გარეგნული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ექსუდაციურ პლევრიტზე მიგვანიშნებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარეგნული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ექსუდაციურ პლევრიტზე მიგვანიშნებს

მშრალი მტკივნეული ხველა, ფერდის ტკივილი პლევრიტის ერთ-ერთი ნიშანია. პლევრიტი ანუ პლევრის მწვავე ანთებითი დაზიანება ბავშვებში არცთუ იშვიათია. იმის მიხედვით, წარმოიქმნება თუ არა ამ დროს ექსუდატი - ანთებითი სითხე, განასხვავებენ მშრალ (ფიბრინულ) და ექსუდაციურ პლევრიტს.

- რა ნიშნები ახასიათებს ექსუდაციურ პლევრიტს?

- ექსუდაციური პლევრიტი უმეტესად მწვავედ იწყება. ექსუდატი პირველივე დღეებიდან სწრაფად გროვდება. არც ნელი, თანდათანობითი დასაწყისია გამორიცხული. ექსუდაციური პლევრიტი შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივად მიმდინარე მშრალი პლევრიტის ფონზეც. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. კლასიკურ შემთხვევაში დაავადების დასაწყისი, როგორც გითხარით, მწვავეა. ტემპერატურა სწრაფად იწევს, ზოგჯერ - 41 გრადუსამდეც კი. პირველივე დღეებიდან იპყრობს ყურადღებას საერთო სისუსტე, უმადობა და ქოშინი.

ეს უკანასკნელი, ხველასა და ტკივილთან ერთად, პლევრიტის სადიაგნოზო ნიშნადაც კი მიიჩნევა. ტკივილი თავდაპირველად მძაფრია, ძლიერდება სუნთქვისა და ხველის დროს. ზოგჯერ გადაეცემა მხარს ან ეპიგასტრიუმის (კუჭის არეს), რაც ანთებით პროცესში დიაფრაგმის მონაწილეობაზე მიუთითებს. ტკივილი თანდათანობით სუსტდება და ბოლოს საერთოდ ქრება, რაც პლევრის ფურცლებს შორის ექსუდატის დაგროვებას უკავშირდება.

ხველა, მშრალი პლევრიტისგან განსხვავებით, შემაწუხებელი არ არის, უფრო იშვიათია და ძირითადად ფილტვის დაავადებით არის გამოწვეული.

ქოშინი სასუნთქი ცენტრის რეფლექსური აგზნებითა და ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირებით არის გამოწვეული. ბავშვი იძულებით პოზას იღებს, წევს უმეტესად დაზიანებულ მხარეს, მასიური ექსუდატის შემთხვევაში კი ზურგზე.

ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის გარეგნობა:

. გულმკერდის ასიმეტრია - გამოდრეკა დაზიანების მხარს;

. მხარის აწევა;

. შეინიშნება სკოლიოზი დაზიანებულ მხარეზე გამოდრეკით;

. განსაკუთრებით საყურადღებოა დაზიანებული მხრის სუნთქვაში ჩამორჩენა.

. პათოლოგიური პროცესის მხარეს კანი კრიალაა, დაჭიმული, შეშუპებული (ლიმფის მიმოქცევის შეფერხების გამო); ნეკნთაშუა არეები - გაფართოებული, გადასწორებული, ზოგჯერ გამოდრეკილი. რიგ შემთხვევაში შეინიშნება გულის საძგერის ცდომა საღ მხარეს.

- რამდენ ხანს გრძელდება დაავადება?

- ექსუდაციური პლევრიტის დროს მდგომარეობა მძიმე რჩება ექსუდატის არსებობის მთელ პერიოდში. ექსუდატის გაწოვას საშუალოდ 1 თვე სჭირდება, შესაძლოა, მეტხანსაც გაგრძელდეს.

ექსუდაციური პლევრიტის ტიპური მიმდინარეობის დროს დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, თუმცა საეჭვო შემთხვევებში საჭიროა საცდელი პუნქციის ჩატარება, რაზეც მშობლები უარს ამბობენ. დავამშვიდოთ ისინი, ავუხსნათ, როგორ ტარდება იგი და რისთვისაა საჭირო.

წაიკითხეთ სრულად