თიაქარი ბავშვებში - რა უნდა იცოდეს მშობელმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თიაქარი ბავშვებში - რა უნდა იცოდეს მშობელმა

შინაგანი ორგანოები (ხშირად - ნაწლავის მარყუჟი) კანქვეშ ჭიპის რგოლში ამოიბურცება. სწორედ ეს არის ჭიპის თიაქარი. არსებობს საზარდულის თიაქარიც - ნაწლავის მარყუჟი გამოდის მუცლის კედლის კანქვეშ არსებულ საზარდულის არხში. თიაქრის კიდევ ერთი სახესხვაობაა დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი, როდესაც დიაფრაგმის ხვრელის გავლით მუცლის ღრუს ორგანოები (მაგალითად, კუჭის ნაწილი) გულმკერდის არეში ხვდება. საბედნიეროდ, ამ ტიპის თიაქარი იშვიათია.

ჭიპის თიაქარი ბავშვებში

ჭიპის თიაქარი 5 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება და ტიპურია მცირეწონიან ან დღენაკლულ და დაუნის სინდრომის მქონე ახალშობილებში. მისი ნიშანია მუცლის გამობერვა ჭიპის ირგვლივ. თუ ჭიპის თიაქარს ეჭვობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჭიპის თიაქარი სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს. მის ზომას ექიმი განსაზღვრავს პალპატორულად გასინჯვისას. თიაქარი შეიძლება გამოვლინდეს დაბადებისთანავე ან მოგვიანებით ბავშვის ტირილისას. თიაქარი მეტად შესამჩნევია ტირილის, ხველის დროს, ფეხზე წამოდგომისას, რაც მუცლის ღრუში წნევის მატებას უკავშირდება. წარმოქმნილი გამობერილობის ჩასწორება შეიძლება თითის ფრთხილად დაჭერით.

ზოგჯერ ჭიპის არეში გამობერილობა ემბრიონული (ჭიპის არხის) თიაქრის, იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგიის, ნიშანია, რომლის დროსაც დეფექტი აღინიშნება მუცლის წინა კედელზე, სადაც მუცლის ღრუს ორგანოები გამოიბერება.

ემბრიონული თიაქრის ოპერაცია აღმოჩენისთანავე კეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ღია მუცლის ღრუში ხვდება ინფექცია, ვითარდება პერიტონიტი, რაც ახალშობილის დაღუპვას იწვევს.

ჭიპის თიაქრის მკურნალობა

ჭიპის თიაქარი, ჩვეულებრივ, სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შებერილობას, რომელიც ასაკთან ერთად უნდა შემცირდეს, რეგულარულად შეამოწმონ მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით - დაბანისას. თიაქარი არ უნდა იზრდებოდეს და მაგრდებოდეს, მსუბუქი დაჭერისას მუცლის ღრუში უნდა სწორდებოდეს.

თიაქარზე ნახვევით ან პლასტირით ზეწოლა არ შეიძლება - ამან შესაძლოა კანის ინფიცირება გამოიწვიოს. ჭიპის თიაქარი ძალიან იშვიათად იჭედება, ამიტომ ბავშვებში, როგორც წესი, ოპერაციული მკურნალობა საჭირო არ არის.

საზარდულის თიაქარი

ამ შემთხვევაში მუცლის ღრუს ორგანოები (ნაწლავის მარყუჟი) საზარდულის არეში კანქვეშ განთავსებულ საზარდულის არხში გამოდის. ამ სახის თიაქარი ჯანმრთელი ახალშობილების 3-5%-ს აღენიშნება, უფრო ხშირად - ვაჟებს. შემთხვევათა 10%-ში მისი არსებობა მემკვიდრული განწყობითაა განპირობებული. საზარდულის თიაქრის დიაგნოზი მაშინ დაისმის, როცა საზარდულში სიმსივნისმაგვარი მკვრივი, შეხებისას მტკივნეული და ბავშვისთვის შემაწუხებელი წარმონაქმნი ჩნდება. ის, ძირითადად, შესამჩნევი ხდება მუცლის ღრუში წნევის მატებისას, ტირილის, ხველის, ცემინების, დეფეკაციის შემდეგ. იგი შეიძლება ჩასწორდეს თავისთავად ან თითის მსუბუქი მოძრაობით. თიაქარი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია, იშვიათად - ორმხრივი.

საზარდულის თიაქრის მკურნალობა

თუ თიაქარი არ არის ჩაჭედილი, ჩვეულებრივ, კარგად სწორდება. ოპერაცია კეთდება 1 წლის შემდეგ. თუ თიაქარი ხშირად იჭედება, ოპერაცია ნებისმიერ ასაკშია ნაჩვენები. ჩაჭედილი თიაქრის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.

ჩაჭედილი თიაქარი ბავშვებში

თიაქრის ჩაჭედვა მაშინ ხდება, როდესაც თიაქრის პარკის შიგთავსი პირველივე საათებში ვერ სწორდება, ხდება მასზე ზეწოლა და ჩაჭედვა. აღმოცენდება ძლიერი ტკივილი. ასეთ დროს ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ქირურგმა. ნაწლავის მარყუჟის ჩაჭედვა არღვევს ნაწლავის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ნაწილის განგრენა, კედლის პერფორაცია და ნაწლავის შიგთავსის ჩაღვრა სტერილურ მუცლის ღრუში, რასაც პერიტონიტი მოსდევს.

საზარდულის თიაქრის ჩაჭედვისას აღინიშნება საზარდულის მიდამოში მყარი კონსისტენციისა და შეხებით მტკივნეული სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი, რომელიც არ სწორდება რამდენიმე საათის განმავლობაში, თიაქრის პარკი იზრდება, კანის ფერიც ეცვლება. ბავშვი უჩივის მუცლის ძლიერ ტკივილს, რომელსაც თან ერთვის ღებინება და გულისრევა. დაავადების დაწყების მომენტიდან წყდება კუჭის მოქმედება.

დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი ბავშვებში

დიაფრაგმას - კუნთოვან კედელს გულმკერდისა და მუცლის ღრუებს შორის - რამდენიმე ხვრელი აქვს. მათი მეშვეობით მუცლის ღრუს უკავშირდება ზოგიერთი ორგანო, მაგალითად, საყლაპავი, ნერვული ღეროები. ანომალიური განვითარების შედეგად ეს ხვრელები ფართოვდება და მუცლის ღრუს ორგანოები გულმკერდის ღრუში აღმოჩნდება. მძიმე შემთხვევაში ბავშვის გულსა და ფილტვებზე ზეწოლა ხდება და მათი ნორმალური განვითარება ფერხდება. როდესაც ბავშვი დიაფრაგმის ხვრელის თიაქრით იბადება, მას მაშინვე უვლინდება სუნთქვისა და გულის უკმარისობის ნიშნები, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამდენად, ის სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.