ბავშვთა შორის ლაქტაზის უკმარისობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა შორის ლაქტაზის უკმარისობა

გროვდება ნაწლავებში და იზიდავს დიდი რაოდენობით წყალს. ამის გამო ბავშვს აღენიშნება ფაღარათი – ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ლაქტოზის აუტანლობისა.

რა არის ლაქტაზის უკმარისობის მიზეზი

ამ მოვლენის განვითარების მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის, ხშირად ის მემკვიდრულია. არსებობს ოჯახები, სადაც რამდენიმე თაობის წარმომადგენელს აქვს რძის აუტანლობა ისე, რომ ხშირად არც კი ეჭვობენ თავიანთ დიაგნოზზე.

ლაქტაზის უკმარისობა დამახასიათებელია დღენაკლული ბავშვებისთვისაც. დროთა განმავლობაში ეს მდგომარეობა გადის და ბავშვი დედის რძის მიღებას იწყებს. ზოგჯერ ბავშვთა შორის ლაქტოზის აუტანლობის განვითარებას და კუჭის მოქმედების გაუარესებას ნაწლავის ინფექციური ან ალერგიული ანთებაც განაპირობებს.

როგორ უნდა დადგინდეს ლაქტაზის უკმარისობა?

პირველი ნიშანი, რომელზეც დედამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, ეს არის ჭამის დროს ბავშვის მოუსვენრობა, მუცლის შებერილობა, თხევადი, ქაფიანი, მჟავესუნიანი ფეკალური მასებით კუჭის მოქმედება. თუ ბავშვი კარგი მადით გამოირჩევა და ძუძუს აღებიდან რამდენიმე წუთში იწყებს ტირილს, ანებებს თავს წოვას, ფეხები მიაქვს მუცლისაკენ, მისი განავალი კი შეცვლილია, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ამ დროს ყველაზე გავრცელებული კვლევაა განავალში ნახშირწყლების დონის განსაზღვრა. ეს ანალიზი ბოლომდე სარწმუნო ინფორმაციას არ იძლევა ლაქტოზის აუტანლობაზე, მაგრამ იმას მიგვანიშნებს, რომ ბავშვის ორგანიზმი ვერ ინელებს და ვერ იწოვს ნახშირწყლებს. ანალიზის დადებითი შედეგი შემდგომი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს. დიაგნოზის დასაზუსტებლად განისაზღვრება წვრილი ნაწლავის მცირე უბნის ლორწოვანის ფერმენტის აქტივობა, კეთდება განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე და სისხლის ანალიზი ალერგენების მიმართ ანტისხეულებზე.

დიაგნოზის დასაზუსტებლად ძუძუზე მყოფ პატარებს ნახშირწყლების ათვისების პრობლემის მოსაგვარებლად ფერმენტ ლაქტაზას უნიშნავენ.

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ის გადაჰყავთ დაბალლაქტოზურ ან ულაქტოზო ნარევზე. დაბალლაქტოზურ დიეტას ურჩევენ იმ ბავშვებსაც, ვისაც საკვებისმიერი ალერგია აქვს, იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოაჩენენ ალერგენს.

ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის რძე და რძის პროდუქტები აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ექიმები უპირატესობას ანიჭებენ რძის პროდუქტებს, რომლებიც ძროხის რძეზე ორჯერ ნაკლებ ლაქტოზას შეიცავენ.