რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები

- რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი?

- ძილის დროს კბილების კრაჭუნი, თუ მას თან სდევს პირღია ძილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, პირიდან უსიამოვნო სუნი უზმოზე, ჰელმინთოზს გვაფიქრებინებს.

არსებობს კიდევ ერთი უსიამოვნო ნიშანი, რომელიც ასევე ჭიებით ინვაზიისთვის არის დამახასიათებელი - უკანა ტანის ქავილი.

იგი ღამით, ძილის დროს იჩენს თავს.

-რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები?

- სომნოლოკია - ასე ჰქვია ლათინურად ძილში ლაპარაკს. არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ამ მოვლენის ახსნას ცდილობს. ერთ-ერთის თანახმად, ძილის დროს ასეთი აქტიურობა გადატანილი სტრესის (არა მაინცდამაინც უარყოფითის) შედეგია.

მშობლებს ვურჩევთ, თუ ბავშვს გადატანილი მშფოთვარე დღის შემდეგ მოუსვენრად სძინავს, დამამშვიდებელ ბალახებსა და მიქსტურებს ნუ მისცემენ. სედაციური საშუალებების დანიშვნის უფლება მხოლოდ ექიმს აქვს. თუ ბავშვს ძილში ლაპარაკის გარდა არავითარი სხვა ნევროზული რეაქცია არ აღენიშნება, მკურნალობა საჭირო არ არის.

ეცადეთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე ასეირნოთ, შინ მშვიდი, მყუდრო გარემო შეუქმნათ. ტელევიზორს გვიანობამდე ჩართულს ნუ დატოვებთ. ბავშვის ოთახი ძილის წინ გაანიავეთ. თეორია მეორე: შესაძლოა, ძილში ლაპარაკი ერთგვარი კომპენსატორული რეაქცია იყოს, რომელიც ძილის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლას აადვილებს. ძილი ერთგვაროვანი არ არის, ის ნელ და სწრაფტალღოვან ფაზებად იყოფა.

სანამ ჩვენ გვძინავს, ეს ფაზები ერთმანეთს ენაცვლება. სომნოლოგებმა, რომლებიც ძილსა და მის ფაზებს შეისწავლიან, დაადგინეს, რომ ადამიანი სწრაფი ძილის დროს ლაპარაკობს. თუ ბავშვი რამდენიმე ფრაზას წარმოთქვამს, მერე კი მშვიდ და ღრმა ძილს განაგრძობს, მშობლებს ვურჩევთ, ნუ აღელდებიან. მიეფერონ პატარას, ალერსიანი სიტყვები ჩასჩურჩულონ.

თეორია მესამე: პატარა ბავშვისთვის, რომელიც გამართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს, ძილის დროს წარმოთქმული ფრაზები და სიტყვები შესაძლოა ახალი გამოცდილებისა და ცოდნის გამოძახილი იყოს.

ვინ იცის, პატარები ძილში იმეორებენ ახალ სიტყვებს, რათა ცხადში გააზრებულად წარმოთქვან. მოსაზრება მეოთხე: ძილში ლაპარაკი შესაძლოა ნერვული სისტემის პათოლოგიის ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში მას თან უნდა ახლდეს სხვა სიმპტომებიც. ბავშვი ნევროპათოლოგს უნდა აჩვენოთ, თუ:

* ძილში ლაპარაკის დროს სახე უწითლდება;

* მეტისმეტად ოფლიანდება, უძლიერდება ნერწყვდენა;

* ხედავს კოშმარებს, ყვირის;

* აქვს მოხრჩობის შეტევები;

* აკრაჭუნებს კბილებს;

* მთვარეულივით დადის სახლში;

* ახალგაღვიძებული დიდხანს ვერ მოდის გონს, გამოფხიზლება უჭირს;

* გონს მოსვლის შემდეგ ცნობიერება არეული აქვს.

მშობლებს ვურჩევ, ნევროპათოლოგთან მისვლამდე დააკვირდნენ:

* რამდენად ხშირად ლაპარაკობს ძილში ბავშვი;

* სიტყვებს, ფრაზებს წარმოთქვამს თუ გრძელ ამბებს ჰყვება;

* აკვიატებული ხომ არ აქვს ერთი და იგივე თემა;

* გარკვევით ლაპარაკობს თუ არა;

* რაზეც ძილში ლაპარაკობს, ნამდვილად მოხდა თუ მისი ფანტაზიის ნაყოფია.

თქვენი პასუხები ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.