რა განსხვავებაა ბრონქიტსა და ასთმას შორის - როგორ უნდა მართოს მშობელმა პატარას ასთმური შეტევა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განსხვავებაა ბრონქიტსა და ასთმას შორის - როგორ უნდა მართოს მშობელმა პატარას ასთმური შეტევა?

- ბავშვთა ასაკში არცთუ იშვიათად გვხვდება ბრონქული ობსტრუქციით მიმდინარე დაავადება - ასთმა. რა განსხვავებაა მწვავე რესპირატორული დაავადების ფონზე განვითარებულ ობსტუქციულ ბრონქიტსა და ასთმას შორის?

- ზოგიერთი ვირუსული ინფექცია ჩვილ ბავშვებში ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. შედეგად ბრონქის სანათური ვიწროვდება, პატარას უძნელდება ამოსუნთქვა. ასაკის მატებასა და ბრონქების დიამეტრის ზრდასთან ერთად ინფექციები, თუმცაღა კვლავ იწვევს ბრონქიტს, ბრონქების გამტარობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვეღარ ახდენს. ალერგიული ბავშვების შემთხვევაში იგივე ხდება, მაგრამ ისინი ინარჩუნებენ ბრონქების მომეტებულ მგრძნობელობას (ჰიპერრეაქტიულობას), რაც პრაქტიკულად ყოველი ახალი ინფექციის დროს ბრონქოსპაზმის განვითარებას განაპირობებს. გარდა ამისა, ობსტრუქციული შეტევა შეიძლება განვითარდეს ჩასუნთქული აეროალერგენის პასუხად. სწორედ ეს არის ბრონქული ასთმა.

მეორე განსხვავება ის არის, რომ ასთმით დაავადებულთა ბრონქების ლორწოვან გარსში ანთებითი ცვლილებები მაშინაც კი მიმდინარეობს, როდესაც შეტევა არ აღინიშნება.

ამიტომაც არის აუცილებელი ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა არა მარტო შეტევის პერიოდში, არამედ რემისიების განმავლობაშიც. ამჟამად ასეთი პრეპარატები არსებობს და მათი გამოყენება ხანგრძლივი მკურნალობის რეჟიმში ასთმასთან ბრძოლის საფუძვლად უნდა იქცეს.

სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, როგორც აღვნიშნეთ, ბრონქების ობსტრუქციული დაავადებები დამახასიათებელია, მაგრამ ასთმით ყველა მათგანი როდი ავადდება. რისკის ჯგუფში შედიან:

  • ალერგიული წინასწარგანწყობის მქონე ბავშვები (რისკის ფაქტორებია ალერგიული მშობლები, კანის ალერგიული გამოვლინებები, კანის დადებითი ალერგიული სინჯი ან სისხლში იმუნოგლობულინის მაღალი დონე);
  • ბავშვები, რომელთაც ობსტრუქციული დაავადებები ტემპერატურული რეაქციის გარეშე უვითარდებათ (ეს არაინფექციური ალერგენის არსებობაზე მეტყველებს);
  • ბავშვები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სამი და მეტი ობსტრუქციული ეპიზოდი.

სამ წელზე უფროსი ასაკის ყველა ბავშვს ობსტრუქციული გამოვლინების შემთხვევაში ბრონქული ასთმის დიაგნოზი უნდა დაესვას.

- როგორ მიმდინარეობს ასთმის შეტევა, რაზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება?

- ჩვეულებრივ, შეტევა უეცრად იწყება, სუნთქვა ხშირდება, ჭირს ამოსუნთქვა. ბავშვი იძულებით მჯდომარე პოზას იღებს და ზედაპირულად სუნთქავს. მსტვენი ამოსუნთქვა ზოგჯერ შორ მანძილზეც ისმის, ზოგჯერ კი მხოლოდ პირთან ყურის მიტანისას. ვინაიდან ამოსუნთქვა გაძნელებულია, ჰაერი ფილტვებში გროვდება, ამის გამო გულმკერდი ფართოვდება. თუ ხელს დაადებთ, ამოსუნთქვისას რხევებს შეიგრძნობთ.

შეტევა რამდენიმე წუთიდან საათამდე გრძელდება, არცთუ იშვიათად ის თავისთავად გაივლის, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს, გულხელდაკრეფილი ველოდოთ მის დასასრულს ან გამოვიყენოთ არატრადიციული სამედიცინო მეთოდები. მოხრჩობის შეგრძნება, რომელიც ბავშვს შეტევის დროს აქვს, მეტად მტანჯველია. შიში და დაძაბულობა ყოველწამიერად იმატებს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ბრონქოსპაზმს.

მძიმე შემთხვევაში საჭიროა ინტენსიური თერაპია. შეტევათა შორის პერიოდი განსხვავებულია. ზოგიერთს ამ დროს არავითარი ცვლილება არ აღენიშნება, ზოგს კი სუნთქვის ფუნქცია შესამჩნევად აქვს შეზღუდული.

- როგორ ავიცილოთ თავიდან შეტევა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია?

- შეტევის პრევენცია მკურნალობის მთავარი ამოცანაა. ამისთვის, გარდა მედიკამენტური თერაპიისა, მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებები: შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ბავშვი ალერგენებთან (პირველ რიგში - ოთახის მტვერთან) კონტაქტს. აიღეთ ხალიჩები, რბილი ავეჯი (უკიდურეს შემთხვევაში იმ ოთახში მაინც, სადაც პატარას სძინავს).

გააჩუქეთ ან საიმედოდ გადამალეთ რბილი სათამაშოები, წიგნები შემინულ თაროებზე დააწყვეთ, ხშირად მოუსვით მტვერსასრუტი, ოთახები სველი წესით დაალაგეთ. ნუ დაუდებთ ბავშვს ბუმბულის ბალიშს, ბამბისა ან პარალონისა ჯობს. შინაურ ცხოველებსა და ფრინველებთან განშორება ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ასევე ნუ გააჩერებთ სახლში ყვავილებსა და ქოთნის მცენარეებს. უარი თქვით სიგარეტზე.

ასთმით დაავადებული ბავშვისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტი ხნით ყოფნა და სეირნობა. მეტად მიშვნელოვანია გაკაჟება - ის რესპირატორული ინფექციების განვითარების ალბათობას ამცირებს. სასუნთქი სისტემისთვის მეტად სასარგებლოა სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, სუნთქვითი ვარჯიშები. გირჩევთ, დაისვენოთ ბავშვთან ერთად მაღალმთიან კურორტებზე.

ზღვის დონიდან 1500-2000მ სიმაღლეზე პრაქტიკულად არ არის ალერგენები, რომლებსაც შეტევის პროვოცირება შეუძლია. დროული და მართებული მკურნალობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანსაღი (ნაკლებალერგიული) კვება ასთმით დაავადებული ბავშვის მდგომარეობის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, თუნდაც შეტევების მთლიანად აღკვეთა ვერ მოხერხდეს, ისინი იშვიათდება და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

გირჩევთ, ბრონქული ობსტრუქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს, რათა იოლად დაამარცხოთ დაავადება და გართულებები თავიდან აიცილოთ.

წაიკითხეთ სრულად