ნაწლავთა დისბიოზი, პრებიოტიკები, პრობიოტიკები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნაწლავთა დისბიოზი, პრებიოტიკები, პრობიოტიკები

ნაწლავთა დისბიოზი, პრებიოტიკები, პრობიოტიკები

დისბიოზის პრობლემა სამედიცინო თუ პოპულარული ხასიათის ცხარე დისკუსიების თემაა. ზოგს მიაჩნია, რომ დისბიოზი მეორეული დარღვევაა, რომელსაც მკურნალობა არ სჭირდება, ზოგი კი მას დაავადებათა განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს. ამ პრობლემის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ლია ჯიმშიტაშვილი.

- საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიკროორგანიზმები განუწყვეტლივ ხვდება. ზოგიერთმა მათგანმა ევოლუციური ცვლილებების გზით ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულების უნარი შეიძინა. ნაწლავის მიკროფლორაში 600-მდე სახეობის ბაქტერიაა. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულ ერთობლიობას - ბიოცენოზს წარმოქმნიან. ბაქტერიების ფუნქცია მრავალფეროვანია: პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკროორგანიზმების უვნებელყოფა, საჭმლის მონელების დამაჩქარებელი ფერმენტების გამომუშავება, მონელებული საკვების შეწოვა, ვიტამინების

სინთეზი, ზოგიერთი მიკროორგანიზმის ცხოველქმედების პროდუქტები კი ფლორის სხვა წარმომადგენელთა გამრავლების სტიმულატორები და აუცილებელი კომპონენტებია.


- რა ფუნქცია აკისრიათ ლაქტობაქტერიებსა და ბიფიდობაქტერიებს?
- ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები მიკროფლორის 95-99%-ს შეადგენს. ისინი ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს, რომელიც მასზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას ეწინააღმდეგება და

ტოქსინების ზემოქმედებისგან იცავს. ბიფიდობაქტერიები ამუხრუჭებენ დაავადების გამომწვევი და ლპობითი ბაქტერიების განვითარებას, მონაწილეობენ ჰორმონების, B ჯგუფისა და K ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავას სინთეზში, ხელს უწყობენ კალციუმის, D ვიტამინის, რკინის შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას. ლაქტობაქტერიები ანტიბიოტიკის მსგავს ნივთიერებებს, ინტერფერონს, ინტერლეიკინ-1-ს გამოიმუშავებენ, ახასიათებთ ბაქტერიციდული აქტივობა პათოგენური მიკროფლორის მიმართ, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტაციულ დაშლას განაპირობებენ. ლაქტობაცილები და რძემჟავა ბაქტერიები გვიცავენ ყაბზობისგან, ალერგიული რეაქციების განვითარებისგან, აკონტროლებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, ხელს უშლიან ბაქტერიების შეჭრას შინაგან ორგანოებსა და სისხლში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობისა და მისი ცხოველქმედების ადგილის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებებს დისბიოზს უწოდებენ. დისბიოზის დროს ლაქტო და ბიფიდობაქტერიების რაოდენობა მცირდება, პირობითპათოგენურისა კი საგრძნობლად იმატებს.


- რა ზიანი მოაქვს პირობითპათოგენურ მიკროორგანიზმებს?
- პირობითპათოგენური ფლორის ცხოველქმედების პროდუქტები - ინდოლი, სკატოლი, გოგირდწყალბადი და სხვა - ასუსტებს ღვიძლის ბარიერულ ფუნქციას, აძლიერებს ინტოქსიკაციას, ამცირებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ შესაძლებლობებს და თრგუნავს პერისტალტიკას, რაც საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევას, ასევე ჰიპოვიტამინოზის განვითარებას იწვევს. დისბიოზიან ადამიანს ადვილად ერევა ინფექცია. დისბიოზი ამძიმებს მრავალი დაავადების მიმდინარეობას და ართულებს მათ მკურნალობას.


- როგორ ვლინდება დისბიოზი, რა ნიშნები ახასიათებს მას?
- ნაწლავის ეკოლოგიის დარღვევას შესაძლოა მოწმობდეს ისეთი ნიშნები, როგორიც არის მუცლის ხშირი შებერვა, ტკივილი ჭიპის არეში,  დეფეკაციის ხანგრძლივი მოშლა (ყაბზობისა და ფაფისებრი განავლის მონაცვლეობა), გულისრევა, მწარე პირი, ასევე გამოჯანმრთელების გაჭიანურება ნაწლავთა მწვავე ინფექციის გადატანის შემდეგ, ნაწლავთა დისფუნქცია, რომელიც წამლების მიღებით არის გამოწვეული. ამ ფონზე ხშირია მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების, ჰერპესული ინფექციის, ლამბლიოზის, კანდიდოზის განვითარება, აღინიშნება საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. წლამდე ასაკის ბავშვებში მიკროფლორის ბალანსის დარღვევა ვლინდება ამოქაფებით, დეფეკაციის დარღვევით (ქაფიანი, თხევადი ან ფაფისებრი განავალი), მუცლის შებერვით, დიათეზით. ასეთი ბავშვები ძნელად იმატებენ წონას და ძილიც დარღვეული აქვთ.


- რაზეა დამოკიდებული ნაწლავის მიკროფლორის ცვლილება?
- ადამიანის ნაწლავის ეკოსისტემა შესაძლოა შეიცვალოს ასაკის, სხეულის ტემპერატურის, რაციონის, წელიწადის დროის, ნერვული დაძაბულობის მიხედვით. ამ ფაქტორთა გავლენით მიკროფლორის შემადგენლობაში მომხდარი ხანმოკლე ცვლილებები, ეგრეთ წოდებული დისბიოზური რეაქციები, მკურნალობას არ საჭიროებს. რაც შეეხება ჭეშმარიტ დისბიოზს, მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება. დისბიოზის განვითარების რისკჯგუფში შედიან: ავადმყოფები, რომლებიც დიდხანს მკურნალობდნენ ანტიბაქტერიული, ჰორმონული, სხივური და ქიმიოთერაპიული საშუალებებით; ქიმიურ-ფარმაცევტული საწარმოების თანამშრომლები; პაციენტები, რომლებსაც საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ; ალერგოზიანი ავადმყოფები; სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის პათოლოგიების მქონე ბავშვები.


- რომელი გამოკვლევები ტარდება დისბიოზის დასადგენად?
- დისბიოზის არსებობას ადასტურებს განავლის დათესვა და ბაქტერიოლოგიური კვლევა. თანამედროვე ლაბორატორიებში იყენებენ ექსპრეს-მეთოდს - აიროვან-თხევადსა და თხევად ქრომატოგრაფიას, კვლევა კი რეკომენდებულია ჩატარდეს 2-3-ჯერ, არანაკლებ 14-დღიანი ინტერვალით.


- რას გვეტყვით პრო და პრებიოტიკებზე?
- მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის კოლოსალური როლი, დაიწყო იმ სამკურნალო პრეპარატებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შექმნა, რომლებიც ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის აღდგენასა და შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს. ასე გაჩნდა პრე და პრობიოტიკები.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
1 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად უვითარდებათ დისბაქტერიოზი - დაავადება, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარღვევითაა გამოწვეული.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად