ყივანახველა თუ პარაყივანახველა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყივანახველა თუ პარაყივანახველა?

ყივანახველისებრი შეტევითი ხველა, რომელიც პირღებინებით დასრულდა. ტემპერატურა თანდათან ნორმას დაუბრუნდა, ხველა კი ორი კვირა გაგრძელდა. რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ ჩაგვიტარებია. შესაძლოა თუ არა, ეს ყივანახველა ყოფილიყო? როდის შეიძლება გავუშვა ბაღში?

ყივანახველა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციაა. ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანება და თავისებური, შეტევითი ხველა. სპაზმური ხველის დროს დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, კატარულ პერიოდში კი დიაგნოსტიკა რთულია - დაავადება თანდათანობით ვითარდება, თან სდევს უმნიშვნელო, სუსტად გამოხატული მშრალი ხველა, არ აქვს სპეციფიკური ნიშნები. ხველასთან ერთად აღინიშნება სურდო, სკლერების სიწითლე, ტემპერატურა ზოგჯერ ნორმის ფარგლებში რჩება, ზოგჯერ ზომიერად იმატებს, ხოლო ზოგჯერ 39 გრადუსსაც კი აღემატება. 1-2 კვირის შემდეგ ხველა შემაწუხებელი ხდება, განსაკუთრებით - ღამღამობით, და იღებს სპაზმურ ხასიათს.

სპაზმური ხველის შეტევებისთვის დამახასიათებელია სწრაფი ამოსუნთქვის ბიძგების სერია ჩასუნთქვის ინტერვალის გარეშე. ხველის ბიძგების დამთავრებისას ხდება მსტვენი ხასიათის ძლიერი ჩასუნთქვა, რასაც განაპირობებს სპაზმურად შევიწროებული ხმოვანი ნაპრალის ჰაერით ფორსირება (რეპრიზი). სპაზმური ხველის დროს შესაძლოა აღინიშნოს რამდენიმე რეპრიზი. ზოგჯერ შეტევა მთავრდება ღებინებით. ეს უკანასკნელი დაავადების ტიპური სიმპტომია. ღებინებასთან სპაზმური ხველის შერწყმა იმდენად დამახასიათებელ სინდრომად ითვლება, რეპრიზი რომც არ ახლდეს, ეჭვი მაინც ყივანახველაზე უნდა იქნეს მიტანილი.

როცა ბავშვი აცრილია

აცრილ ბავშვებში ყივანახველა მიმდინარეობს წაშლილი ფორმით, სპაზმური ხველის გარეშე. ჩვეულებრივი ხველა 5-7 კვირა გრძელდება. გართულებები არ ახასიათებს. ფილტვების მოსმენისას პათოლოგია არ შეინიშნება. სისხლში მომატებულია ლეიკოციტები და ლიმფოციტები ნორმალური ედს-ის ფონზე.

სხვა რა შეიძლება იყოს?

ყივანახველის მსგავსი ნიშნები ახასიათებს პარაყივანახველასაც, იმ განსხვავებით, რომ უფრო ხანმოკლეა - 2-3 კვირაში სრულდება. მიმდინარეობს იოლი ფორმით, გართულებების გარეშე.

პარაყივანახველის დიაგნოზის დასმა შეიძლება კომპლექსური გამოკვლევის საფძველზე, კლინიკური, ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური, ეპიდემიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით.

პარაყივანახველა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ყივანახველისგან განსხვავებით, უმეტესად 2-დან 10 წლამდე, ნაკლებად - წლამდე ასაკის ბავშვებში. გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ინფექციის წყაროა ავადმყოფი, უფრო ნაკლებად - ბაქტერიამატარებელი. დაავადების აფეთქებები აღინიშნება ბავშვთა ორგანიზებულ კოლექტივებში (საბავშვო ბაღი). შესაძლოა, აფეთქების დიდმა კერამ ყივანახველაზე აცრილი ბავშვებიც მოიცვას, თუმცა ყივანახველასა და პარაყივანახველას შორის არსებობს ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც საერთო ანტიგენური თვისებებით არის განპირობებული.

საინკუბაციო (დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენამდე) პერიოდი გრძელდება 3-15 დღე. დაავადება უმეტესად ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობს. იწყება ხველით, რომელიც თანდათან ძლიერდება და ზოგჯერ სპაზმურ, შეტევით ხასიათსაც იღებს. აღინიშნება რეპრიზი და ღებინება. ასეთ დროს პარაყივანახველა ყივანახველას მოგვაგონებს. მკვეთრად არის გამოხატული დაავადების სამივე კლინიკური პერიოდი: კატარული, სპაზმური ხველისა და გამოჯანმრთელებისა, - თუმცა სპაზმური ხველის შეტევები უფრო ხანმოკლე და იშვიათია, ვიდრე ყივანახველის დროს - დღე-ღამეში 5-7-ს არ აღემატება. ასეთი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს დაავადების შემთხვევათა მესამედს. დანარჩენ შემთხვევებში პარაყივანახველა მიმდინარეობს წაშლილი ფორმით, სპაზმური ხველის გარეშე, ბრონქიტის ტიპის ხველით, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის მსგავსად.

მკურნალობა სიმპტომურია - სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, სპაზმური ხველის დროს - ბრონქოსპაზმის მომხსნელი, დამამშვიდებელი საშუალებები, დამხმარე თერაპიის სახით - ორგანიზმის სითხით მომარაგება, მაღალკალორიული და ვიტამინებით მდიდარი დიეტის დაცვა.

დიდი მნიშვნელობა აქვს ხველის მაპროვოცირებელი ფაქტორებისთვის თავის არიდებას, მაგალითად, საწოვარაზე უარის თქმას. დადგენილია, რომ ავადმყოფი ბავშვის ჩართვა საინტერესო თამაშში და გრილ (არა უმცირეს 10 გრადუსისა), სუფთა ჰაერზე ყოფნა სპაზმურ შეტევებს აიშვიათებს.

როგორ დავიცვათ სხვა ბავშვები

არცთუ იშვიათად სპაზმური ხველის დაწყებამდე ბავშვი ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობს: დადის ბაღში, სკოლაში. დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენისთანავე იგი უნდა მოთავსდეს ცალკე ოთახში. კონტაქტში მყოფებს სპეციფიკური აცრები არ უტარდებათ. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები, მათ შორის - ბავშვთა კოლექტივის მომსახურე პერსონალი, იზოლირებას (კარანტინს) არ ექვემდებარებიან.

თუ ყივანახველის დიაგნოზი დაისვა და ავადმყოფს ეძლეოდა ანტიბიოტიკი, საჭიროა მისი იზოლაცია 5 დღით, თუ არ ეძლეოდა - 3 კვირით.

კონტაქტის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, აცრილი იყო თუ არა ბავშვი, რეკომენდებულია ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის (AKDC) დამატებითი აცრის გაკეთება. აცრა არ კეთდება, თუ უკანასკნელი (დამამთავრებელი) დოზის მიღებიდან არ გასულა 6 თვეზე მეტი ხანი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უნიშნავენ ერითრომიცინს - 50 მგ/კგ-ს დღე-ღამეში 4-ჯერ, 10 დღის განმავლობაში.

პატარას ყივანახველა ჰქონდა თუ პარაყივანახველა, ამის დასაზუსტებლად დამატებითი ინფორმაციისა და კვლევის შედეგების შეჯერებაა საჭირო, რისთვისაც პედიატრს უნდა მიმართოთ. როგორც კი ბავშვი აღიდგენს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, შეგიძლიათ საბავშვო ბაღშიც გაუშვათ.