რა სიხშირით უნდა დავბანოთ ახალშობილი, როგორ მოვიქცეთ კოლიკის დროს, საჭიროა თუ არა კვების რეჟიმის დაცვა - პედიატრი თამარ ობგაიძე გვირჩევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიხშირით უნდა დავბანოთ ახალშობილი, როგორ მოვიქცეთ კოლიკის დროს, საჭიროა თუ არა კვების რეჟიმის დაცვა - პედიატრი თამარ ობგაიძე გვირჩევს

- ახალშობილი ვერ ხედავს და არც ესმის, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

- წინა ათწლეულებში რატომღაც მიჩნეული იყო, რომ ახალშობილი ვერ ხედავდა. იყო ვერსიები, რომ ნაკლებად ხედავდა, ხედავდა ყველაფერს გადაბრუნებულად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ხედავს და ეს მხედველობა მას განვითარებული აქვს 25 სანტიმეტრ მანძილზე. სწორედ ასეთია მანძილი დედის თვალებსა და ბავშვის თვალებს შორის (როდესაც დედას უჭირავს ბავშვი და ძუძუთი კვებავს) ამ დროს ბავშვი დაკვირვებით უყურებს დედას.

აღსანიშნავნია, ტაქტილური, ანუ შეხებითი შეგრძნებებიც. ძალიან ხშირად ნახავთ ახალაშობილებს, რომლებსაც აცვიათ ხელთათმანები, სახლში ამ ხელთათმანების ტარება არ შეიძლება. ახალშობილს განვითარებული აქვს ძალიან კარგად ტაქტილური, ანუ შეხებითი შეგრძნებები, სწორედ ამ შეხებით აღიქვამს სამყაროს. როცა ხელებს უფარავთ, თქვენ უზღუდავთ სამყაროს შემეცნებას. ამიტომ აჯობებს, ფრჩხილები კარგად დააჭრათ და ხელთათმანი არ ჩააცვათ.

- რა სიხშირით არის ჩვილის დაბანა საჭირო?

- მიჩნეული იყო, რომ ჩვილი უნდა დაგვებანა ყოველდღე, დღეში რამდენჯერმეც. ეს მოსაზრება შენარჩუნებულია ზაფხულის ცხელ დღეებში.

რაც შეეხება ახალშობილს, იგი იბადება ე.წ ხაჭოსებრი საცხით, რომლის მოცილებაც ხდება, შემდგომში მათ მშრალი, დახეთქილი კანი აღენიშნებათ, რომელიც იქერცლება. ამ დროს, დღეგამოშვებით დაბანა სავსებით საკმარისია. აუცილებელია ჩვილისთვის განკუთვნილი უსაფრთხო დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები.

დღეგამოშვებითი დაბანა არ ეხება შორისის მიდამოს, საფენქვეშა არეს. მას განსაკუთრებითი მოვლა ესაჭიროება. ის ხშირად განიცდის საფენის ხახუნს. შეხება განავალთან და შარდთან, კანზე ზემოქმედება - იწვევს ბუშტუკებს, სიწითლეს, ე.წ გამოყელვას.

ყველა ნაწლავთა მოქმედების შემდეგ, ჩვილი უნდა დავბანოთ. გოგონა უნდა ჩავბანოთ წინა უკანა მიმართულებით, რომ არ გადავიდტანოთ რაიმდე განავლოვანი მასები და არ დავაბინძუროთ სასქესო ორგანოები. ვაჟებში მნიშვნელობა არ აქვს მიმართულებას.

რაც შეეხება საფენქვეშა მალამოებს, ჯანმრთელ კანს ასეთი საშუალებები არ სჭირდება. ეს საჭიროა, როცა კანი უკვე დაზიანებულია. ვიყენებთ მალამოს, რომელიც თუთიას შეიცავს. სხვა შემთხვევაში კანზე რაიმეს დატანა შორისის მიდამოში საჭირო არ არის.

- შველის თუ არა კოლიკას მუცელზე წოლა?

- კოლიკა იწყება 3 კვირის ასაკიდან, გრძელდება 3 თვემდე, ზოგჯერ უფრო მეტხანსაც. ზუსტი მიზეზი არ ვიცით ბოლომდე, სავარაუდო მიზეზია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმწიფრობა, რასაც ნერვული სისტემის უმწიფრობაც ხელს უწყობს. კოლიკა ეს არის ნაწლავური სპაზმით გამოწვეული ტკივილი.

ძლიერი ჭირვეულობის დროს ხშირად გაზების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებაც უშედეგოა.

კოლიკის დროს მუცელზე დაწოლა, თბილი ხელით მასაჟი ძალიან სასარგელოა. თუმცა, არსებობენ მძლავრი კოლიკის მქონე ბავშვები, რომლებსაც არც ეს აწყნარებთ, თუ სუფთა ჰაერზე არ გაიყვანთ.

განსაკუთრებული მედიკამენტი, რომელიც კოლიკას მოხსნის არ არსებობს. მას შველის ძუძუთი კვება, თბილ წყალში ჩასმა.

- ძუძუთი კვების დროს ინტერვალის დაცვა რამდენად მნიშვნელოვანია?

- ხელოვნური კვების დროს ინტერვალი დასაცავია, ხოლო ბუნებრივი კვებისას - არა.

ეს იმიტომ, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ქალის რძესა და ძროხის რძეს შორის, რომლის ფუძეზეც მზადდება ხელოვნური საკვები. დედის რძეში ფერმენტებია, რომლებიც რძის მონელებას უწყობს ხელს, აქედან გამომდინარე, მისი მონელება მარტივია.

