ტუბერკულოზი ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზი ბავშვებში

- ქალბატონო ლალი, თავდაპირველად მინდა გკითხოთ, რამ გამოიწვია ტუბერკულოზის ასეთი გახშირება?

- ტუბერკულოზით ავადობის მატების მთავარი მიზეზია ცხოვრების დონის დაქვეითება, კვების ხარისხის გაუარესება, მოსახლეობის მიგრაციის ზრდა, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ღონისძიებათა ხარისხისა და მასშტაბების შემცირება და რეზისტენტული შტამების გაჩენა. პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოცხადდა პროგრამა, რომელიც დაავადებულთა აქტიურ გამოვლენასა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო იმუნიზაციას მოიცავს.

- როგორ შეიძლება დაავადდეს ბავშვი ტუბერკულოზით?

- ინფექციის წყარო შეიძლება იყოს დაავადებული ადამიანი, ტუბერკულოზით დაავადებული ცხოველის ხორცი და რძის პროდუქტები. გამომწვევი შეიძლება გადაეცეს ჰაერწვეთოვანი გზით, უფრო იშვიათად - საკვების საშუალებით, ტრანსპლაცენტურად (ორსულიდან ნაყოფს). ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, ხანგრძლივი კონტაქტი ბაქტერიამატარებლებთან, შიმშილი, იმუნოდეპრესია. დაავადებას სეზონურობა არ ახასიათებს. უნდა შეგახსენოთ, რომ ტუბერკულოზით დაინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. საამისოდ რიგი ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. დაავადების განვითარების რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი ინფიცირების მომენტში.

- როგორ ვლინდება დაავადება ბავშვებში?

- ბავშვებს უმეტესად პირველადი ტუბერკულოზი უყალიბდებათ (ასე უწოდებენ ტუბერკულოზს, რომელიც არაინფიცირებული ორგანიზმის მიკობაქტერიებით ინფიცირებისას ვითარდება). დაავადება უპირატესად გულმკერდის ლიმფურ ჯირკვლებს, ფილტვებს მოიცავს. თუ პირველადი კერიდან გამომწვევი სისხლის საშუალებით ორგანიზმში მოითესა, ყალიბდება ფილტვგარე ფორმები და უფრო მეტად ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მეტია მძიმე ლოკალური და გენერალიზებული ფორმების განვითარების ალბათობა. ბავშვებში დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია, ტუბერკულოზური ბრონქადენიტი, ფილტვის დისემინირებული ტუბერკულოზი, შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი, ტუბერკულოზური მენინგიტი.

 

ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია

დაავადების ეს ფორმა ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებს შორის გვხვდება. ვითარდება უმთავრესად სკოლამდელ და მცირე სასკოლო ასაკში. ვლინდება სუბფებრილიტეტით, გაღიზიანებადობით, მოთენთილობით, ადვილად დაღლით, ძილის დარღვევით, მადის დაქვეითებით. ყურადღებას იპყრობს სიფითრე, წონის კლება, კანის სიმშრალე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება (მიკროპოლიადენია). ამ სიმპტომებს ზოგჯერ ერთვის არასპეციფიკური გამოვლინებები:

  • კვანძოვანი ერითემა - მუხლებზე, ბარძაყებსა და მხრებზე 1-5 სმ დიამეტრის, არცთუ ისე მტკივნეული მუქწითელ-იისფერი კვანძოვანი გამონაყარი;
  • კერატოკონიუნქტივიტი - თვალის კონიუნქტივიტისა და რქოვანას ანთება.

დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება სინჯები (მანტუს სინჯი, პირკეს სინჯი). მანტუს რეაქცია მარტივი და ნაკლებმტკივნეულია. სინჯის ადგილას ჩნდება წითელი ლაქა - პაპულა, რომლის ზომაზეც არის დამოკიდებული ტუბერკულოზის დიაგნოზი. დადებითი რეაქციის შემთხვევაში ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს ფთიზიატრთან. სინჯის შედეგი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მოსმენით ფილტვის სპეციფიკური დაზიანების გამოვლენა შეუძლებელია.

- ზოგიერთი ბავშვი წელიწადში რამდენიმეჯერ ცივდება, აქვს ბრონქიტი. საჭიროა თუ არა ასეთ შემთხვევაში ტუბერკულოზური პროცესის გამორიცხვა?

- ტუბერკულოზური ბრონქიტი ბავშვებში პირველადი ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისთვის დამახასიათებელია:

  • ბიტონალური, ყივილის მსგავსი ხველა;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • ქრონიკული ან მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები (სისუსტე, უმადობა, ჭირვეულობა, სუბფიბრილიტეტი).

დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. როდესაც ბავშვს ბრონქიტი ხშირად ემართება, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება, რათა ტუბერკულოზური პროცესი გამოირიცხოს, ხოლო მისი აღმოჩენის შემთხვევაში დროულად ჩატარდეს სათანადო მკურნალობა.

- რას გვეტყვით ტუბერკულოზის ფილტვისგარე ფორმებზე?

- ამჟამად ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული ფილტვისგარე ფორმაა საშარდე და სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი. მისი კლინიკური სურათი ნაკლებად განსხვავდება საშარდე სისტემის არასპეციფიკური ანთებისგან. უპირატესად ზიანდება თირკმელები. ახასიათებს პიურია - შარდში ლეიკოციტების არსებობა - და ერითროციტურია - შარდში ერითროციტების (სისხლის) არსებობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად სხვა სპეციფიკურ გამოკვლევებთან ერთად საჭიროა ჩატარდეს შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. შედეგი დაავადების გამოვლენის დროსა და მკურნალობაზეა დამოკიდებული. ადეკვატური, დროული მკურნალობისას პროგნოზი საიმედოა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა საჭირო გახდეს დაზიანებული თირკმლის ამოკვეთა.

 

ტუბერკულოზური მენინგიტი

ეს ფორმა უპირატესად მცირე ასაკში გვხვდება. დაავადება იწყება შეპარვით, თანდათანობით. პატარას ეცვლება ქცევა და ხასიათი, აქვს დაბალი სიცხეები. მოგვიანებით თავს იჩენს თავის ტკივილი, სინათლის შიში, ძილიანობა, მენინგეალური ნიშნები (კისრის კუნთების დაჭიმულობა და სხვა). მოსალოდნელია განვითარდეს კრუნჩხვა და კომა. სადიაგნოზოდ საჭიროა თავზურგტვინის პუნქცია და მიღებული პუნქტატის - ლიქვორის - გამოკვლევა. მკურნალობის გარეშე ლეტალური დასასრულის ალბათობა 100%-ია. ადრეული დიაგნოსტიკისა და სპეციფიკური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი გაცილებით უკეთესია.

 

მკურნალობა

ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ფთიზიატრი და პედიატრი არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობენ სხვა სპეციალისტებიც - უროლოგი, თვალის ექიმი, ნევროლოგი, ორთოპედი... მკურნალობის ძირითადი რგოლია ეტიოტროპული ქიმიოთერაპია ბავშვის ასაკის, ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების, დაავადების ფორმისა და ტუბერკულოზური პროცესის აქტიურობის გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დღის რეჟიმის ორგანიზებას, კვებას, ფიზიკურ დატვირთვას. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია (6-18 თვე) და ეტაპობრივად მიმდინარეობს (სტაციონარი-სანატორიუმი-ტუბდისპანსერი). ეს, რა თქმა უნდა, რთულია, ამიტომ განსაკუთრებით ვთხოვთ მშობლებს, მოთმინებით აიტანონ ბავშვის ყოველგვარი ჭირვეულობა და მკურნალობა აუცილებლად ბოლომდე მიიყვანონ. ამაზეა დამოკიდებული საბოლოო განკურნება და ოჯახის დანარჩენი წევრების უსაფრთხოება.