ბავშვთა დიფტერია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

ბავშვთა დიფტერია

ბავშვთა დიფტერია
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის. რა იწვევს დაავადებას

დიფტერიის გამომწვევი ლეფლერის ჩხირია (ჩორყნებаცტერიუმ დიპჰტერიაე). მისი ძირითადი თვისება გარემო ფაქტორებისადმი დიდი გამძლეობა და ცხოვრების პირობების მიხედვით დიდი ცვალებადობის უნარია.


როგორ ხდება დასნებოვნება

დიფტერიით დასნებოვნება ხდება მხოლოდ ადამიანისგან. შეიძლება სრულიად ჯანმრთელი ადამიანი გახდეს დასნებოვნების წყარო (ბაქტერიამატარებელი). დაავადებული ადამიანი გადამდებია დაავადების პირველივე დღიდან და 20-25 დღე რჩება გადამდებად, თუმცა, ზოგჯერ გამოჯანმრთელებული პირიც რამდენიმე თვე შეიძლება ატარებდეს ბაქტერიას და სხვათათვის საფრთხეს ქმნიდეს.

დაავადებულის ან ბაქტერიამტარებლების ნერწყვის ან ცხვირის ლორწოს წვეთი შეიცავს
დიფტერიის ჩხირს და ჰაერით გადადის ჯანმრთელ ადამიანზე. დიფტერიის ჩხირის ცხოველმყოფელობის გამო ადამიანი შეიძლება დაავადდეს საყოფაცხოვრებო ნივთებითაც. ძალზე იშვიათია, როდესაც ჩხირი მრავლდება რძეში ან საკონდიტრო კრემში.

დიფტერია რომ იშვიათია, აუცილებელი აცრების დიდი დამსახურებაა. ამ დაავადების არიდება უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა.


როგორ მიმდინარეობს დაავადება


დასნებოვნებიდან დაავადების დაწყებამდე
გადის 2-დან 10 დღემდე. დაავადება ყოველთვის მწვავედ ვითარდება. პირველადი დაზიანების მიხედვით გამოყოფენ ხახის, ხორხის, ცხვირისა და იშვიათი ლოკალიზაციის ფორმებს (ყურის, თვალის, პირის ლორწოვანის, კანისა და ცხვრის დიფტერია). ზოგჯერ 2 ან 3 ორგანო ერთდროულად ზიანდება, მაგალითად, ხახისა და თვალის, ცხვირისა და ხორხის და ა.შ. ხახის დიფტერია ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება და შეადგენს 90-95%-ს. გამოყოფენ ტოქსიკურ და არატოქსიკურ ფორმებს. ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში ტოქსიკური ფორმების დროს აღინიშნება შეშუპება. გამოყოფენ დიფტერიის ლოკალიზებულ და გავრცელებულ ფორმას.

დაავადება იწყება ჩვეულებრივი ანგინის მსგავსად: ტემპერატურის მატებით 38ოС-ზე მაღალ მაჩვენებლამდე, ყლაპვისას ყელის ტკივილით, ნუშურების შეწითლებით და მასზე ნადებით. დასაწყისში ნადები თხელია, 1-2 დღეში იღებს აპკის სახეს გლუვი ზედაპირით და კარგად შემოფარგლული კიდეებით. აღსანიშნავია, რომ ნადები ცუდად შორდება. მან შეიძლება ნუშურას მთელი ზედაპირი მოიცვას ან განთავსდეს მცირე კუნძულების, ფოლაქების სახით. კისრის წინა ზედაპირზე შეხებით შეიძლება ისინჯებოდეს მცირე ზომის ლიმფური კვანძები, მსუბუქად მტკივნეული. დიფტერიის ასეთი ფორმა უფრო ხშირია და დროული მკურნალობით პროგნოზი კეთილსაიმედოა. მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება გავრცელდეს და გადავიდეს ტოქსიკურ ფორმაში.

ხახის დიფტერიის ტოქსიკური ფორმა შეიძლება ლოკალური ფორმიდან განვითარდეს, თუ მკურნალობა არ არის დაწყებული. თუმცა ხშირად ის მწვავედ იწყება, სხეულის ტემპერატურა მაშინვე იწევს მაღალ ციფრებამდე, შეიძლება აღინიშნებოდეს ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, იშვიათად აღგზნება. ამ მოვლენების ფონზე ყლაპვისას ტკივილი შეიძლება უმნიშვნელო იყოს და ბავშვი არც უჩიოდეს მას. აღინიშნება ხახის შეშუპება, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს, კანქვეშა-ცხიმოვანი შრის შეშუპება, მძიმე ფორმისას ის ვრცელდება ლავიწამდე და უფრო ქვევითაც. მკურნალობის გარეშე ხორხში ნადები და შეშუპება სწრაფად ვრცელდება, მდგომარეობა მძიმდება და ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. დროულად დაწყებული მკურნალობისას დაავადება უმრავლეს შემთხვევაში ბავშვის გამოჯანმრთელებით მთავრდება. გაჯანსაღების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ჯერ ქვეითდება ტემპერატურა, 2-3 დღის შემდეგ გადის სხვა სიმპტომებიც. თანდათანობით მცირდება ხახისა და კისრის კანქვეშა შრის შეშუპება. ნადები თანდათანობით შორდება და შეიძლება დარჩეს სისხლმდენი ზედაპირი. 7-8 დღის შემდეგ ადგილობრივი პროცესი ლიკვიდირდება, თუმცა შეიძლება განვითარდეს გართულებები.

ხორხის დიფტერია ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში აღწერილია ხუნაგის სახელწოდებით. ის ცნობილია კრუპის სახელწოდებით. ხორხში დიფტერიის აპკის არსებობის გამო აღინიშნება სუნთქვის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.


გართულებები


1. თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა უმძიმესი გართულებაა, რომელიც დაავადების დაწყებიდან 2-3 დღეში ვლინდება, ვითარდება მკვეთრი სიფერმკრთალე, ბავშვი უმოძრაოა, კანის საფარველი ცივია, არტერიული წნევა მკვეთრად ქვეითდება და ამ სიმპტომების ფონზე შეიძლება განვითარდეს სიკვდილი. ბავშვის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა ერთობ პრობლემურია.

2. ტოქსიკური ნეფროზი - თირკმელების მხრივ გართულება სიცოცხლისთვის საშიში არ არის. დიაგნოზი შარდის ანალიზის საფუძველზე ისმება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გართულების განვითარებისას, როგორც წესი, არსებობს სხვა, უფრო მძიმე გართულებებიც, მაგალითად, მიოკარდიტი.

3. ტოქსიკური მიოკარდიტი - უმძიმესი გართულებაა. ვითარდება დაავადების 1-2 კვირის ბოლოს. მიოკარდიტის ნიშნებია: მდგომარეობის გაუარესება, მზარდი სიფერმკრთალე, ტუჩების გალურჯება, ზოგადი მოუსვენრობა, გულისრევა, ღებინება. ვითარდება გულის დაზიანებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ცვლილება, ისეთები, როგორებიცაა გულის რიტმის დარღვევა, ღვიძლის გადიდება, ქოშინი და სხვა სიმპტომები. რაც უფრო სწრაფად ვითარდება მიოკარდიტი, მით უფრო ცუდია პროგნოზი. მიოკარდიტის უკუგანვითარება ნელა მიმდინარეობს - 1-2 თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივადაც. მიოკარდიტთან ერთად შეიძლება განვითარდეს ადრეული დამბლა. ყველაზე ხშირად აღინიშნება რბილი სასის დამბლა, შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დარღვევა. თავისთავად დამბლა დაავადებულისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ მეტყველებს ორგანიზმში განვითარებულ ცვლილებებზე და შეიძლება იყოს პოლირადიკულონევრიტების განვითარების წინაპირობა.

4. პოლირადიკულონევრიტები ვითარდება დაავადების 4-5 კვირაზე. აღინიშნება ქვედა კიდურების, კისრისა და ხერხემლის კუნთების დამბლა. საშიშია, როდესაც ვითარდება ყლაპვისა და სასუნთქი მუსკულატურის დამბლა. ავადმყოფი ვეღარ ყლაპავს, ხველა ხდება უხმო, არაეფექტური და სუნთქვა ზედაპირული. ხშირად ერთვის ფილტვების ანთება, რაც აჩქარებს ლეტალურ გამოსავალს. გამოჯანმრთელება მიმდინარეობს ნელა, ხანგრძლივად, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში დაზიანებული კუნთების ფუნქცია აღდგება.


მკურნალობა


დიფტერიით დაავადებულის მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ სტაციონარში. მკურნალობა ძირითადად მოიცავს დიფტერიის საწინააღმდეგო ანტიტოქსიკური შრატის შეყვანას, რომლის გარეშეც წარმატებული მკურნალობა შეუძლებელია. დიფტერიის ჩხირზე მოქმედ ანტიბიოტიკებს არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა მკურნალობისას და გამოიყენება მხოლოდ შრატთან ერთად.

პროფილაქტიკა გულისხმობს დაავადებულ პირთან კონტაქტის აღკვეთასა და იმუნიზაციას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ხელისგულებს მაღალი სიზუსტით შეუძლია ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.
13-07-2019
4Hospitals, რომელიც წარმოადგენს კლინიკებისთვის სამედიცინო პროდუქციის და პრემიუმ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას,
27-05-2019
მენინგოკოკური დაავადება ერთ ერთი ყველაზე საშიშ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება.
10-05-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
1 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად უვითარდებათ დისბაქტერიოზი - დაავადება, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარღვევითაა გამოწვეული.
ზოგი ბავშვი მუცლის წინა ფარის დეფექტით იბადება - ჭიპის არეში მუცლის აპკი თხელია ან საერთოდ არ არის. მუცლის ღრუში წნევის მატებისას, მაგალითად, ტირილის დროს,
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად