გოგონები გინეკოლოგთან ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტის გამო მიჰყავთ - როდის მივიყვანოთ გოგონა ექიმთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოგონები გინეკოლოგთან ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტის გამო მიჰყავთ - როდის მივიყვანოთ გოგონა ექიმთან

- როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან?

- პამპერსის გამოცვლის, დაბანის დროს პატარას ყურადღებით დაუთვალიერეთ შორისის მიდამო. ექიმთან მიიყვანეთ, თუ:

შეამჩნიეთ კანის, გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის სიწითლე;

შეამჩნიეთ გამონადენი, მეტადრე - უხვი, მოყვითალო, მომწვანო, მოყავისფრო;

გოგონა ტირის მოშარდვამდე ან მოშარდვის შემდეგ;

გარეთა სასქესო ორგანოებს უჩვეულო შესახედაობა აქვს;

მშობლებს აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (ქლამიდია, ურეა და მიკოპლაზმა, ტრიქომონა და სხვა).

გოგონები გინეკოლოგთან ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტის გამო მიჰყავთ. ეს არის საშოსა და მისი შესასვლელის ლორწოვანის ანთება, რომელიც ვლინდება კანისა და ლორწოვანის სიწითლით, გამონადენით, ქავილით, შარდვისას წვის შეგრძნებით. პატარა წრიალებს, ხშირად ტირის. ანთებითი პროცესის მიზეზად შესაძლოა იქცეს შორისის არეში არსებული ჩვეულებრივი მიკრობებიც და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაც, რომელიც პატარას მშობლებისგან გადაედება მუცლადყოფნის პერიოდში.

როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა სუსტდება - ვირუსული ინფექციის, ანტიბიოტიკებით მკურნალობის, ალერგიული რეაქციის (გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი შესაძლოა ატოპიური დერმატიტის გამოვლინება იყოს), კბილების ამოჭრისა და ჩვეულებრივი ჰიგიენური რეჟიმის დარღვევის დროს - ეს მიკრობები ანთებით პროცესს იწვევს.

- რა შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებას?

- ანთებითი პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს - დროულად ვერ დაისვას დიაგნოზი ან არასწორად შეფასდეს მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცება - სინექია. შეერთებული ბაგეები საშოში შესასვლელს ნაწილობრივ ან სრულად ახშობს, ხშირად შარდვასაც კი ართულებს. სამწუხაროდ, სინექიის შემთხვევები ახალშობილებშიც შეინიშნება, ამიტომ დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს გოგონას შარდვას. ამისთვის დროდადრო პამპერსი უნდა შეუხსნას მას და ასე მოაშარდვინოს. სრული შეხორცების შემთხვევაში საჭიროა გინეკოლოგის სასწრაფო კონსულტაცია და მკურნალობა. მედიკამენტური მკურნალობის შედეგად მცირე სასქესო ბაგეები იხსნება.

თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო. პატარა გოგონებში ასევე ხშირია შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. ისინი ისე ცხადად გამოვლინდება, - მაღალი სიცხით, მუცლის ტკივილით, პირღებინებით და სხვა, - რომ ექიმის სასწრაფო ჩარევა ხდება აუცილებელი. წლამდე სხვა გინეკოლოგიურ დაავადებებსაც ვხვდებით, თუმცაღა იშვიათად - საკვერცხეების სიმსივნესა და კისტას (რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში ექოსკოპიური გამოკვლევით დიაგნოსტირდება), სარძევე ჯირკვლების გადიდებას, სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიებს. რა საფრთხეს უქადის ბავშვის ორგანიზმს ეს დაავადებები, ამის განსაზღვრა მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს.