რომელი სიმპტომები მიგვანიშნებს აპენდიციტზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი სიმპტომები მიგვანიშნებს აპენდიციტზე?

ის იშვიათად გვხვდება 5 წლამდე და კიდევ უფრო იშვიათად - 2 წლამდე ბავშვებთან.

მძიმედ მიმდინარეობს აპენდიციტი ჩვილებთან, რადგანაც გართულებულია დიაგნოსტიკა, ამასთან, პათოლოგიური პროცესი ვითარდება ძალიან სწრაფად, ელვისებურად, და ანთებითი დანამატი შეიძლება ოპერაციის დროს ქირურგის ხელში გასკდეს.

ბავშვებთან აპენდიციტის განვითარების პროფილაქტიკა შეუძლებელია.

ზოგჯერ წანაზარდის სანათური შეიძლება დაიხშოს მყარი ფეკალური მასებით, ხილის კურკით ან ნაწლავის კედელში ლიმფოიდური ქსოვილის ანთებით.

როდესაც აპენდიქსში შიგთავსის უკუდენა ირღვევა, ის გუბდება და ჩირქდება. ანთება სწრაფად გადადის წანაზარდის კედლებზე და ვითარდება აპენდიციტი. ანთებითი პროცესი ვითარდება ძალიან სწრაფად, რადგან ნაწლავის შიგთავსში ცხოვრობს მილიონობით ჩირქმბადი ბაქტერია (სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, სტრეპტოკოკი, კლებსიელა და ა.შ.).

წანაზარდის დაზიანებულ, ანთებით კედელში შეიძლება განვითარდეს პერფორაცია და ფეკალური მასები მოხვდეს მუცლის ღრუში, რის შედეგად ვითარდება პერიტონიტი.

სიმპტომის ერთობლიობამ შეიძლება გვაფიქრებინოს აპენდიციტზე:

  • ტკივილი მუცლის არეში არის მუდმივი, შეიძლება დაიწყოს ეპიგასტრიუმში, თანდათანობით გაძლიერდეს და გადავიდეს მარჯვენა თეძოს არეში;

 

  • გულისრევა, შეიძლება ახლდეს ღებინება;

 

  • უმადობა;

 

  • ტემპერატურა - დაავადების დასაწყისში ის ნორმალურია, რამდენიმე საათის შემდეგ აღინიშნება მცირე მომატება 37,3-37,5 ოС, პერფორაციისას მაღალ ციფრებს აღწევს;

 

  • ყაბზობა ან ფაღარათი: ნაწლავში ანთებითმა პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის პერისტალტიკაზე;

 

  • ხშირი შარდვა: ანთებითი დანამატით შარდის ბუშტის გაღიზიანებამ შეიძლება გახშირებული შარდვა გამოიწვიოს;

 

  • მუცლის პალპაციით ბავშვი გრძნობს ტკივილს მარჯვენა თეძოს მიდამოში.