როგორ ავიცილოთ თავიდან რაქიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან რაქიტი

შეუძლია, გამოიწვიოს სერიოზული შედეგები: ავადობის მაღალი სიხშირე, იმუნიტეტის დარღვევა, ინტერფერონის პროდუქციის შემცირება, კუნთთა ჰიპოტონია. ეს ყოველივე ხელს უწყობს ბავშვებში სასუნთქი სისტემის ინფექციების გახშირებას, იწვევს ოსტეოპოროზს, ზრდაში ჩამორჩენას, ძვლების დეფორმაციას, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის აბსორბციის დაქვეითებას, კარიესს, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის ცვლილებას, ბილარული (ღვიძლის) ფუნქციის დარღვევას და სხვა.

ამჟამად რაქიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც განპირობებულია კანში მისი წარმოქმნის უკმარისობით, ასევე - საკვებთან ერთად მისი მიწოდების შეფერხებით, ნაწლავში შეწოვის პროცესების დაქვეითებით და სხვა.

რამდენიმე ხანია, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დიდი ხნის დავიწყებული რაქიტი დაბრუნდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი აღორძინება უკავშირდება ორგანიზმის D ვიტამინით არასათანადო მომარაგებას, განსაკუთრებით - ძუძუთი კვების ისეთ შემთხვევებში, როდესაც D ვიტამინის დამატებითი მიწოდება არ ხდება.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა აფრიკული წარმოშობის ბავშვებს, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ D ვიტამინს დამატებით არ იღებდნენ. ყველა ბავშვს რაქიტი განუვითარდა.

ქართული ტრადიციები

მიუხედავად იმისა, რომ აკვანი რაქიტის განვითარების რისკფაქტორად ითვლება (პატარა მჭიდროდ არის გაკრული არტახებით, არ მოძრაობს, მოკლებულია მზის სხივებს), საქართველოში ძველთაგანვე არსებობდა მისი პროფილაქტიკის დიდი გამოცდილება. როგორც ქართული წერილობითი სამედიცინო ძეგლებიდან ირკვევა, ძველადაც იცოდნენ, რომ ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე გავლენას ახდენს ცხოვრების პირობები, მშობლების ასაკი, ფსიქოემოციური დატვირთვა, კვების ხასიათი.

სადღეისოდ როგორც მეცნიერული, ასევე პრაქტიკული მონაცემებით სავსებით არგუმენტირებულია, რომ რაქიტის განვითარებაში წამყვანი როლი ეკისრება D ვიტამინის მიღების ორ ძირითად გზას: ალიმენტურს (კვებითს) და სხივურს.

ალიმენტური გზა გულისხმობს ბავშვის ორგანიზმის D ვიტამინით უზრუნველყოფას პერორალური გზით (ამ ვიტამინით მდიდარი საკვების, ასევე თავად ვიტამინის მიცემას). ამაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდშივე უნდა დავიწყოთ. თანამედროვე მონაცემებით, ორსულის კვება ზომიერად მრავალფეროვანი უნდა იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცილოვანი ინგრედიენტების შემცველი (ცხოველური და მცენარეული) პროდუქტების ყოველდღიურ გამოყენებას. ცხოველური პროდუქტებიდან ორსული უნდა იღებდეს ხორცს, თევზს, კვერცხს, ხაჭოს, ყველს, რძესა და მაწონს, მცენარეულიდან - პურს, კარტოფილს, ლობიოს, ბურღულს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხიმებს - ნაღებს, კარაქს, არაჟანს, კვერცხის გულს, მცენარეულ ზეთს.

ოპტიმალური რაციონი

ორსულის რაციონი ოპტიმალურად ითვლება, თუ შეიცავს:

  • 100 გ ცილას;
  • 90-100 გ ცხიმს;
  • 400-500 გ ნახშირწყლებს;
  • ხოლო ენერგეტიკული ღირებულება 2500-3000 კკალ-ს აღწევს.

იგივე მოეთხოვება მეძუძური დედის რაციონს. ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის მიზანშეწონილია ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრების მიღება ფიზიოლოგიური მოთხოვნილების გათვალისწინებით. ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს თანაარსებული, ფონური დაავადებები. ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის პოლივიტამინების მიღებაც კი პირად ექიმთან, ამ შემთხვევაში - გინეკოლოგთან, უნდა იყოს შეთანხმებული. როდესაც ბავშვი არ იღებს ვიტამინს საკვებთან ერთად თუ პრეპარატის სახით, ის არ არის დაზღვეული რაქიტის განვითარებისგან. D ვიტამინს შეიცავს:

  • ნაღების კარაქი;
  • თევზის ქონი;
  • კვერცხი (განსაკუთრებით - გული);
  • ხიზილალა.

რაქიტის თავიდან აცილებაში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება D ვიტამინის მიღების სხივურ გზას, ანუ ორგანიზმზე მზის სხივების ზემოქმედებას. მათი დეფიციტის დროს კანში D ვიტამინის წარმოქმნა ითრგუნება, იბლოკება.

საქართველოს ბუნებრივი, ზომიერი კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები, მზიანი დღეების სიუხვე რაქიტის პროფილაქტიკისთვის ძალზე ხელსაყრელია. გამოიყენეთ, მშობლებო, ბუნების ეს საჩუქარი სწორად ორგანიზებულ, სრულფასოვან კვებასა და მედიკამენტურ ღონისძიებებთან ერთად და თავიდან ააცილეთ თქვენს პატარას დაავადება, რომელიც მძიმე კვალს აჩნევს ბავშვის ჯანმრთელობასა და მომავალს.