პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

პედიატრია

მტვერი ორგანიზმის უხილავი მტერია. როგორ დავიცვათ მისგან ბავშვები? ამაზე პედიატრი ნინო მეზვრიშვილი გვესაუბრება. - მტვერი, რომელსაც ქუჩაში ჰაერთან ერთად ჩავისუნთქავთ, შეიცავს ნიადაგის, გამონაბოლქვი აირების, საწარმოთა ქიმიური ნარჩენებისა თუ მძიმე მეტალების მარილების ნაწილაკებს. გარდა ამისა, მასში უხვად არის ბაქტერიები და ვირუსები, რომელთაც დაავადებების პროვოცირება შეუძლიათ. ის, ვინც საწარმოს მახლობლად ცხოვრობს, გაცილებით მეტ მტვერს ჩაისუნთქავს, ამიტომ ვურჩევთ, რეგულარულად ეჩვენონ ექიმს. მანგანუმის, ტყვიის მტვერმა შეიძლება მოგვწამლოს, ხოლო ცემენტისა და აზბესტის მტვერმა, თუ დიდი რაოდენობით ჩავისუნთქეთ, ონკოლოგიურ დაავადებას დაუდოს სათავე.
ჩვენი ჟურნალის ზოგიერთმა მკითხველმა (ვგულისხმობ როგორც ექიმებს, ასევე სხვა პროფესიის ადამიანებს) შესაძლოა არ იცოდეს, რომ 2005 წლის 10 აგვისტოს დაფუძნდა საქართველოს დროულ და დღენაკლულ ახალშობილთა დახმარების ასოციაცია, რომელმაც მიზნად დაისახა, კანონით დადგენილი წესით ხელი შეუწყოს საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირებასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას, ახალშობილთა მკურნალობასა და ნუტრიციოლოგიაში დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნების გამოცდილების დანერგვას საქართველოში არსებულ პირობებთან ადაპტაციის გზით, მცირე მასით დაბადებულ დღენაკლულ ახალშობილთა სამედიცინო პრობლემების (გამოზრდა, კვება, ავადობა, სიკვდილიანობა) ღრმა მეცნიერულ შესწავლას, მათ სამედიცინო რეაბილიტაციას, ადაპტაციასა და გარემოში ინტეგრაციას.
ენურეზი ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას ანუ შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. განასხვავებენ შარდის შეუკავებლობის ორ ტიპს - შარდის შეუკავებლობას დღის საათებში და ღამის ენურეზს. მათ შესახებ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ნეფროლოგიური განყოფილების გამგე, პროფესორი გურამ ჩიტაია გვესაუბრება. - შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობა, ენურეზი, განსაკუთრებით ბავშვებს შორის არის გავრცელებული. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება.
მცირე ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად სასუნთქი სისტემის დაავადებები ემართებათ. საინტერესოა, რა თავისებურება ახასიათებს ხსენებულ დაავადებებს ამ ასაკში და როგორ მკურნალობენ მათ. ამაზე პედიატრი ნინო ყურაშვილი გვესაუბრება. - მწვავე ბრონქიოლიტი სასუნთქი სისტემის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრონქიოლებისა და წვრილი ბრონქების გენერალიზებული ობსტრუქციული დაზიანება. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა სასუნთქი გზების ობსტრუქცია განსაზღვრეს როგორც სასუნთქი გზების შევიწროება ან ოკლუზია (დახშობა), რომელიც შეიძლება იყოს ბრონქის სანათურში ექსუდატის დაგროვების, ბრონქის კედლის შესქელების, ბრონქის კუნთების შეკუმშვის, ფილტვების რეტრაქციის ძალის შემცირების, სასუნთქი გზების დესტრუქციისა და სასუნთქი გზების კომპრესიის შედეგი. მწვავე ბრონქიოლიტი უმთავრესად ორ წლამდე აღინიშნება. ყველაზე ხშირად 5-6 თვის ჩვილები ავადდებიან.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 15 - დან
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად