რატომ დიდდება ლიმფური ჯიკვლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ დიდდება ლიმფური ჯიკვლები

რომელიც წარმოიქმნება როგორც გართულება სხვადასხვა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებისა და სპეციფიკური ინფექციის (ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი და სხვ.) გადატანის შემდეგ. ლიმფადენიტი, როგორც წესი, წარმოადგენს მეორეულ პროცესს.

ლიმფადენოპათია - ლიმფური ჯირკვლების სისტემური გადიდებაა, რომელიც არ არის დაკავშირებული ანთებასთან (მაგალითად, ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედების, მეტასტაზირების, პროლიფერაციის დროს და სხვ.).ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება ლიმფადენიტი, ვიდრე ლიმფადენოპათია.

სქემატურად ლიმფური ჯირკვლების გადიდება შეიძლება წამოვიდგინოთ, როგორც ინფექციურ პროცესთან დაკავშირებული (ლიმფადენიტი) და დაუკავშირებელი (ლიმფადენოპათია).

1. ლიმფადენიტი ვირუსული ბუნებისა შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების დროს:

ეს ინფექციური დაავადებები მეტ-ნაკლებად ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. დაავადების პიკი გვხვდება შემოდგომაზე, მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება (ანუ ადვი-ლად ავადდებიან ბავშვები), ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 3-10 დღეა. იწყება ყელის ტკივილით, ცხვირიდან გამონადენით, სუბფებრილური ტემპერატურით (37,0-37,5 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში). მიმდინარეობს ლიმფური ჯირკვლების გენერალიზებული გადიდება. გადიდებული ღვიძლი მტკივნეულია. ბავშვი უჩივის სახსრებისა და გულმკერდის ტკივილს. გამოჯანმრთელება ყოველგვარი ნარჩენი მოვლენების გარეშე მიიღწევა.

2. ლიმფადენიტს ბაქტერიული ინფექციების დროს იწვევს:

  • კბილის კარიესი.;
  • ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერა, აბსცესი;
  • კატის ნაკაწრის დაავადება;
  • ბორელიოზი;
  • ტუბერკულოზი. ტიპურ ფორმებთან ერთად, არსებობს ატიპური მიკობაქტერიოზი. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადებას სწორედ ბაქტერიების ატიპური შტამები იწვევენ. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მეტია შანსი ლიმფური ჯირკვლების დაზიანებისა;
  • სეფსისი;
  • ალერგიული სუბსეფსისი. ეს არის იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ერთგვარი ვარიანტი;
  • გენიტალურ-ანორექტალური სიმპტომოკომპლექსი - გვხვდება გოგონებში ქრონიკულად მიმდინარე ქლამიდიური ინფექციის დროს.

3. ლიმფადენიტი სოკოვანი დაავადებების დროს.

4. ლიმფადენიტი პარაზიტული დაავადებების დროს - ექონოკოკოზისას.

5. ლიმფადენიტი პროტოზოული დაავადებების დროს:

  • ტოქსოპლაზმოზი - კისრის ლიმფური ჯიკვლების გადიდებით;
  • კალა-აზარი;
  • მალარია.

მთავარი როლი ლიმფური ჯირკვლების გადიდების მიზეზის დადგენისას ენიჭება პედიატრს, რადგანაც, როგორც ვნახეთ, ბავშვებში ეს უმთავრესად დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან. აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება.

  • ჩივილები (ადგილობრივად მტკივნეულია თუ არა ჯირკვლები, ადგილობრივად ან ზოგადად ტემპერატურის მომატება, სხვა ჩივილების არსებობა).
  • ანამნეზი (ეპიდანა-მნეზი - გადატანილი ინფექციური დაავადებები, კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება, ზუსტი ადგილმდებარეობა - ცალმხრივია თუ ორმხრივი და ა.შ.).
  • უშუალო გასინჯვა - ზომები, კონსისტენცია (ელასტიკური, მკვრივი, ფლუქტუაცია), შერწყმულია თუ არა ერთმანეთთან და ა.შ.
  • ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზაცია უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად (ულტრაბგერითი გამოკვლევით), ასევე სისხლის საერთო ანალიზი.

თუ ანტიბიოტიკოთერაპიის ორივენაირი კურსის ჩატარების შემდეგ კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის სურათი უკეთესობისკენ არ იცვლება, საჭიროა სხვა სპეციალისტთა დახმარებაც - კერძოდ, ინფექციონისტის, იმუნოლოგის, ონკოჰემატოლოგის.