ბავშვთა სუნთქვის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა სუნთქვის დარღვევა

ასეთ მოვლენებს მიეკუთვნება ძილში ხვრინვა, რომელიც ყალიბდება ცხვირხახის უკანა ნაწილში. თავისი ბუნებით, ის მოზრდილების ხვრინვის ანალოგიურია, მაგრამ შეიძლება მხოლოდ ძილისას არ აღმოცენდეს. ხვრინვა მანამდე იქნება, ვიდრე პატარა არ ისწავლის რბილი სასის კონტროლს.

ბავშვის სუნთქვისას ყველაზე ხშირად გვხვდება ხორხიდან წამოსული ხმები. ხორხ-სარქვლის ქსოვილები ზოგიერთ ახალშობილს იმდენად რბილი და ელასტიკური აქვს, რომ შესუნთქული ჰაერი მათ არხევს, რაც გამოსცემს ხმამაღალ ბგერებს, თითქოს ბავშვი იხრჩობა. შესაძლოა ასეთი სუნთქვა ბავშვს დიდხანს ჰქონდეს. ჩვეულებრივ, ბგერები, რომელთაც ექიმები სტრიდორს უწოდებენ, ვლინდება მხოლოდ მძიმე სუნთქვისას. როდესაც ახალშობილი მშვიდადაა ან სძინავს, ბგერები არ ისმის. მუცელზე წოლისას სტრიდორი უფრო იშვიათად აღინიშნება. ეს მოვლენა მკურნალობას არ საჭიროებს, მით უფრო, რომ წამლები არ შველის. პატარა რომ წამოიზრდება, ყველაფერი დარეგულირდება.

სუნთქვის დარღვევის მიზეზებს მიეკუთვნება ცხვირის გაჭედილობა და ცხვირში გამომშრალი ლორწოს შეწებებაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბამბის ჩხირით ბავშვის ცხვირის ნესტოების გასუფთავება.

ბავშვთა საჭმლის მონელების დარღვევები

ნებისმიერი ცვლილება საჭმლის მომნელებელ სისტემაში საჭიროებს ექიმის დაუყოვნებლივ კონსულტაციას, რადგანაც თვითმკურნალობა ძალიან სახიფათოა.

საჭმლის მონელების დარღვევებს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ამოქაფება-ამორწყევა, ღებინება, ჭვალი და ფაღარათი. ამის მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს.

ამოქაფება, ჩვეულებრივ, იმის გამო ხდება, რომ ახალშობილის საყლაპავის ქვედა შევიწროებულ ნაწილს არ შეუძლია კუჭში საკვების შეკავება. ბავშვის დარწევამ, გულთან მიკვრამ, საწოლში დაწვენამ შეიძლება გამოიწვიოს ამოქაფება. ზოგჯერ ის თვითნებურად ხდება კუჭის კედლების შეკუმშვისას. პირველი თვეების განმავლობაში თითქმის ყველა ბავშვს აქვს ამოქაფება, მაგრამ საჭმლის მონელების დარღვევად არ უნდა განვიხილოთ. ზოგჯერ შეიძლება დღეში რამდენჯერმე ჰქონდეთ. დროთა განმავლობაში, როდესაც ბავშვი საკვების მუდმივ მიღებას მიეჩვევა, ეს მოვლენა გაივლის.

ადრეულ ასაკში გადაჭარებული აღგზნების მქონე ბავშვებს თითქმის ყოველდღე აქვთ ღებინების შეტევა, როდესაც კუჭის შიგთავსი ძალით გამოდის გარეთ და შადრევანივით გადმოდის პირიდან. ღებინებისა და ამოქაფების თავიდან ასაცილებლად, ჭამის შემდეგ საჭიროა კუჭიდან ჰაერის გამოდევნა. ამისათვის 10-15 წუთი ახალშობილი უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად და არ დავარწიოთ.

თუ ახალშობილს ღებინება ეწყება პირველივე კვებიდან, მას ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება. ორგანიზმის ამგვარი რეაქციის მიზეზი შესაძლებელია იყოს კუჭში არსებული ლორწო. ამ შემთხვევაში რამდენიმე დღეში ყველაფერი მოწესრიგდება. იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც პირნაღებში არის ნაღველიც, უფრო სერიოზული მკურნალობაა საჭირო, ქირურგიულ ჩარევამდეც კი.

ბავშვებს საჭმლის მონელების დარღვევები ყველაზე ხშირად ზაფხულში აღენიშნებათ, რაც, როგორც წესი, ნაწლავურ ინფექციებს უკავშირდება. მას ახასიათებს თხევადი განავალი, ბავშვის მდგომარეობა შეიძლება დაამძიმოს მრავალჯერადმა ღებინებამ. ამ დროს აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი. ფაღარათისა და ღებინებისას ბავშვის ორგანიზმი სწრაფად განიცდის გაუწყლოებას და კარგავს ბევრ მარილსა და მინერალს. რამდენიმე საათში მდგომარეობა შეძლება ძალიან დამძიმდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ, ხომ არ გამოუშრა ახალშობილს ტუჩები, ჩაუცვივდა თვალები. ბავშვს მცირე ულუფებად უნდა მივცეთ სუსტი მარილწყალი. ეს რამდენადმე შეუმსუბუქებს მდგომარეობას და სითხესაც სწრაფად არ დაკარგავს.

ადრეულ ასაკში, კვების შემდეგ, ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ სლოკინი. აქ საშიში არაფერია, სავარაუდოდ, პატარას კუჭში ჰაერი დაუგროვდა. ასეთ დროს მცირე რაოდენობით თბილი წყალი უნდა მივცეთ.