თმის ცვენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ცვენა

არსებობს ახალშობილთა კეფის ალოპეცია. იგი გამოწვეულია კეფის კანის ტრავმული დაზიანებით ხანგრძლივად ზურგზე წოლის გამო. ამ დროს საკმარისია, პატარა ხშირ-ხშირად გადავაბრუნოთ გვერდზე ან მუცელზე. ჩვილ ბავშვებში გამელოტება შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებამ, მაგალითად, თავის თმიანი ნაწილის სოკოვანმა დაავადებამ, რაც არცთუ იშვიათია და საკმაოდ გადამდებიც გახლავთ. მისი გამომწვევია სოკო დერმატოფიტი. ინფექცია იწვევს კეროვან ალოპეციას სპეციფიკური კლინიკური გამოვლინებებით. განასხვავებენ მის ექვს ტიპს. ესენია:

  • რუხი - ალოპეცია მრგვალი კერებით;
  • კეროვანი - ალოპეცია გენერალიზებული აქერცვლით;
  • კერიანი- რბილი კონსისტენციის სიმსივნე, თან სდევს ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
  • შავწერტილოვანი ტიპი - კეროვანი ალოპეცია კერებში დამტვრეული თმით;
  • დიფუზური - დამახასიათებელი ქერტლისებრი აქერცვლით;
  • პუსტულოზური - თან სდევს სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა და ლიმფური ჯირკვლების გადიდება.

მკურნალობა მიმართულია სოკოს წინააღმდეგ. ინიშნება ანტიმიკოზური პრეპარატები დასალევად და დაზიანებული უბნების დასამუშავებლად.

- ცნობილია, რომ ჩვილ ასაკში თმის ცვენა რაქიტის ერთ-ერთი სასიგნალო ნიშანია. ამ შემთხვევაში თმის ცვენა დ ვიტამინის ნაკლებობით ხომ არ არის გამოწვეული?

- არა, ამ შემთხვევაში თმის ცვენა უფრო მექანიკური ზემოქმედების შედეგია, ვიდრე თვით დ ვიტამინის ნაკლებობისა - პატარას ძლიერ უოფლიანდება თავის თმიანი ნაწილი, თავს განუწყვეტლივ უხახუნებს ბალიშს, საწოლს, კანი ტრავმირდება (ამ ტიპის თმის ცვენა ზემოთაც ვახსენეთ) და თმა ცვივა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თმის ცვენა უწყინარი სიმპტომია - ის მართლაც მიუთითებს რაქიტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა მივუყვანოთ ექიმს.

- თმა ზოგჯერ სქესობრივი მომწიფების პერიოდშიც ცვივა...

- გამოყოფენ მოზარდთა თმის ცვენის რამდენიმე ფორმას:

  • კეროვანს - თმის ცვენას თავის განსაზღვრულ უბნებში;
  • ტოტალურს - თმის ცვენას თავის მთელ თმიან ნაწილზე, მათ შორის - წარბებისა და წამწამების ცვენას;
  • უნივერსალურს - თმის ცვენას როგორც თავზე, ისე სხეულზეც.

მოზარდთა თმის ცვენას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ეს აუტოიმუნური პროცესია. ეს მარტივად ასე შეიძლება ავხსნათ: იმუნურ სისტემას `ეჩვენება~, რომ თმის ფოლიკულები უცხო სხეულები არიან და ორგანიზმისთვის საშიშროებას წარმოადგენენ; ტ ლიმფოციტები - სპეციალური უჯრედები, რომლებიც ორგანიზმს უცხო აგენტებისგან (ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, კიბოს უჯრედებისგან) იცავენ - იწყებენ შეტევას თმის ფოლიკულებზეც. პირველი სამი თვის განმავლობაში პროცესი მიძინებულია, შემდეგ კი იწყება თმის ინტენსიური ცვენა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ იმუნური სისტემა კვლავ მწყობრში ჩადგა. მეორე მიზეზია ორგანიზმის ანდროგენიზაცია ანუ მამაკაცურ ჰორმონთა მოჭარბება.

შესაძლო მიზეზებად განიხილება:

  • ინფექციის ქრონიკული კერების არსებობა ორგანიზმში - ჩირქოვანი კბილები, ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთება, ნუშურა ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება, საკვერცხეების ანთება და სხვა;
  • ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლის - ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების - ფუნქციის დარღვევა;
  • სტრესი.

ზოგ შემთხვევაში თმის ცვენა განვითარებულია ამა თუ იმ სისტემური დაავადების, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის ფონზე.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვს თმა სცვივა?

- ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, დროულად მიაკითხეთ პედიატრს. მკურნალობა შედეგიანი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მივაგენით თმის ცვენის ნამდვილ მიზეზს. ამასთანავე, უნდა ვიცოდეთ, რომ მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. იგი ითვალისწინებს:

  • ჰორმონული ბალანსის მოწესრიგებას;
  • იმუნური პროცესების დათრგუნვას (თუ თმის ცვენა აუტოიმუნურია);
  • ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას (კეროვანი ალოპეციის შემთხვევაში).

- რას გვირჩევთ, როგორ მოვუაროთ თმას?

- გაითვალისწინეთ, რომ თმას არ უხდება ხშირი ბანა, ფენით გაშრობა, უხეში სავარცხლით ვარცხნა. ყოველივე ეს აშრობს თავის კანს და არღვევს თმის ძირების კვებას. თმის ცვენის დროს უმჯობესია, თავი სპეციალური სამედიცინო შამპუნით იბანოთ. კარგია მასაჟი სპეციალური სავარცხლით. თმის ცვენას ხელს უწყობს მჭიდრო სამაგრები. მზეში და ყინვაში ატარეთ ქუდი. მინდა, საგანგებოდ ვურჩიო ჩვილი ბავშვების დედებს: ხშირად ჩვილებს თავზე აქვთ ყვითელი ფუფხი - გნეისი. მისი ძალით მოშორება არ შეიძლება - ადვილი შესაძლებელია, დაზიანდეს თავის კანი და შეიჭრას ინფექცია, რასაც, გამორიცხული არ არის, თმის ცვენა მოჰყვეს. ჩვილს რომ ნაზი და ჯანმრთელი თმა ჰქონდეს, დაიცავით შემდეგი წესები:

  • დაბანამდე ერთი საათით ადრე კანში კარგად შეაზილეთ საბავშვო ზეთი, გადადუღებული საჭმელი ზეთი ან თხევადი ვაზელინი, ჩამოაცვით თავზე ბამბის ქუდი და 15-20 წუთს ასე დატოვეთ, რათა ქერქი კარგად დარბილდეს, შემდეგ ფაქიზად ჩამოვარცხნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაბანეთ.
  • თმა გაამშრალეთ რბილი პირსახოცით. ფენით არ გაუშროთ!
  • დარჩენილი ქერქი მოაცილეთ საბავშვო სავარცხლით.
  • როგორც გითხარით, არსებობს სპეციალური სამასაჟო სავარცხელი, რომელსაც ბურთულებიანი ბოლოები აქვს. ასეთი სავარცხლით ვარცხნა თმასაც უხდება და პატარასაც ამშვიდებს.
  • მიეცით კანს სუნთქვის საშუალება, შენობაში ნუ დაახურავთ ბავშვს ქუდს, სარკმელი მუდამ ღია გქონდეთ, მაგრამ ერიდეთ ორპირს.
  • ვიდრე ჩვილს თავზე ღინღლი აქვს, დაბანეთ მხოლოდ სუფთა წყლით, ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების გარეშე. როცა თმა გაუხშირდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი ან საპონი, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.
  • შეიძინეთ მხოლოდ ჩვილებისთვის განკუთვნილი შამპუნი! იგი არ აღიზიანებს კანსა და თვალებს, არ იწვევს ალერგიას.
  • თუ თმის ღერები ერთმანეთში ჩაიხლართა და არ სწორდება, უმჯობესია, შეაჭრათ.