როდესაც ბავშვი ავად ხდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდესაც ბავშვი ავად ხდება

როდის გამოიძახონ ექიმი. ცნობილია, რომ მშობლების უმეტესობა პირველი ბავშვის გაზრდისას დიდ განცდებშია. ბავშვის თითოეული წამოტირება თუ შეკრთომა მათ სტრესს იწვევს. მეორე და მესამე ბავშვზე კი მსგავსი რეაქციები აღარ აქვთ, რადგან უფროსი შვილის გაზრდისას გამოცდილება დაიგროვეს და ბევრ სირთულეს თავადვე უმკლავდებიან. თუმცა შვილის ავადობა თვით ექიმ მშობლებსაც კი თრგუნავს.

დაავადების სიმპტომები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. თუ ცოტა ხნის წინ ბავშვი მოდუნებული და ფერმკრთალი იყო, რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება ენერგიით აღსავსე დარბოდეს. ეს უფრო კეთილსაიმედო სიმპტომია, ვიდრე ბავშვის მდგომარეობის მუდმივი გაუარესება - ტემპერატურის მატებით ან ძლიერი ტკივილით. ბავშვებს არ შეუძლიათ იმის ახსნა, რა სტკივათ: თავი, ყელი თუ სხვა რამ.

შეიძლება კიდეც აცნობიერებდნენ, მაგრამ ტკივილის წყაროდან ახლოს, სხვა ადგილზე აღმოცენებული ტკივილის გადმოცემა არ შეუძლიათ. მაგალითად, ნუშურების ტკივილი ხშირად ყურის ტკივილად აღიქმება, ბარძაყის არეში ტკივილი - მუხლის ტკივილად. მშობლები ხშირად შეუძლოდ ყოფნის არა კონკრეტულ, არამედ ზოგად სიმპტომებს ამჩნევენ. ხვდებიან, რომ ბავშვი კარგად არ არის.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ექიმის ხშირი შეწუხება სჯობს ბავშვის მდგომარეობის გაუარესებას. მშობლების მიერ მიწოდებული თანმიმდევრული ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის ცვლილების შესახებ ექიმს სწორ დიაგნოსტირებაში და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნაში ეხმარება. ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა გახდეს საჭირო, მაგალითად, სუნთქვის დარღვევისას, როდესაც ვლინდება ტუჩების სილურჯე, გონების დაკარგვა, თავის დაზიანებისას, ძლიერი სისხლდენის, დამწვრობისა და მოტეხილობის დროს. აღნიშნული მდგომარეობებიდან უმეტესობა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. თუკი მაღალი სიცხე ერთი საათის განმავლობაში არ ემორჩილება დამწევს, ასევე ითხოვს ექიმის ჩარევას.

თუ მაღალი სიცხისას ბავშვს განუვითარდა კრუნხვა ან კეფის კუნთების დაჭიმულობა, თავის ტკივილი, ღებინება - გამოსარიცხია ტვინის გარსების ანთება (მენინგიტი), განსაკუთრებით კი ახალშობილებთან. დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს რამდენიმესაათიანი ფაღარათი, განსაკუთრებით სხეულის ტემპერატურის მომატებით და ტკივილებით მიმდინარე, ეს მდგომარეობა ორგანიზმის გაუწყლოების გამოა საშიში.

ღებინება, რამდენიმე საათის განმავლობაში მუცლის მარჯვენა ნახევრის თანმხლები ტკივილით შეიძლება აპენდიციტის ნიშანი იყოს. დაავადებათა ყველა სიმპტომის ჩამოთვლა შეუძლებელია, ამიტომ ბავშვის შეუძლოდ ყოფნისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ექიმის ძირითადი ამოცანა ბავშვის მდგომარეობის სიმძიმის განსაზღვრა, წინასწარი დიაგნოზის დადგენა და მშობლების ინფორმირებაა.

ხშირად, ბავშვის ჩვეულებრივი კვლევისას, ექიმს შეუძლია დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. რთულ სიტუაციებში კი შესაძლებელია დამატებითი კვლევების ჩატარება გახდეს საჭირო, ამის შესახებ ექიმი მისაწვდომი და გასაგები ფორმით აცნობებს მშობლებს. მშობლებს უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია კვლევის მეთოდსა და მკურნალობაზე, წამლების მოქმედებასა და გვერდით ეფექტებზე, მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ექიმის ყოველი კონსულტაცია ექიმისა და პაციენტების მაკავშირებელი უნდა იყოს. მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ისეთი დაავადებების გამწვავებისას, როგორებიცაა ასთმა, ეგზემა, ჭვალი. კონსულტაციისთვის საჭიროა უბნის ან ბავშვის მკურნალ ექიმთან მიმართვა.