ექსიკოზი - ბავშვი მივარდნილია, უცრემლოდ ტირის, შარდავს ჩვეულებრივზე ნაკლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექსიკოზი - ბავშვი მივარდნილია, უცრემლოდ ტირის, შარდავს ჩვეულებრივზე ნაკლებს

-შარდვის დარღვევის ერთ-ერთი სახეობა, შარდვის შემცირება, ორგანიზმის გამოშრობას ახლავს თან. რა იწვევს თავად ორგანიზმის გამოშრობას?

- ორგანიზმის გამოშრობა, ექსიკოზი, ვითარდება მაღალი ტემპერატურის, პირღებინების, ნაწლავთა გახშირებული მოქმედების დროს. ბავშვი მივარდნილია, უცრემლოდ ტირის, შარდავს ჩვეულებრივზე ნაკლებს.

შესაძლოა, 12 საათის განმავლობაშიც კი არ დასჭირდეს პამპერსის გამოცვლა. როდესაც მშობელს პატარა ექიმთან მიჰყავს, ერთ-ერთი პირველი, რასაც პედიატრი კითხულობს, ეს არის: რამდენად ხშირად შარდავს ბავშვი და როდის გამოუცვალეს პამპერსი. ორგანიზმის სითხით შევსების ერთ-ერთი მაჩვენებელია შარდვის - დიურეზის აღდგენა.

ბავშვი აქტიურდება და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ასე რომ, ექსიკოზის დროს შარდვის შემცირება მეორეულია, სიმპტომური ხასიათი აქვს და ორგანიზმის სითხის შევსების შემდეგ გაივლის. როგორ მოხდეს სითხით შევსება, ელექტროლიტების ხსნარის დალევით თუ ინტრავენური გადასხმით, ამას ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს.

ჩვილებს უჭირთ ორგანიზმისთვის საჭირო ოდენობის სითხის დალევა, მით უფრო - თუ პირღებინებაც აქვთ, ამიტომ აუცილებელი ხდება ინტრავენური გადასხმა, ეს მანიპულაცია კი აუცილებლად კლინიკის პირობებში უნდა ჩატარდეს.

- რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებსაც ღამის ენურეზი აქვთ?

- ვურჩევ, ნუ დამალავენ ამ პრობლემას, მიმართონ ექიმს. იგი შეკრებს დეტალურ ინფორმაციას ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ, შეაფასებს ხანგრძლივი თეტაპიისთვის პაციენტისა და ოჯახის წევრთა მზადყოფნას.

  • ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შარდის საერთო ანალიზი ნიტრიტული ტესტით. ცვლილებების აღმოჩენისას ჩატარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ულტრასონოგრაფია, ცისტოგრაფია და უროდინამიკური კვლევა, მშობლებს განუმარტავენ ენურეზის მიზეზს. უფროსებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა, ბავშვს ვნებს.

  • ნურასოდეს დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა. მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს! გააფრთხილეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელი ბავშვის მდგომარეობის შესახებ და სთხოვეთ, მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვას ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, ბავშვს ნუ გააგებინებთ!

  • აწარმოეთ დღიური, სადაც აღნიშნული გექნებათ სველი და მშრალი ღამეები. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ! ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას.პირიქით, არ დაუშალოთ მეგობრებთან ერთად უქმე დღეების გატარება, ექსკურსიაზე სიარული. ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით არის თანატოლებზე უარესი!