ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ

ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ

კვების მართებული რეჟიმი, სწორად შერჩეული საკვები, მისი სათანადო ათვისება და მონელება განსაზღვრავს ბავშვის ნორმალურ, ფიზიოლოგიურ ზრდა-განვითარებას. ამ რთულ სისტემაში თუ ერთი რგოლი მაინც გაწყდა, ირღვევა ჯაჭვის მთლიანობა, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებაზე აისახება. რამ შეიძლება გამოიწვიოს კვების დარღვევა ბავშვის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე და როგორ გავართვათ თავი ამ პრობლემას? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი მაია მუზაშვილი გვიპასუხებს.

- ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში კვების დარღვევა თავს იჩენს წამოქაფებით. როდის არის წამოქაფება ფიზიოლოგიური და როდის - პათოლოგიის მანიშნებელი?
- წამოქაფება ახალშობილებსა და პირველი თვეების

ჩვილებს ახასიათებთ. წამოქაფების დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ ირღვევა. ამონაღები მასა - კუჭის შიგთავსი, შეუხაჭოებელი რძეა. ჩვეულებრივ, ამოქაფების მიზეზია:

  • ნორმაზე მეტი საკვების მიღება;
  • აეროფაგია - კუჭში საკვებთან ერთად ჰაერის მოხვედრა.

ზედმეტი საკვების მიღების შემთხვევაში პატარას წამოაქაფებს უშუალოდ კვების დროს ან მისი დამთავრებისთანავე. ჩვილ ასაკში აეროფაგიაც ნორმალური მოვლენაა. ოთხ

თვემდე წამოქაფება აღენიშნება ჩვილების 67%-ს, ოთხიდან შვიდ თვემდე - 21%-ს, შვიდი თვიდან ერთ წლამდე - 5%-ს. თუ ბავშვს წამოაქაფებს დღეში 2-3-ჯერ და ამოღებული მასა უმნიშვნელო რაოდენობისაა, სანერვიულო არაფერია. თუმცა კვების კორექცია მაინც საჭიროა. ამაში პირადი პედიატრი დაგეხმარებათ. მდგომარეობა საგანგაშოა, როცა წამოქაფება პირღებინებაში გადადის. ეს უკვე პათოლოგიაა - გერ-გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, რომლის დროსაც პატარა უკან ამოიღებს მიღებული საკვების ნახევარს ან მთელ ულუფას. ამ დროს საჭიროა მკურნალობა. პათოლოგიურ წამოქაფებას ჰიპოტროფია - წონის დეფიციტი - და სხვა დარღვვები მოჰყვება.


- რა იწვევს ასეთ წამოქაფებას?
- მიზეზი შეიძლება იყოს:

  • პილოროსტენოზი - კუჭის შესასვლელი ნაწილის შევიწროება. ეს პათოლოგია გამოვლინდება დაბადებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ჩვილს აქვს შეუპოვარი ღებინება, იკლებს წონას. ასეთ დროს დედამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ბავშვთა ქირურგს კვალიფიციური დახმარებისთვის.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვითარების ანომალია - ეს თანდაყოლილი პათოლოგიაა. შეუპოვარ ამოქაფებასა და წონის კლებასთან ერთად დამახასიათებელია დამოუკიდებელი დეფეკაციის უქონლობა (ოყნის შემდეგ საკვები გადაუმუშავებლად გამოიყოფა უკანა ტანიდან).
  • ინფექციური დაავადებები - ეს შეიძლება იყოს მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექციები, დედის მიერ ორსულობის დროს გადატანილი ესა თუ ის დაავადება. ყურადღებას იპყრობს ხშირი წამოქაფება, მოდუნება, მონოტონური ტირილი, სიყვითლე, გამონაყარი. ამ შემთხვევაში საჭიროა ბავშვთა ინფექციონისტის დახმარება.
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. იგი ხშირი და უხვი წამოქაფების მიზეზია. თუ დედას ჰქონდა მძიმე ორსულობა, პათოლოგიური მშობიარობა, ხოლო ახალშობილს უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა სამშობიარო სახლში, საჭიროა მკურნალობის პროცესში ბავშვთა ნევროპათოლოგის ჩართვა.

თუ ჩვილს აქვს პათოლოგიური წამოქაფება და იმყოფება ხელოვნურ კვებაზე, ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად ენიშნება სპეციალიზებული სამკურნალო ნარევი (Aღ - ანტირეფლუქსი). თუ ბუნებრივ კვებაზეა, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა.


- როგორ ხდება წამოქაფების კორექცია?
- უკვე აღვნიშნეთ, რომ საკორექციოდ გამოიყენება სპეციალური ნარევები - მათში დამატებულია ნარევის შემასქელებელი კომპონენტი, მაგალითად, ბრინჯის სახამებელი, რომელიც რძის ნარევის შესქელების ხარჯზე ხელს უშლის კუჭში მოხვედრილი ულუფის ორ ფრაქციად - სითხედ და სისქედ დაყოფას. კუჭში წარმოიქმნება საკვების რბილი, ერთგვაროვანი, სქელი მასა და წამოქაფება ბრკოლდება. ასეთი ნარევი პატარას შეიძლება მისცეთ ჩვეულებრივ ნარევთან ერთად. პროპორციასა და ულუფას პედიატრი ინდივიდუალურად შეგირჩევთ. როდესაც ბავშვი იღებს დამატებით საკვებს - პიურეს, ფაფას, წამოქაფება იშვიათდება და, ამდენად, შემასქელებელი ნარევის მიცემის აუცილებლობა ქრება.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად