აპენდიციტი ბავშვებთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აპენდიციტი ბავშვებთან

ადრე მას უსარგებლო ორგანოდ მიიჩნევდნენ და აპენდიციტის თავიდან ასაცილებლად ყველას მის მოშორებას ურჩევდნენ. ახლა დამტკიცებულია, რომ აპენდიქსი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც დამცავ ფუქნციას ასრულებს. აპენდიქსის ანთებისას ვითარდება დაავადება, რომელსაც მწვავე აპენდიციტი ეწოდება.

ჯანმრთელ ადამიანში ნაწლავის თხევადი შიგთავსი ხვდება აპენდიქსის შიგნით და მისგან თავისუფლად გამოიყოფა. მაგრამ ზოგჯერ წანაზარდის სანათური შეიძლება დაიხშოს მყარი ფეკალური მასებით, ხილის კურკით ან ნაწლავის კედელში ლიმფოიდური ქსოვილის ანთებით.

როდესაც აპენდიქსში შიგთავსის უკუდენა ირღვევა, ის გუბდება და ჩირქდება. ანთება სწრაფად გადადის წანაზარდის კედლებზე და ვითარდება აპენდიციტი. ანთებითი პროცესი ვითარდება ძალიან სწრაფად, რადგან ნაწლავის შიგთავსში ცხოვრობს მილიონობით ჩირქმბადი ბაქტერია (სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, სტრეპტოკოკი, კლებსიელა და ა.შ.). წანაზარდის დაზიანებულ, ანთებით კედელში შეიძლება განვითარდეს პერფორაცია და ფეკალური მასები მოხვდეს მუცლის ღრუში, რის შედეგად ვითარდება პერიტონიტი - სიცოცხლისთვის საშიში, სერიოზული გართულება.

აპენდიციტით ავადობენ უმთავრესად 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. ის იშვიათად გვხვდება 5 წლამდე და კიდევ უფრო იშვიათად - 2 წლამდე ბავშვებთან.

მძიმედ მიმდინარეობს აპენდიციტი ჩვილებთან, რადგანაც გართულებულია დიაგნოსტიკა, ამასთან, პათოლოგიური პროცესი ვითარდება ძალიან სწრაფად, ელვისებურად, და ანთებითი დანამატი შეიძლება ოპერაციის დროს ქირურგის ხელში გასკდეს.

ბავშვებთან აპენდიციტის განვითარების პროფილაქტიკა შეუძლებელია.

დაავადების სიმპტომები

აპენდიციტის დიაგნოსტირება რთულია, რადგანაც მისი სიმპტომები სხვა მრავალი დაავადების გამოვლინების მსგავსია, მაგრამ რამდენიმე სიმპტომის ერთობლიობამ შეიძლება გვაფიქრებინოს აპენდიციტზე:

  • ტკივილი მუცლის არეში არის მუდმივი, შეიძლება დაიწყოს ეპიგასტრიუმში, თანდათანობით გაძლიერდეს და გადავიდეს მარჯვენა თეძოს არეში;
  • გულისრევა, შეიძლება ახლდეს ღებინება;
  • უმადობა;
  • ტემპერატურა - დაავადების დასაწყისში ის ნორმალურია, რამდენიმე საათის შემდეგ აღინიშნება მცირე მომატება 37,3-37,5 ოС, პერფორაციისას მაღალ ციფრებს აღწევს;
  • ყაბზობა ან ფაღარათი: ნაწლავში ანთებითმა პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის პერისტალტიკაზე;
  • ხშირი შარდვა: ანთებითი დანამატით შარდის ბუშტის გაღიზიანებამ შეიძლება გახშირებული შარდვა გამოიწვიოს;
  • მუცლის პალპაციით ბავშვი გრძნობს ტკივილს მარჯვენა თეძოს მიდამოში.

აპენდიციტის დიაგნოსტირება

თუკი ბავშვი უჩივის 4-5-საათიან შეუჩერებელ მუცლის ტკივილს, ის აუცილებლად უნდა გასინჯოს ექიმმა აპენდიციტის გამოსარიცხად. დიაგნოზის დადასტურებისას აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა.

რა უნდა იღონოს მშობელმა აპენდიციტზე ეჭვის შემთხვევაში

არ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომ არ ჩაახშოთ განგაშის სიგნალი. ტკივილის შემცირება გამოიწვევს დაგვიანებულ დიაგნოსტიკასა და პერიტონიტს.

mkurnali.geაპენდიციტის მკურნალობა

მკურნალობის ერთადერთი მეთოდი აპენდიქსის ქირურგიული გზით მოშორებაა, რომელიც ცნობილია აპენდექტომიის სახელწოდებით. ეს ოპერაცია, როგორც წესი, სწრაფად სრულდება და არ ახლავს გართულებები.

ოპერაციის შემდეგ ინფექციის თავიდან ასაცილებლად ნიშნავენ ანტიბიოტიკებს, განსაკუთრებით, თუ აპენდიციტი პერფორირებული და პერიტონიტით გართულებული იყო.

აპენდექტომიის ოპერაციის შემდეგ ბავშვი საკმაოდ სწრაფად გამოჯანმრთელდება, თუმცა, პერიტონიტის თანდართვისას, ეს პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს.

ოპერაციის შემდგომი ჭრილობა ფრთხილად უნდა დაიბანოს შხაპის ქვეშ. ჭრილობა საკმაოდ სწრაფად უნდა შეხორცდეს, თუმცა გარკვეული პერიოდის მანძილზე მის გარშემო შეიძლება იყოს კანქვეშა სისხლჩაქცევა.