ბავშვთა აუტიზმი - როდის უნდა ვივარაუდოთ პათოლოგია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა აუტიზმი - როდის უნდა ვივარაუდოთ პათოლოგია?

საქმე არ გვაქვს, უბრალოდ, განსაზღვრული ფსიქოლოგიური მიზეზების გამო ბავშვი ჩაკეტილია, თუმცა კი ასაკის შესაბამისად ვითარდება. მშობელი უნდა შეეცადოს, არა ძალდატანებით, არამედ თანდათანობით შეაგუოს ბავშვი უცხო გარემოს, სხვა ბავშვებთან თამაშს.

როდის უნდა ვივარაუდოთ პათოლოგია?

ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ქცევასა და რეაქციებს. თუ სამი წლის ასაკში იგი ვერ ლაპარაკობს, უარს ამბობს მშობლებთან ტაქტილურ კონტაქტზე (ანუ არ ეფერება, არ ეხუტება მშობლებს), ინტერესს არ ამჟღავნებს თავის ირგვლივ არსებული გარემოს მიმართ, ეს საგანგაშო სიმპტომებია. ასეთი ბავშვი თამაშობს თავისთვის, მარტო; სათამაშოებს ალაგებს ყოველთვის ერთი და იმავე თანმიმდევრობით, ფერის შესაბამისად (მაგალითად, წითელ სათამაშოებს - ერთად), აქვს სახის უემოციო, უფრო ზუსტად, უმიმიკო გამომეტყველება, არასდროს გიყურებთ თვალებში, ძნელი გასაგებია მისი ჟესტიკულაცია. ამ შემთხვევაში უნდა დავეჭვდეთ, ხომ არ გვაქვს საქმე აუტიზმთან.


 

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ბავშვის განვითარების შეფერხებით ვლინდება. ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს გარემოს მიმართ. აუტიზმი ყალიბდება 3 წლამდე და ყოველი 1000 ბავშვიდან 6-ს ემართება. მისი მიზეზები უცნობია. საუბრობენ გარემოს, ცხოვრების პირობებისა და მშობლებსა და ბავშვს შორის ურთიერთობის როლზე. აუტიზმი თანდათანობით ვითარდება, გამოვლენას იწყებს 15 თვის ასაკიდან, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება 3 წლის ასაკში ხდება. მშობლებმა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ბავშვის უცნაური საქციელით, ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ ნიშნებზე:

  • ბავშვი უარს ამბობს მშობელთან ტაქტილურ კონტაქტზე;
  • 3 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს;
  • უპირატესობას ანიჭებს მარტო ყოფნას და თამაშს;
  • არ ეშინია გარესამყაროსი, მაგრამ არ სურს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში, არ უყვარს ცვლილებები და სიახლეები;
  • ლაპარაკობს მონოტონურად, თითქოს დაზეპირებული ტექსტით. სხვის სიტყვებს ექოსავით იმეორებს. მეტყველების განვითარებით ჩამორჩება ასაკს.

აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ოჯახის წევრებისგან უფრო მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ, ამიტომ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • დაარწმუნეთ ბავშვი, რომ იგი ოჯახის ისეთივე ჩვეულებრივი წევრია, როგორიც დანარჩენები.
  • მიეცით საშუალება, თვითონ შეადგინოს დღის რეჟიმი - სეირნობა, კვება, ძილი, თამაში მისი სურვილისამებრ უნდა ხდებოდეს. თავს ნუ მოახვევთ მისთვის არასასურველ იდეებს. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე და უფრო გააღრმაოს ქცევის გადახრები.
  • როცა დავალებას სწორად შეასრულებს, გამოხატეთ ეს მისთვის გასაგებად და ხაზგასმით. მათთვის ქება სასარგებლოა.
  • არასწორი საქციელი სწრაფად ექცევათ ჩვევად, ამიტომ მაშინვე აუკრძალეთ და შეეცადეთ გააგებინოთ, რომ ცუდად მოიქცა.
  • ყოველ ახალ დავალებას, ზოგადად, სიახლეს თანდათან შეაგუეთ და რამდენიმეჯერ თქვენთან ერთად შეასრულებინეთ.
  • ნუ დაანახებთ, რომ მისი ქცევით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაუბრაზდებით. ის უფრო მეტად ჩაიკეტება და თქვენთან კონტაქტის ყოველგვარ სურვილს დაკარგავს.

აუტი ბავშვი სიცოცხლის პირველი თვეებიდანვე გამოირჩევა უცნაური ქცევით. უპირველეს ყოვლისა, გაურბის უფროსებთან ყოველგვარ კონტაქტს - როცა დედას ხელში აჰყავს, არ ცდილობს ჩაეხუტოს, დედის დანახვისას არ უწვდის ხელებს და არ სთხოვს ხელში აყვანას, არ უყურებს თვალებში, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე. ხშირად ამის გამო ოჯახის წევრები სმენის დეფექტსაც კი ეჭვობენ.

აუტიზმისთვის დამახასიათებელი ქცევითი გადახრები ჩვილი ასაკიდანვე იპყრობს ყურადღებას, მოზრდილები კი გონებრივად ურთიერთსაპირისპიროდ ვითარდებიან - ან ჩამორჩებიან, ან მაღალი განვითარებით გამოირჩევიან რომელიმე ერთ დარგში (მუსიკაში, ხატვაში, მათემატიკაში), თუმცა უბრალო ყოფით სიტუაციაში შესაძლოა პატარა ბავშვივით დაიბნენ.


 

რა არის დაავადების მიზეზი?

უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება, დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი - აი ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.

მულტფილმები დიაგნოზის დასმაში გვეხმარებიან

ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებს პატარა მულტფილმებს, აუტიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელი ჩვილი სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებს მულტგმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებულები ჩვილები მხოლოდ ხმებზე რეაგირებენ. ასეთი დაკვირვება საშუალებას იძლევა, აუტიზმის ნიშნები დაავადების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინდეს და მკურნალობა დროულად დაიწყოს.


 

როგორ მკურნალობენ

მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.