თმის ცვენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ცვენა

წლამდე ასაკის ბავშვებს ასეთი რამ ხშირად ემართებათ და თმა ისევ ამოუვაო. მართლაც, ამოუვიდა, მაგრამ ახლა ისევ დაეწყო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ვის მივმართოთ?

თმა, რა სამწუხაროც უნდა იყოს, ბავშვებსაც სცვივათ. მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, სტრესი. არსებობს სხვა დაავადებების ფონზე განვითარებული თმის ცვენაც. თმის პათოლოგიურ ცვენას ალოპეცია ეწოდება.

ალოპეციის ფორმები

ბავშვთა ალოპეცია შეიძლება იყოს მყარი და დროებითი, სრული და ნაწილობრივი. არსებობს თანდაყოლილი ალოპეციაც, რომელიც დაბადებისთანავე ვლინდება. ის ზოგჯერ ზოგადია - უთმოა კანის მთელი ზედაპირი, ზოგჯერ კი ადგილობრივი - უთმოა მხოლოდ ესა თუ ის უბანი. გამოყოფენ გამელოტების კიდევ ერთ ფორმას - ახალშობილთა კეფის ალოპეციას. ახალშობილთა კეფის ალოპეცია გამოწვეულია კეფის არის ტრავმული დაზიანებით ხანგრძლივად ზურგზე წოლის გამო. მისი აღმოფხვრა იოლია. საჭიროა მხოლოდ, პატარა დროდადრო მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე გადავაბრუნოთ. ჩვილ ბავშვებში თმის ცვენა რაქიტის ერთ-ერთი ნიშანია. რაქიტის პირველი სიმპტომები 1,5-2 თვის ასაკში იჩენს თავს. მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი ჭირვეულობს, აგზნებულია, უჭირს დაძინება, ოფლიანობს, განსაკუთრებით - ჭამისა და ძილის დროს. ყველაზე მეტად თავის თმიანი ნაწილი და სახე უოფლიანდება, ამიტომ პატარა განუწყვეტლივ უხახუნებს თავს ბალიშს, საწოლის ზედაპირს, ზეწარს, რის გამოც კეფის არეში თმის ცვენა ეწყება. თუ ჩვილს ასეთი ნიშნები გამოაჩნდა, დროულად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი პედიატრი, რათა დროულადვე დაიწყოთ კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღება. პარალელურად ჩვილი დიდხანს უნდა ასეირნოთ მზიან ამინდში.

სოკოვანი დაავადება და თმის ცვენა

ბავშვთა ასაკში საკმაოდ არის გავრცელებული თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება, რომელიც თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზია. ეს არის სოკო-დერმატოფიტით გამოწვეული გადამდები ინფექცია, რომელიც კეროვან ალოპეციას იწვევს. განასხვავებენ მის ექვს ტიპს:

  • რუხი ტიპი - ალოპეცია მრგვალი კერებით;
  • კეროვანი ტიპი - თმის ცვენა გენერალიზებული აქერცვლით;
  • კეროვანი - რბილი კონსისტენციის სიმსივნე, რომელსაც თან ახლავს ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
  • შავწერტილოვანი ტიპი - თმის ცვენა კერებში დამტვრეული თმის ღერების არსებობით;
  • დიფუზური ტიპი - დამახასიათებელია ქერტლისებური აქერცვლა;
  • პუსტულოზური ტიპი - ახასიათებს სითხოვანი ბუშტუკების გაჩენა და ლიმფადენოპათია.

მკურნალობა მიმართულია სოკოს წინააღმდეგ და ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად. ინიშნება დასალევი და ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებები.


მოზარდი და თმის ცვენა

უფრო მოზრდილ ასაკში თმის ცვენა განპირობებულია შინაგანი მიზეზებით. 10-იდან 14 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის შესაძლოა თავი იჩინოს კეროვანმა (თმის ცვენა გარკვეულ უბნებში), ტოტალურმა (თმის ცვენა თავის მთელ თმიან ნაწილზე) ან უნივერსალურმა (თმის ცვენა მთელ სხეულზე) ალოპეციამ. მეცნიერთა უმრავლესობა გამელოტებას აუტოიმუნურ დაავადებად მიიჩნევს. ეს იმას ნიშნავს, რომ უცნობი მიზეზების გამო იმუნური სისტემა თმის ფოლიკულებს უცხო სხეულებად აღიქვამს და ებრძვის. თმის ხელახალი ზრდა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა იმუნური სისტემა მწყობრში ჩადგება. თმის ცვენის კიდევ ერთი მიზეზია მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე. შესაძლო მიზეზებად მიიჩნევა ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერების არსებობა. მაგალითად, ნუშურა ჯირკვლების, ჩირქოვანი ანთება, საკვერცხეების ანთება, ასევე - ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლის, კერძოდ ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს სტრესს. არის შემთხვევები, როცა თმის ცვენა მეორეულია. ის შეიძლება განვითარდეს სისტემური დაავადებების, მაგალითად წითელი მგლურას, სკლეროდერმიის ფონზე. ბავშვთა ასაკში თმის ცვენას განაპირობებს აუტოიმუნური ენდოკრინოპათია - თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ორგანიზმში ჰორმონ ალდოსტერონის უკმარისობა ვითარდება, მისი დეფიციტი კი მავნე ფაქტორების, სტრესული სიტუაციების მიმართ ორგანიზმის შეგუების უნარის დაქევითებას განაპირობებს. დაავადების მთავარი ნიშნებია:

  • კანისა და ლორწოვანი გარსების ჭარბი პიგმენტაცია;
  • ლორწოვანი გარსების გამუქება ლოყების შიგნითა ზედაპირისა და ტუჩების ირგვლივ;
  • კანის გამუქება ნაკეცებსა და ბუნებრივი ნაოჭების არეებში;
  • სახეზე უხვი ჭორფლი;
  • კანის აჭრელება სხეულის შიშველ უბნებზე;
  • სხეულის თმიანი ნაწილების გამელოტება.

ასიდან 80-90 შემთხვევაში აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის მხრივ - გასტროინტესტინური სიმპტომატიკა, ასევე - არტერიული წნევის დაქვეითება. ცვლილებებს ავლენს სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი. რომელიმე ერთი სიმპტომის არსებობა თირკმელზედა ჯირკვლის პირველად ქრონიკულ უკმარისობას არ ნიშნავს. უტყუარი დიაგნოსტირებისთვის ყველა ამ ნიშნის ერთობლიობაა აუცილებელი.

როგორ მოვიქცეთ

ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, დროულად მიაკითხეთ ექიმს, რათა თმის ცვენის ნამდვილი მიზეზი გაირკვეს. მკურნალობა ხანგრძლივია, მოიცავს ჰორმონულ, იმუნური პროცესების დამაქვეითებელ (იმუნოსუპრესორულ) თერაპიას, ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) მოქმედების დათრგუნვას, ულტრაიისფერი სხივებით ალოპეციის კერების დასხივებას.

დაიხსომეთ:

თმას არ უხდება ხშირი ბანა, ფენით (მშრალი, ცხელი ჰაერით) გაშრობა, უხეში სავარცხლით ვარცხნა. ყოველივე ეს თავის კანს აშრობს და თმის ძირების კვებას არღვევს. ბავშვს თავი დაბანეთ სპეციალური სამედიცინო შამპუნით. დროდადრო სამასაჟე სავარცხლით თავის კანის მასაჟი გაუკეთეთ. შეაჭერით თმა მოკლედ. ნუ შეუკრავთ მჭიდრო სამაგრით - დაე, თმამ თავისუფლად ისუნთქოს. ზაფხულის სიცხესა და ზამთრის ყინვაში დაახურეთ ქუდი. მზის პირდაპირი სხივებით გადახურება ისევე მავნებელია, როგორც თავის კანისა და თმის ძირების მოყინვა.