მეტეორიზმი ჩვილ ბავშვებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

მეტეორიზმი ჩვილ ბავშვებში

მეტეორიზმი ჩვილ ბავშვებში

ჩვილ ასაკში მეტეორიზმს თან სდევს მუცლის მკვეთრი ტკივილი, გამოწვეული ნაწლავების სხვადასხვა უბნის გადაჭიმვით. ამის მიზეზია ნაწლავებში დაგროვილი აირები, რომელთა ორგანიზმიდან გამოძევება ფერხდება ნაწლავთა შეკრულობისა თუ აშლილობის დროს. ჩვეულებრივ, კოლიკა ბიჭუნებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე გოგონებს, ხოლო სამი-ოთხი თვის ასაკში, როცა საჭმლის მონელება ნორმაში დგება, თავისთავად გაივლის, თუმცა არ არის გამორიცხული პერიოდული შეტევები შემდგომ თვეებში. ჩვილ ასაკში მეტეორიზმის მიზეზებსა და მისგან თავის დაღწევის გზებზე გვესაუბრება პედიატრი ლალი ქორიძე.

 

- რა იწვევს მეტეორიზმს ჩვილ ბავშვებში?
- ბავშვის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს. განსაკუთრებით ხშირია ასეთი დარღვევები წლამდე ასაკში, რაც გარემოსადმი ადაპტაციის რთული პროცესებით აიხსნება. ცხრა თვის განმავლობაში დედის მუცელში თბილად და მშვიდად მოკალათებული პატარა ერთბაშად ვერ ეგუება ახალ გარემოს. ფუნქციური დარღვევები გამოწვეულია მოტორული (ფიზიოლოგიური რეფლუქსი, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისკინეზია) და სეკრეტორული
(საჭმლის მომნელებელი ფერმენტები - ლიპაზა, პეპსინი და სხვა) ფუნქციების არასრულფასოვნებით. ეს იწვევს წამოქაფების სინდრომს, ნაწლავურ კოლიკას, მეტეორიზმს... უმთავრესად ავადმყოფობენ დღენაკლული, ჰიპოტროფიული, კონსტიტუციური ანომალიებით დაბადებული ბავშვები. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება:

  • ასაკისთვის შეუფერებელი კვება;
  • ხელოვნურ კვებაზე ნაადრევად გადაყვანა;
  • დაუბალანსებელი კვება, მაგალითად, ცხიმების, ცილების ან ნახშირწყლების სიჭარბე;
  • ურეჟიმო, ხშირი კვება;
  • კუთვნილზე მეტი საკვების მიცემა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნაწლავური კოლიკა 2-3 კვირიდან 3-4 თვემდე თითქმის ყველა ბავშვს აწუხებს. მათი მხოლოდ ნაწილი ახერხებს დაგროვილი აირების ორგანიზმიდან გამოდევნას, დანარჩენებისთვის კი მეტეორიზმი აუტანელი ტკივილის მომტანია.

- როგორ ხვდება აირები ჩვილის კუჭ-ნაწლავში?
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირების 70%-ია ჰაერი, რომელსაც ყლაპავს პატარა ტირილის, ყვირილის, კვების დროს, დანარჩენს კი შეადგენს თვით ნაწლავის სანათურში მიკრობთა მიერ წარმოქმნილი აირები და სისხლის პლაზმიდან გადმოსული აზოტი. აირთა გაძლიერებულ წარმოქმნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მეტეორიზმი - ეს არის ადრეული დისპეფსია, რომელიც სიცოცხლის პირველსავე დღეებში იჩენს თავს. მისი ძირითადი მიზეზია არასრულყოფილი ფერმენტული სისტემა, რომლის გამოც მოუნელებელი საკვების ნაწილი ნაწლავებში გროვდება, ლპობასა და დუღილს იწყებს და დიდი ოდენობით აირებს გამოყოფს. ჩვილ ბავშვებში მეტეორიზმი გარკვეულწილად მეძუძური დედის კუჭ-ნაწლავის სისტემის სწორ ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. თუ დედის რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ ბოსტნეულსა და ხილს, რომელიც ხელს უწყობს აირების წარმოქმნას, ეჭვგარეშეა, ბავშვს მეტეორიზმი დაემართება. არცთუ იშვიათად მეტეორიზმი სერიოზული დაავადების - ლაქტოზური ან დისაქარიდული უკმარისობის - სიგნალია. ამ დაავადებების დროს გაძლიერებულია ლპობისა და დუღილის პროცესები წვრილი ნაწლავის ქვემო ნაწილსა და მსხვილ ნაწლავში.

შედარებით მოზრდილ ასაკში აირთა გაძლიერებული წარმოქმნა მეტყველებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, რომელიც არღვევს ნაწლავის მიკრობიოცენოზს - წონასწორობას ნაწლავის სასარგებლო და პათოლოგიურ მიკრობებს შორის. უკანასკნელი აჭარბებს და იწყება გაძლიერებული დუღილისა და ლპობის პროცესები. ნახშირწყლებსა და ცილებს, რომლებსაც ორგანიზმი საკვების სახით იღებს, ნაწლავების ლორწოვანი გარსი მთლიანად ვერ იწოვს, დიდი ოდენობით ცელულოზის შემცველი ხილი და ბოსტნეული ნაწლავებში ბაქტერიების მიერ აირთა გამოყოფით იშლება. ნორმალურ პრობებში ამ აირების უმეტესობას აერობული ბაქტერიები შთანთქავენ. როდესაც ირღვევა ბალანსი მიკროორგანიზმებს შორის და აირთა წარმოქმნა აჭარბებს შთანთქმას, ხდება მათი დაგროვება. აირების დაგროვებას განაპირობებს გაზიანი უალკოჰოლო და გამაგრილებელი სასმელების ჭარბი მოხმარება. არც სტრესული სიტუაციების, ნერვული დარღვევებისა და ემოციური დაძაბულობის როლის უარყოფა შეიძლება. ნერვული სისტემის აგზნება ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ორგანიზმში იწვევს ნაწლავთა გლუვი კუნთების სპაზმს. ნელდება პერისტალტიკა, დაგროვილი აირები ჭიმავენ ნაწლავის სანათურს და ძლიერ ტკივილს იწვევენ.

- როგორ ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა?
- ამ დროს პატარა ძლიერ შეწუხებულია, დროდადრო წამოიყვირებს, ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს, დაჭიმულია, ასხამს ოფლი. ვერ ამშვიდებს ვერც ძუძუ, ვერც მატყუარა. შესაფერის მდებარეობას ვერ უპოვით - დაწოლილი იქნება თუ ხელში გეჭირებათ, ერთნაირად წუხს. მუცელი შებერილია, ისმის ყურყური და ხმაური.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ლაქტაზის უკმარისობა – რძის, უფრო ზუსტად, მასში არსებული შაქრის – ლაქტოზის აუტანლობაა, რომელიც არ იშლება და არ გადამუშავდება ორგანიზმში,
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად