სისხლჩაქცევები კანზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

სისხლჩაქცევები კანზე

სისხლჩაქცევები კანზე

ჩემს 3 წლის გოგონას კიდურებზე შევამჩნიე სილურჯეები, რომლებიც ტრავმებთან არ არის დაკავშირებული. რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცეთ?

კიდურებზე სილურჯეები - სისხლჩაქცევები, რომლებიც ტრავმებთან არ არის დაკავშირებული, სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობის შედეგია. სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობა გვხვდება როგორც ინფექციური, ასევე სისხლის სისტემის დაავადებების დროს.

სისხლის სისტემის ერთ-ერთი ასეთი დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, არის ჰემორაგიული ვასკულიტი, იგივე კაპილაროტოქსიკოზი, შენლაინ-ჰენოხის დაავადება. განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას:

  • მარტივს (კანისას);
  • რევმატოიდულს;
  • აბდომინურს;
  • თირკმლისას;
  • ფულმინანტურს;
  • ცერებრულს;
  • შერეულს.

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • ტემპერატურის მომატება;
  • კანზე ინტენსიური ჰემორაგიული გამონაყარი, რომელიც სიმეტრიულად იწყება ქვედა კიდურებიდან;
  • სახსარშიგა სისხლჩაქცევების გამო
    აღინიშნება სახსრების ტკივილი - ართრალგია;
  • ტკივილი მუცლის არეში - განპირობებულია კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანზე ჰემორაგიული გამონაყარის არსებობით. ამ დროს ბავშვი `მწვავე მუცლის~ გამო შეიძლება საოპერაციო მაგიდაზეც მოხვდეს.

თირკმლის პათოლოგიურ პროცესში ჩართვას თან სდევს შარდში სისხლის გაჩენა - ჰემატურია. ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა გადიდებული არ არის. არც

სისხლში შეინიშნება სპეციფიკური ცვლილებები.


მკურნალობა
მკურნალობა წოლით რეჟიმს, სპეციფიკურ კვებასა და მედიკამენტურ თერაპიას მოიცავს. საკვები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ:

  • კვერცხი;
  • სოკო;
  • ხიზილალა;
  • შოკოლადი, ყავა, კაკაო;
  • ციტრუსები - მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი;
  • კენკრა - ხენდრო, მარწყვი, ყურძენი;
  • პომიდორი;
  • კაკალი;
  • ნებისმიერი ხილის ან კენკრის წვენი და კომპოტი.

მკურნალობაში ფიზიოთერაპიული პროცედურების გამოყენება არ არის გამართლებული. ყოველგვარი პროფილაქტიკური აცრა უკუნაჩვენებია. პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. თრომბოციტოპენიური პურპურა, იგივე ვერლჰოფის დაავადება, ხშირია ბავშვებში და ორივე სქესის წარმომადგენლებში გვხვდება, უპირატესად კი გოგონებში. მიმდინარეობს მწვავედ და ქრონიკულად. დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხვირიდან, ღრძილებიდან, ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა, რომელიც შეიძლება თვითნებურიც იყოს და მცირე ტრავმით ან ოპერაციული ჩარევით (კბილის ამოღება, ტონზილექტომია) გამოწვეული. სისხლჩაქცევა შეიძლება მოხდეს კანქვეშ, პლევრაში, მუცლის ღრუში, თვალის სკლერასა და ბადურაში. იგი ხშირია ინექციის ადგილას. ვერლჰოფის დაავადების მწვავე ფორმა შეიძლება განვითარდეს რესპირაციული გზების ვირუსული დაავადების ან ვაქცინაციის ფონზე. დაავადების დასაწყისი უეცარია. კლინიკური ნიშნები იშვიათად არის გამოხატული. ტემპერატურა იმატებს. ათიდან ერთ შემთხვევაში ელენთა ოდნავ გადიდებულია და 2-3 სმ-ზე მეტით არასოდეს გამოდის ნეკნთა რკალიდან. პათოლოგიური პროცესი რამდენიმე დღე ან თვე გრძელდება (საშუალოდ 1-1,5 თვე). სპონტანური რემისია 93%-ში გვხვდება. პერიფერიულ სისხლში სპეციფიკური ცვლილებები არ შეინიშნება, გარდა თრომბოციტებისა, რომელთა რაოდენობა კრიტიკულ მაჩვენებელზე (30,0X109ლ) დაბალია. დაავადების ფორმის, მიმდინარეობისა და სიმძიმის გათვალისწინებით ინიშნება პათოგენეზური მკურნალობა. მშობლების საყურადღებოდ: თუ ბავშვს შეამჩნიეთ სისხლჩაქცევები კანზე თუ სხვა ხილულ ადგილებში, დაუყოვნებლივ აჩვენეთ პედიატრს, ჰემატოლოგს.

 


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად