თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე

თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე
კოვიდ19-ის გამოჩენის საწყის ეტაპზე ფიქრობდნენ, რომ ბავშვებში ვირუსი ნაკლებად გვხვდება და არც გადამტანები არიან. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდ 19 ისევე მოქმედებს ბავშვებში, როგორც უფროსებში და ხშირად საკმაოდ სერიოზულ გართულებებსაც იწვევს.

მაგალითად, მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფოში იმუნოლოგიური და ბიოლოგიური კვლევების დირექტორი და ამ საკითხზე ერთ-ერთი უახლესი კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი ალესიო ფასანო ამბობს, რომ უახლესი კვლევების მიხედვით ბავშვები კოვიდ-19-ის ვირუსს ავრცელებენ მაშინაც კი, როცა თვითონ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

კოვიდ 19-ით ბავშვთა ავადობა საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის პროფესორი ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დარგში, პედიატრი ყარამან ფაღავა აღნიშნავს, რომ მასთან ხშირად მიჰყავთ თვეების ბავშვები, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი და აღენიშნებათ სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება. კოვიდ 19–ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე, ასევე მკურნალობის გზებზე თავად ყარამან ფაღავა გვესაუბრება.

- ბავშვებში როგორ გამოიხატება კოვიდ
19?

- ამ ვირუსული ინფექციის მთავარი უცნაურობა ის არის, რომ რთულია პროგნოზირება, თუ როგორ და რა ფორმით იჩენს თავს. არის შემთხვევები, როდესაც მარტივად მიმდინარეობს და ასევე, არის შემთხვევები, როდესაც რთულად მიმდინარეობს. გართულების რისკი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში მეტია, თუმცა სამწუხაროდ გვაქვს მცირე ასაკში გართულების შემთხვევებიც. ვირუსი პირველ რიგში აზიანებს სასუნთქ სისტემას, შემდეგ კი –სხვადასხვა ორგანოს. ასევე ძალიან საფრთხილოა სისხლის შედედების
თვალსაზრისით, ხშირად ვითარდება თრომბები.

გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა ისევე ხდება ბავშვებში, როგორც უფროსებში. ცოტა ხნის წინ კი ესპანელებმა აღმოაჩინეს, რომ საწყის ეტაპზე კოვიდ19–ის სიმპტომია ქავილის შეგრძნება ცხვირში, რაც, ზოგადად, ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშანია.

შეიძლება ეს სასარგებლოც იყოს, რომ დროზე მივაქციოთ ყურადღება და საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს.

- რა სახის მკურნალობაა საჭირო ბავშვებში კოვიდ 19-ის დროს?

- ვირუსის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ხდება იმ სიმპტომების და გართულებების მკურნალობა, რომელსაც კოვიდ 19 იწვევს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სასუნთქი გზების ინფექციასა და თრომბებს.

ვირუსული ინფექცია განსაკუთრებით აქვეითებს იმუნიტეტს. ეს ეხება არა მხოლოდ კოვიდ 19-ს, არამედ ჩეულებრივ გრიპსაც. იმუნიტეტის დასუსტების დროს კი ხშირია ბაქტერიული ინფექციების თანდართვა. დასაწყისში გვქონდა ვირუსული დაავადება, შემდეგ ამას შეიძლება დაემატოს მეორადი ბაქტერიული ინფექცია.

ამ დროს აუცილებელია, რომ ზუსტად განისაზღვროს ინფექციის ტიპი და შესაბამისად, დაინიშნოს მკურნალობა. კოვიდ 19-ს, რომელიც ვირუსული ინფექციაა, ანტიბაქტერიული თერაპია არ სჭირდება და შესაბამისად, მკურნალობაში, ანტიბიოტიკი ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალება ნაჩვენები არაა. მაგრამ თუ მინიმალური ეჭვი მაინც გვაქვს ბაქტერიულ ინფექციაზე, დროულად და აქტიურად უნდა დავიწყოთ სათანადო მკურნალობა, რადგან ორგანიზმი ისედაც დასუსტებულია.

ამ დროს მკურნალობის სამი გზა არსებობს: სულფამიდები, რომელიც შედარებით სუსტია და მრავალი გვერდითი მოქმედება აქვს, ანტიბიოტიკები, რომელიც ძლიერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს და ბაქტერიოფაგოთერაპია, რომელსაც მე უმეტეს შემთხვევაში ფართოდ ვიყენებ.

mkurnali.ge



- კოვიდ 19-ზე დართული ბაქტერიული გართულების დროს რა არის ანტიბიოტიკებით მკურნალობის გვერდითი მოვლენები?


- ანტიბიოტიკების გვერდითი მოვლენები მხოლოდ ამ დროს არ გამოვლინდება. ის ყოველთვის გვაქვს და ესენია: დისბაქტერიოზი, ალერგია, შინაგანი ორგანოების დაზიანება. რიგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ძვლის ტვინის დეპრესია, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანტიბიოტიკის ხშირი გამოყენება იწვევს რეზისტენტობას, ანუ ის ვეღარ კლავს ბაქტერიებს ორგანიზმში, რამაც გარკვეული ინფექციების დროს შეიძლება ფატალური შედეგიც კი მოგვიტანოს. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები ბაქტერიოფაგოთერაპიაა, რომელსაც ნულოვანი გვერდითი მოვლენები აქვს.


- როგორია ბაქტერიოფაგის მოქმედების პრინციპი და რით განსხვავდება ანტიბიოტიკისგან?


- ბაქტერიოფაგებს გამოყენების 100 წლიანი ტრადიცია აქვს. საწყის ეტაპზე ძალიან პოპულარული იყო, თუმცა მალევე გამოიგონეს ანტიბიოტიკი, რომელმაც ფაგების განვითარებას მეტ–ნაკლებად შეუშალა ხელი. უკანასკნელ წლებში კი უკვე მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, თუ რამდენად სარისკოა ანტიბიოტიკის გვერდითი მოვლენები და კვლავ ბაქტერიოფაგებით დაინტერესდნენ. საქართველოში ამ მხრივ დიდი ტრადიცია გვაქვს და უცხოელი ექიმები ხშირად მოგვმართავენ რჩევისთვის.

ბაქტერიოფაგის მოქმედების პრინციპს რომ დავუბრუნდეთ, ის ძალიან სპეციფიკურია. მოქმედებს მხოლოდ მავნე ბაქტერიებზე. მთელ ორგანიზმში მოძრაობს, ეძებს მავნე ბაქტერიას და "ჭამს" მას. როდესაც დარწმუნდება, რომ ორგანიზმში ბაქტერია აღარაა, თვითონვე გამოდის.

როდესაც მკურნალობა საჩქაროდ უნდა დავიწყოთ, ვნიშნავთ ფაგების კოქტეილებს, რომელიც არსებული პათოგენური, დაავადების ბაქტერიების დიდ უმრავლესობას ანადგურებს და საკმაოდ ეფექტურია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ვნიშნავთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, იგი მოქმედებს სხვადასხვა ბაქტერიაზე, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ არაერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება განვითარდესა. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ანადგურებს არა მხოლოდ მავნე ბაქტერიას, არამედ ის ებრძვის სასარგებლო, ე.წ. "მეგობარ" ბაქტერიასაც. სასარგებლო ბაქტერიების განადგურება კი ორგანიზმისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. ფაგების კოქტეილის დანიშვნის შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაგები მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ. სწორედ ეს არის ბაქტერიოფაგის მთავარი უპირატესობა, რომ ნულოვანი გვერდითი მოვლენებით ვიღებთ ეფექტურ შედეგს.
mkurnali.ge

მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს კი მათი (ანტიბიოტიკებისა და ფაგების) ერთდროულად დანიშვნაც მიღებული პრაქტიკაა.

- როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციის ბაქტერიულით გართულებისგან?


- კოვიდ 19-ის დროს ბაქტერიული გართულებისგან თავის დასაცავად შეგვიძლია მივმართოთ ფაგებით საპროფილაქტიკო მკურნალობას. რადგან ბატქერიოფაგებზე უკუჩვენება არ გვაქვს, ექიმს მინიმალური ეჭვის გაჩენისთანავე შეუძლია მკურნალობის დაწყება. თუმცა პროფილაქტიკისთვის გამორიცხულია ანტიბიოტიკით მკურნალობა. ფაგი კი იმითაა კარგი, რომ შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ როგორც მკურნალობისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის.

რომ შეამოწმოთ, ჩართულია თუ არა ფილტვები დაავადებაში, შეიმოწმეთ სუნთქვის შეკავების უნარი. 30 წამი მაინც თუ შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება, შეიძლება მწვავე რესპირატორული დაავადების ბევრი სიმპტომი გქონდეთ, მაგრამ ფილტვები ჩართული არაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ სუნთქვის შეკავების დრო არ უნდა მცირდებოდეს. ბავშვებში 4 წლიდან შეგიძლიათ ამ მეთოდის გამოყენება.

ზოგადად, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფეცქიებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა არის ორგანიზმის გაკაჟება. გაკაჟებისთვის კი ცივი შხაპის ყოველდღიური მიღება იდეალურია. არ შეგეშინდეთ გაციების და ეს წესი დაიწყეთ ბავშვობიდანვე, შეაჩვიეთ პატარები ცივი შხაპის მიღებას.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, კარგი იმუნიტეტი, გაკაჟებული ორგანიზმი და დროული და ეფექტური სამედიცინო ჩარევა – სწორედ ამ კრიტერიუმების ერთობლიობა დაგიცავთ არა მხოლოდ ბაქტერიული გართულებებისგან, არამედ ნებისმიერი დაავადებისგან.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
გვესაუბრება გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ქირურგი ნუკრი შალამბერიძე.
ენტეროვირუსული ინფექცია – მშობლები, ჩვეულებრივ, ამგვარად მოიხსენიებენ ნაწლავთა აშლილობით მიმდინარე დაავადებებს. არის კი ყოველთვის ეს ვირუსი დამნაშავე ფაღარათში?
ლაქტაზის უკმარისობა – რძის, უფრო ზუსტად, მასში არსებული შაქრის – ლაქტოზის აუტანლობაა, რომელიც არ იშლება და არ გადამუშავდება ორგანიზმში,
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად