„ჩემს პატარას დიარეა აწუხებს როგორ მოვიქცე? „ - ნაწლავთა აშლილობის ყველაზე ხშირი მიზეზი და მკურნალობა ადრეულ ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ჩემს პატარას დიარეა აწუხებს როგორ მოვიქცე? „ - ნაწლავთა აშლილობის ყველაზე ხშირი მიზეზი და მკურნალობა ადრეულ ასაკში

გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ობგაიძე.

მაშ, რა იწვევს დიარეას?

თავდაპირველად, მოდი, განვმარტოთ: ადრეულ ასაკში დიარეა ანუ ნაწლავთა მიმდინარე ეპიდემიებს გასულ საუკუნეებში არაერთხელ გამოუწვევია ადამიანთა დიდი მსხვერპლი.

დიარეის მიზეზი ყველაზე ხშირად ვირუსია, თუმცა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ, პარაზიტმა. ამ ტიპის დაავადებას ინფექციური დიარეა ეწოდება. ზოგჯერ დიარეა სულაც არ არის განპირობებული მიკრობებით და სრულიად სხვა დაავადების ნიშანია.

ვირუსულ დიარეას შესაძლოა თან ახლდეს ცხელება, ღებინება, მუცლის, თავის ტკივილი, უმადობა. მთელ მსოფლიოში ინფექციური დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევი როტავირუსია. სტატისტიკური მონაცემებით, სამი წლისთვის პრაქტიკულად ყველა ბავშვი ერთხელ მაინც არის ინფიცირებული როტავირუსით. ორ წლამდე ეს ინფექცია განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა.

ბაქტერიული და პარაზიტული დიარეის უხშირესი მიზეზია ბავშვის დასნებოვნება ჭუჭყიანი ხელებით, გაურეცხავი ან ბაქტერიებით დაბინძურებული პროდუქტებით ან დაბინძურებული სასმელი წყლით.

იცით, რატომაა საშიში დიარეა? იმიტომ, რომ თხიერ განავალთან ერთად ორგანიზმიდან იკარგება სითხე და მინერალური ნივთიერებები, რაც ორგანიზმის გაუწყლოებას და გამოფიტვას იწვევს. ამას ექიმები დეჰიდრატაციას უწოდებენ.

აი, იმ ნიშანთა ჩამონათვალი, რომლებითაც ორგანიზმის გაუწყლოება უნდა ამოვიცნოთ:

შარდვის შემცირება;

პირის სიმშრალე, ენისა და ტუჩების სიმშრალე;

ჩაცვენილი თვალები;

სისუსტე, ძილიანობა ან, პირიქით, აგზნებადობა, ჭირვეულობა.

გაუწყლოების ნიშნების გამოვლენისას ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. სანამ პატარას გასინჯავს, ექიმი გკითხავთ:

ხომ არ გიმოგზაურიათ ბოლო ხანს საზღვარგარეთ;

ხომ არ შესულა ბავშვი კონტაქტში ვინმესთან, ვისაც ანალოგიური ნიშნები ჰქონდა;

ხომ არ იღებდა ანტიბიოტიკებს დიარეამდე;

ახლახან ხომ არ მკურნალობდა საავადმყოფოში.

ახლა დიარეის მკურნალობის საკითხებს შევეხოთ. უპირველესად, აუცილებელია, ბავშვს სათანადო რაოდენობით მივაწოდოთ სითხეები და მინერალური მარილები. ამ პროცესს რეჰიდრატაცია ეწოდება.

შესთავაზეთ უგაზო მინერალური წყალი, სუფთა სასმელი წყალი, ჩაი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დიარეის მკურნალობის მთავარი მიზანი დაკარგული სითხისა და მინერალური ნივთიერებების მარაგის შევსებაა, ამისთვის კი ბავშვმა ელექტროლიტური ხსნარი უნდა მიიღოს. ელექტროლიტური ხსნარი მზადდება მინერალური მარილებისგან, რომლებსაც ფარმაცევტული მრეწველობა ფხვნილის სახით უშვებს. ის სუფთა სასმელ წყალში იხსნება.

სარეჰიდრატაციო ხსნარი ასე მზადდება:

1. დაიბანეთ ხელები საპნით.

2. ჩაყარეთ სარეჰიდრატაციო ფხვნილი სუფთა, მშრალ ჭურჭელში.

3. დაამატეთ საჭირო რაოდენობის სუფთა სამელი წყალი.

4. ურიეთ, სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება.

მომზადებული ხსნარი ვარგისია მხოლოდ 1 დღის განმავლობაში. ის თავდახურული უნდა შეინახოთ. პატარას ხსნარი უნდა მისცეთ მცირე ულუფებით. გააგრძელეთ სხვა სითხეების მიცემაც. თუ ბავშვს აღებინებს, 10 წუთით შეასვენეთ, მერე კი განაახლეთ ხსნარის მიცემა.აშლილობა ეწოდება ნაწლავთა მოქმედებას 24 საათის განმავლობაში სამჯერ და უფრო მეტჯერ თხელი, სითხის უხვად შემცველი განავლით. დიარეას, რომლის ხანგრძლივობა 14 დღეს არ აღემატება, მწვავე დიარეა ჰქვია, ხოლო თუ 14 დღეზე მეტხანს გაგრძელდა - გახანგრძლივებული დიარეა. თვითონ დიარეა დაავადება არ არის, ის რომელიმე დაავადების ნიშანია.

წაიკითხეთ სრულად