აციდოზის ნიშნები ბავშვებში და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

აციდოზის ნიშნები ბავშვებში და მისი მკურნალობა

აციდოზის ნიშნები ბავშვებში და მისი მკურნალობა
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით, თირკმელებისა და მჟავატუტოვანი წონასწორობის მარეგულირებელი ორგანოებისა და სისტემების შეზღუდული ფუნქციონალური შესაძლებლობებით აიხსნება.

აციდოზის მიზეზები:

ნაყოფისთვის დამახასიათებელი ზომიერი მეტაბოლური აციდოზი მისი განვითარების ერთგვარი პირობაა (იზრდება ჰიპოქსიისადმი ნაყოფის მდგრადობა). ნორმალური მშობიარობის დროს აციდოზისკენ გადახრა უმნიშვნელოდ ძლიერდება ანაერობული გლიკოლიზის გაძლიერების შედეგად. ამასთან, სხვა ფაქტორებთან ერთად, ის უზრუნველყოფს დაბადებისას ბავშვის სასუნთქი ცენტრის გაღიზიანებას. მშობიარობის შემდეგ ახალშობილის სისხლის рН-ის მნიშვნელობა მერყეობს 7,24-7,38 დიაპაზონში, რაც მჟავატუტოვანი წონასწორობის რეგულაციის ჰომეოსტატიკური მექანიზმების არამდგრადობაზე მიუთითებს. პირველი დღის ბოლოსა
და მეორის დასაწყისში აღინიშნება აციდოზის რესპირატორული კომპენსაცია და рН-ის მნიშვნელობა 7,36.

შემდგომი 3-5 დღის განმავლობაში მჟავატუტოვანი წონასწორობის მაჩვენებელი, როგორც წესი, ზრდასრულისას უახლოვდება. პოსტნატალური ფიზიოლოგიური აციდოზის ხარისხი განისაზღვრება მშობიარობის მიმდინარეობითა და ხანგრძლივობით (ლაქტატემია), ანესთეზიითა და ანალგეზიით, ჭიპლარის გადაკვანძვის დროით, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ადაპტაციის სიჩქარით, გარემოს
ტემპერატურით.

მშობიარობის არასათანადო პირობებისას ახალშობილებთან ვითარდება არაკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი, რომელსაც შერეული (მეტაბოლური და სუნთქვითი) ხასიათი აქვს. სიმძიმის შესაბამისად აღინიშნება ესა თუ ის სიმპტომატიკა. ახალშობილის სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენს 7,0-ზე ქვემოთ დაწეული рН. ამ შემთხვევაში მისი გადარჩენა სწრაფი და ენერგიული მკურნალობითაა შესაძლებელი.

ჯანმრთელ, დღენაკლულ ბავშვებს, ორგანოებისა და სისტემების უმწიფრობის გამო, რეგულაციის ჰემოსტატიკური მექანიზმები ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი. პირველ დღეებში მათ დროულ ახალშობილებზე ხშირად აღენიშნებათ დეკომპენსირებული აციდოზი, რომლის დროსაც рН 7,32-ზე ნაკლებია.

2-4 კვირაზე აციდოზის მეტაბოლური კომპონე­ნტის გაძლიერება, ე.წ. დღენაკლულთა გვიანი აციდოზი აღენიშნებათ მცირეწონიან, ნაადრევად დაბადებულ, ახალშობილებს. მისი მიზეზები, უმწიფრობის გარდა, შეიძლება იყოს ხელოვნური კვება ცილის მაღალი შემცველობის საკვებით ან მხოლოდ რძის მჟავე ნარევებით, მშობიარობის შემდეგ სხეულის მასის მნიშვნელოვანი კლება, კვების დაგვიანებით დაწყება.

ახალშობილის აციდოზის ნიშნები:

ახალშობილებს, განსაკუთრებით - დღენაკლულებს, აციდოზის მეტად პათოგნომური ნიშანი - სუნთქვის უკმარისობა, ჩვეულებრივ, არ უვლინდებათ. მეტაბოლური აციდოზისას სუთქვა არის არასწორი, არარეგულარული. მცირეწონიანი და დღენაკლული ბავშვებისთვის დამახასიათებელი პერიოდული სუნთქვა ხასიათდება აპნოეს გახანგრძლივებული პერიოდებით (5-7 წმ-ზე მეტი). რესპირატორული დისტრეს-სინდრომისას, რომელსაც თან ახლავს შერეული ტიპის აციდოზი, სუნთქვა პარადოქსულია - აღინიშნება დიაფრაგმისა (მუცლის კუნთები) და სასუნთქი (ნეკნთაშუა) მუსკულატურის ასინქრონული მოძრაობა.

არსებობს მონაცემები, რომ ახალშობილები აციდოზის მიმართ ზრდასრულებზე უფრო მდგრადები არიან.

დღენაკლულებს შეიძლება ჰქონდეთ სისხლის პლაზმისა და უჯრედშიგა გარემოს სხვადასხვა მიმართულების რეაქცია (აციდოზ-ალკალოზი). ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს ეს ფენომენი არ აღენიშნებათ და როგორც კომპენსატორული მექანიზმი, ის მოქმედებას იწყებს მძიმე პათოლოგიის პირობებში. ამავდროულად, ბავშვის ზრდასთან ერთად, სისხლისა და ქსოვილების ბუფერული თვისებების ადაპტაციური უნარი ყალიბდება. ასე მაგალითად, ბავშვებთან სისხლის ბუფერული ტევადობა ზრდასრულის მნიშვნელობას მხოლოდ პუბერტატულ პერიოდში აღწევს.

წლამდე და უფრო დიდ ასაკში მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევის კრიტიკული საზღვრები სისხლის рН-ის გადახრის ხარისხით განისაზღვრება. მწვავე ტოქსიკოზებისას рН-ის 7,25-7,20-მდე დაქვეითება იწვევს მცირე წრის სისხლძარღვების სპაზმს შემდგომი შუნტოდიფუზური უკმარისობით და სუნთქვის უკმარისობის განვითარებით, рН-ის უფრო დაბალი მაჩვენებლისას (7,0-მდე) აღინიშნება თირკმელების გორგლების არტერიოლების სპაზმი, ვითარდება კომა. рН 6,9 დროს მნიშვნელოვნად ითრგუნება მიოკარდიუმის კუმშვადობა (ენერგეტიკულ-დინამიკური უკმარისობა ჰეგლინის მიხედვით), рН 6,6 დროს იღუპება თავის ტვინის ქერქი (ეეგ სიგნალები არ არის), სისხლის рН-ის შემდგომი დაქვეითება სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიების მემკვიდრული ფორმისას, რომელთაც მძიმე მეტაბოლური აციდოზი ახასიათებს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თანდაყოლილ ლაქტატ-აციდოზს, რომელიც, სისხლით ან ჟანგბადით ქსოვილების მომარაგების დარღვევით გამოწვეული ლაქტატ-აციდოზისგან განსხვავებით, განპირობებულია გლუკონეოგენეზის ძირითადი ფერმენტების ან პირუვატის კატაბოლიზმით.

აციდოზის მკურნალობა:

ბავშვებთან აციდოზის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს ეტიოლოგიური ფაქტორის, ჰიპოვოლემიის, ელექტროლიტური მოშლილობის, ჰიპოპროტეინემიის, ანემიის მოცილებას, სუნთქვის კორექციას, სისხლის რეოლოგიური თვისებების, ქსოვილოვანი ჟანგვითი პროცესების გაუმჯობესებას. შემდგომ ინიშნება ტუტე ხსნარები.

ანტიაციდოზური საშუალებების დანიშვნისას აუცილებელია მჟავატუტოვანი წონასწორობის მაჩვენებლების მკაცრი კონტროლი, იონოგრამის განსაზღვრასთან ერთად.

სწრაფად განვითარებული პათოლოგიური პროცესების შედეგად გამოვლენილი მეტაბოლური აციდოზისას ტუტე ხსნარების გადასხმის შედეგად განვითარებული გართულებებისგან წამოსული საშიშროება შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე სისხლის рН-ის სწრაფი ნორმალიზაციიდან მიღებული სარგებელი. პირველ რიგში ეს ნაადრევი ასაკის ბავშვებს ეხება. ამ ხსნარების ნაკადად შეყვანამ შეიძლება მეტაბოლური ალკალოზი გამოიწვიოს, რის შედეგადაც სისხლში იონიზებული კალციუმის შემცველობა მცირდება შემდგომი ტეტანიითა და აპნოეთი.

დროულად დაწყებული და სისტემატური მკურნალობით შეიძლება ბავშვის ნორმალური განვითარების უზრუნველყოფა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მსოფლიო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში უფრო და უფრო ეფექტიანი გზების ძიებაშია.
26-09-2019
ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალურ პრობლემად რჩება.
16-09-2019
ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიისთვის გადამწყვეტი ცილის (MLL) სტაბილიზებით
13-06-2019
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
1 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად უვითარდებათ დისბაქტერიოზი - დაავადება, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარღვევითაა გამოწვეული.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად