარმონაქმნები მსხვილი სისხლძარღვების გასწვრივ.
  • ფეხისგულებზე, მტევნებზე, ტერფებსა და სახსრების მიდამოში წარმოიქმნება მტკივნეული შეშუპება. ამას თრომბანგიურ სინდრომს უწოდებენ.

კვანძოვან პერიატერიიტს სხვა გამოვლინებებიც ახასიათებს - ნევროლოგიური სინდრომი, მუცლის, კიდურების ტკივილი, პოლინევრიტი, წონის კლება, გულის დაზიანება. მუცლისა და კიდურების ტკივილი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა უფრო მეტად მცირე ასაკის ბავშვებში შეინიშნება. ნაწლავთა მოქმედების დროს გამოიყოფა თხიერი, სისხლნარევი მასები. ყოველივე ამას თან ახლავს ენტერიტი, პერიტონიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაზიანება. მიუხედავად ტიპური ნიშნების არსებობისა, ბავშვთა ასაკში დიაგნოზის დასმა მაინც ძნელია. ამერიკის რევმატოლოგთა კოლეგია გვთავაზობს კვანძოვანი პერიარტერიიტის საკლასიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • წონის უმიზეზო კლება დაავადების დაწყების შემდეგ 4 კგ-ითა და მეტით;
  • კანის ლაქოვანი და ბადისებრი ცვლილებები ტანსა და ქვედა კიდურებზე;
  • ტკვილი ან სხვა უსიამოვნო შეგრძნება სათესლეების მიდამოში, რაც არ უკავირდება ინფექციას ან ტრავმას;
  • მიალგია - კუნთების სისუსტე და ტკივილი; გამოხატულია უმთავრესად ქვედა კიდურების კუნთებში;
  • მონონევრიტი ან პოლინეიროპათია;
  • დიასტოლური წნევის მომატება (ვერცხლისწყლის სვეტის 90მმ-ზე მეტად);
  • სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება, რაც არ არის დაკავშირებული ორგანიზმის გამოშრობასა და შარდის სიმცირესთან;
  • B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება (HBSAg - ანტიგენის ან B ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულების არსებობა სისხლის შრატში);
  • არტერიოგრაფიული ცვლილებები - ბიოფსია ავლენს წვრილი და საშუალო არტერიების კედელში ნეიტროფილების არსებობას.

დაავადების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება და მკურნალობის დროული დაწყება სასურველი შედეგის საწინდარია. შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება და რემისიის მიღწევა. დაავადების ადრეულ სტადიაში ეფექტურია გლუკოკორტიკოიდები - ანთების საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატები. მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე წამლის დოზას ამცირებენ. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რათა არ გამოგვეპაროს გართულება. ქრონიკული ფორმის დროს, როცა გამოხატულია კუნთოვანი ატროფია და ნევრიტი, რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოპროცედურები, ჰიდროთერაპია. გირჩევთ, ნებისმიერი საეჭვო ნიშნის გაჩენისას მიმართოთ ექიმ რევმატოლოგს, თვითმკურნალობა დაუშვებელია!



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-06-2017
nino
gamarjobat axal shobil bavshsv sgamoyva orive sajdomze lurji laqa ukve 0ri tvisda ver daudgines ra aris xan gadauvlis xan isev gamosdis silurje
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად