რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები

რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები
გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე. - რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი?


- ძილის დროს კბილების კრაჭუნი, თუ მას თან სდევს პირღია ძილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, პირიდან უსიამოვნო სუნი უზმოზე, ჰელმინთოზს გვაფიქრებინებს.

არსებობს კიდევ ერთი უსიამოვნო ნიშანი, რომელიც ასევე ჭიებით ინვაზიისთვის არის დამახასიათებელი - უკანა ტანის ქავილი.


იგი ღამით, ძილის დროს იჩენს თავს.

-რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები?


- სომნოლოკია - ასე ჰქვია ლათინურად ძილში ლაპარაკს. არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ამ მოვლენის ახსნას ცდილობს. ერთ-ერთის თანახმად, ძილის დროს ასეთი აქტიურობა გადატანილი სტრესის (არა მაინცდამაინც
უარყოფითის) შედეგია.


მშობლებს ვურჩევთ, თუ ბავშვს გადატანილი მშფოთვარე დღის შემდეგ მოუსვენრად სძინავს, დამამშვიდებელ ბალახებსა და მიქსტურებს ნუ მისცემენ. სედაციური საშუალებების დანიშვნის უფლება მხოლოდ ექიმს აქვს. თუ ბავშვს ძილში ლაპარაკის გარდა არავითარი სხვა ნევროზული რეაქცია არ აღენიშნება, მკურნალობა საჭირო არ არის.


ეცადეთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე
ასეირნოთ, შინ მშვიდი, მყუდრო გარემო შეუქმნათ. ტელევიზორს გვიანობამდე ჩართულს ნუ დატოვებთ. ბავშვის ოთახი ძილის წინ გაანიავეთ. თეორია მეორე: შესაძლოა, ძილში ლაპარაკი ერთგვარი კომპენსატორული რეაქცია იყოს, რომელიც ძილის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლას აადვილებს. ძილი ერთგვაროვანი არ არის, ის ნელ და სწრაფტალღოვან ფაზებად იყოფა.


სანამ ჩვენ გვძინავს, ეს ფაზები ერთმანეთს ენაცვლება. სომნოლოგებმა, რომლებიც ძილსა და მის ფაზებს შეისწავლიან, დაადგინეს, რომ ადამიანი სწრაფი ძილის დროს ლაპარაკობს. თუ ბავშვი რამდენიმე ფრაზას წარმოთქვამს, მერე კი მშვიდ და ღრმა ძილს განაგრძობს, მშობლებს ვურჩევთ, ნუ აღელდებიან. მიეფერონ პატარას, ალერსიანი სიტყვები ჩასჩურჩულონ.


თეორია მესამე: პატარა ბავშვისთვის, რომელიც გამართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს, ძილის დროს წარმოთქმული ფრაზები და სიტყვები შესაძლოა ახალი გამოცდილებისა და ცოდნის გამოძახილი იყოს.


ვინ იცის, პატარები ძილში იმეორებენ ახალ სიტყვებს, რათა ცხადში გააზრებულად წარმოთქვან. მოსაზრება მეოთხე: ძილში ლაპარაკი შესაძლოა ნერვული სისტემის პათოლოგიის ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში მას თან უნდა ახლდეს სხვა სიმპტომებიც. ბავშვი ნევროპათოლოგს უნდა აჩვენოთ, თუ:

* ძილში ლაპარაკის დროს სახე უწითლდება;

* მეტისმეტად ოფლიანდება, უძლიერდება ნერწყვდენა;

* ხედავს კოშმარებს, ყვირის;

* აქვს მოხრჩობის შეტევები;

* აკრაჭუნებს კბილებს;

* მთვარეულივით დადის სახლში;

* ახალგაღვიძებული დიდხანს ვერ მოდის გონს, გამოფხიზლება უჭირს;

* გონს მოსვლის შემდეგ ცნობიერება არეული აქვს.

მშობლებს ვურჩევ, ნევროპათოლოგთან მისვლამდე დააკვირდნენ:


* რამდენად ხშირად ლაპარაკობს ძილში ბავშვი;

* სიტყვებს, ფრაზებს წარმოთქვამს თუ გრძელ ამბებს ჰყვება;

* აკვიატებული ხომ არ აქვს ერთი და იგივე თემა;

* გარკვევით ლაპარაკობს თუ არა;

* რაზეც ძილში ლაპარაკობს, ნამდვილად მოხდა თუ მისი ფანტაზიის ნაყოფია.

თქვენი პასუხები ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
გვესაუბრება ექიმი-პედიატრი ზვიად კორკოტაშვილი
შარდის ანალიზში ჩემს 4 წლის ბიჭუნას მომატებული აღმოაჩნდა მარილები.

მშობლები ხშირად ყურადღებას ისეთ ასპექტებს აქცევენ, როგორებიცაა მადა და ძილი.

ქუნთრუშა სტრეპტოკოკული ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. მას დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. მიმდინარეობს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციით, ტონზილიტით, რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, კანის წვრილწინწკლოვანი გამონაყარითა და ფირფიტისებრი აქერცვლით.

დაიწყო ახალი სასწავლო წელი, ზოგი სიხარულით, ზოგი ცრემლიანი თვალებით მიეშურება სასწავლო დაწესებულებებისაკენ. უმცროსკლასელებს შეუსაბამოდ დიდი, მძიმე ჩანთები მოუკიდებიათ ზურგზე. ეს კი, თავის მხრივ, ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის მათ. ამ პრობლემებიდან ერთ-ერთზე - ხერხემლის სვეტის, კერძოდ კი ტანადობის დარღვევებზე ვესაუბრებით ანანო მამუკაშვილს, ექიმ რეაბილიტოლოგს.

დღენაკლული ბავშვები

- რატომ შეიძლება დაიბადოს ბავშვი დროზე ადრე?

ორსულობა, ჩვეულებრივ, გრძელდება 40 კვირა და აითვლება დედის უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან. ორსულობის 37-38 კვირაზე ადრე დაბადებული ბავშვი დღენაკლულია. უფრო რომ დავაკონკრეტოთ: 35-38-ე კვირაზე დაბადებული გვიან დღენაკლულად მიიჩნევა, 28-35-ე კვირაზე დაბადებული - დღენაკლულად, ხოლო 28 კვირამდე დაბადებული - ექსტრემალურად მცირე მასის ახალშობილად.

მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად