ცხოვრობენ თუ არა ლამბლიები ნაღვლის ბუშტში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრობენ თუ არა ლამბლიები ნაღვლის ბუშტში?

ლამბლიის ცისტებს გარემოში გარკვეული მდგრადობა ახასიათებთ. ქლორის ნორმალური კონცენტრაციის დროს წყალში ისინი 2 თვემდე ძლებენ. დაავადებისთვის საკმარისია, ორგანიზმში 1-დან 10-მდე ცისტა მოხვდეს (შედარებისთვის: განავლოვან მასასთან ერთად გარემოში 18 მლნ-მდე ცისტა გამოიყოფა). ლამბლიოზის უსიმპტომო ფორმის ხანგრძლივობა უცნობია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ცისტების გამოყოფა 6 თვე გრძელდება. დაავადება ვლინდება ინფიცირებიდან (ანუ ლამბლიის ორგანიზმში მოხვედრიდან) 1-3 კვირის შემდეგ. შესაძლოა დაიწყოს როგორც უეცრად, ასევე თანდათანობით, სუბფებრილური ან ნორმალური ტემპერატურით. კლინიკური სურათი სხვადასხვანაირია. ლამბლიოზის ყველაზე გავრცელებულ და დამახასიათებელ სიმპტომად ითვლება დიარეა. ის მიმდინარეობს მუცლის შეტევითი ტკივილებით, განავალი უხვი, წყლისებური, ძლიერ სუნიანია (ესეც დამახასიათებელი ნიშანია), არ შეიცავს სისხლსა და ლორწოს. ხანგრძლივი დიარეა ორგანიზმს ასუსტებს, ფიტავს, ხელს უწყობს ანემიის განვითარებას. იმუნოდეფიციტური მდგომარეობისას დაავადება ქრონიკულდება. ახლა - რაც შეეხება თქვენს შეკითხვას.

მუცლის ღრუს ექოსკოპიური დათვალიერებით ნაღვლის ბუშტში ლამბლიებს ვერანაირად ვერ აღმოაჩენდნენ, ვინაიდან ნაღველი მათზე დამღუპველად მოქმედებს. ამავე მიზეზით არ შეიძლება, ლამბლიები იქცნენ ღვიძლის მძიმე დაავადების მიზეზად, გამოიწვიონ ქოლეცისტოქოლანგიტი და სხვა. მათ მიერ გამოწვეული რეფლექსური დისკინეზია კი ხელს უწყობს მეორეული ინფექციის დართვას, ნერვული სისტემის დაზიანებას. ლამბლიოზის ფონზე თანდართული ინფექციები (შიგელოზი და სხვა) ხელს უწყობს დიარეის გახანგრძლივებას. ლამბლია (მისი ერთ-ერთი ფორმა) შეიძლება აღმოვაჩინოთ ინფიცირებული ავადმყოფის განავალში ან დუოდენური მასალის (თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის) ნაცხში მიკროსკოპით შესწავლის დროს. დადგენილია, რომ განავლის ერთჯერადი მიკროსკოპიისას ლამბლიის ცისტებს ასიდან 50-70 შემთხვევაში აღმოაჩენენ, ხოლო სამჯერადი გამოკვლევისას - 90-ზე მეტ შემთხვევაში. გამოსაკვლევი მასალის მისაღებად ზოგჯერ მიმართავენ ნაწლავის ზედა ნაწილის ენდოსკოპიას (ასპირაციას ან ბიოფსიას). თუ ცისტა ვერ იპოვეს, ტარდება სპეციალური, ძლიერ მგრძნობიარე ტესტები ანტიგენის აღმოსაჩენად.

 

საჭიროა თუ არა ლამბლიოზის მკურნალობა?

უმეტესად თვითგანკურნება ხდება. სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე პრეპარატი, რომლებსაც ექიმი შეარჩევს. ლამბლიოზის უსიმპტომო ფორმების მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, გვაქვს თუ არა საქმე რისკის ჯგუფთან (ბაგა-ბაღის, ინტერნატის ბავშვები და სხვა), რათა არ მოხდეს სხვა ბავშვების ინფიცირება და ეპიდაფეთქება. ავტორთა უმრავლესობა უსიმპტომო ლამბლიოზის დროს მკურნალობას საჭიროდ არ მიიჩნევს.