ბავშვს მალე შივდება, ხელოვნური კვებისას საკვების დაყოვნება დიდხანს გრძელდება, ამიტომ არის საჭირო ინტერვალის დაცვა. ბუნებრივი კვებისას ბავშვს ძუძუ უნდა მისცეთ სურვილისამებრ, რომელიც გამოხატულია ტირილით, უკმაყოფილებით, ტუჩების ცმაცუნით.

- რა არის საფენის დერმატიტი?

- აღმოჩნდა, რომ კანის პრობლემებით პედიატრთან ვიზიტის 20% მოდის საფენის დერმატიტზე. ეს გამოიხატება საფენის არეში სიწითლის, ეროზიული ზედაპირების, წყლულების გაჩენით. როდესაც შარდი და განავალი დიდხანს ყოვნდება საფენზე, ფერმენტები ურთიერთრეაქციაში შედიან ერთმანეთთან და მერე აზიანებენ კანს.

დაზიანებულ კანზე მარტივად ხდება მიკრობული, სოკოვანი ფლორის კოლონიზაცია, გამრავლება. რაც კიდევ უფრო აზიანებს კანს და ვღებულობთ წითელ, დაწყლულებულ კანს. მკურნალობის მთავარი მეთოდი და პროფილაქტიკაც არის მოვლა. უნდა შეიზღუდოს საფენის კონტაქტი დიდხანს. სწრაფად უნდა გამოვცვალოთ საფენი, ჩავბანოთ და მაშინვე არ ჩავაცვათ, კარგად გაამშრალეთ და დააყოვნეთ ჰაერზე.

რაც უფრო მეტი იქნება უსაფენო დრო, უფრო კარგია. როცა კანი უკვე დაზიანებულია, გამოიყენეთ თუთიის შემცველი მალამო. თუთია კანის მთლიანობის აღდგენას, შეხორცებას უწყობს ხელს. სოკოვანის დროს, სოკოს საწინააღმდეგო მალამოა საჭირო.

სტეროიდების, ანუ ჰორმონების გამოყენება უფრო რთულ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუმცა ექიმის გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია. შორისის არეში შეწოვა მარტივად ხდება და ჰორმონის დატანა შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.

საფენის დერმატიტის დროს არ შეიძლება არანაირი სველი ხელსახოცების გამოყენება, მხოლოდ წყალი და დასაბანი საშუალება, ასევე რბილი პირსახოცი უნდა გამოიყენოთ.

- D ვიტამინი რამდენად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკისთვის და რა ასაკამდეა მისი მიღება მიზანშეწონილი?

- D ვიტამინი 1 წლამდე ძალიან მნიშვნელოვანია რაქიტის პროფილაქტიკისთვის.

ის კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულრებს, რაც ძვლოვანი სისტემისა და კბილების სიჯანსაღეს განსაზღვრავს. მას ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნურ რეაქციებში. ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ნერვული სისტემის, ფსიქიკური, სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკაში.

არ არსებობს ორგანო, სადაც არ არის ამ ვიტამინის რეცეპტორი.

წლის ასაკში არ უნდა შეწყდეს მისი მიღება. განსხვავებულია მხოლოდ დოზები, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკისა და დეფიციტის მკურნალობისთვის სხვადასხვა ასაკში.

პროფილაქტიკისთვის წლამდე ასაკში ინიშნება 400 ერთეული, ხოლო წლის ზემოთ 600 ერთეული დ ვიტამინი. სამკურნალო მიზნით კი ამ ვიტამინის დოზაა 2000 ერთეული ან მეტის დეფიციტის ხარისხის შესაბამისად.

- რას გვეტყვით ვერცხლის კოვზით კვების შესახებ არსებულ მითზე?

- ვერცხლის ბაქტერიოციდული თვისებები საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა მითია, რომ აუცილებელია ბავშვის ვერცხლის კოვზით კვება.

თუმცა, მნიშვნელოვანია პლასტმასას მივაქციოთ ყურადღება. ბავშვისთვის სანდო ხარისხის ჭურჭელი გამოვიყენოთ. სულ 7 სახის პლასტმასა არსებობს, სახიფათოა მესამე და მეშვიდე. როდესაც ყიდულობთ კონტეინერს, უნდა გადმოვატრიალოთ და ძირზე, სამკუთხედში აქვს ჩახატული ციფრი, რომელიც აღნიშნავს პლასტმასის ტიპს. მეშვიდე ტიპი შეცავს ბისფენოლებს, რაც სახიფათოა - ის ზემოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე. მან შეიძლება გამოიწვიოს გოგონას ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, უშვილობა და სხვ.

ასევე არ შეიძლება ბავშვისთვის პლასტმასის ერთჯერადი ბოთლის ხელმეორედ გამოყენება.

- დედის რძის ჩაწვეთება თუ შველის თვალიდან ჩიქრდენას? რა არის ჩირქდენის მიზეზი?

- ეს მეთოდი გასულ საუკუნეში გამოიყენებოდა. თუმცა, ეს ასე არ არის.

კონიუქტივიტს ვირუსი ან ბაქტერია იწვევს. იმის მიხედვით, ვირუსულია თუ ბაქტერიული დაავადება, ინიშნება შესაბამისი - ანტივირუსული ან ანტიბაქტერიული საშუალება ექიმის მიერ.

ჩვილებში ჩიქრდენის კიდევ ერთი მიზეზი საცრემლე არხის დახშობა ან შევიწროებაა.

ამ დროს ცრემლს უჭირს გადაადგილება, იწყება ცრემლდენა, შემდეგ ხდება მეორადი ინფიცირება, რაც იწვევს ჩირქდენას.

ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა ოფთალმოლოგთან ვიზიტი და ზოგჯერ აუცილებელი ხდება საცრემლე არხის გახსნა.